Get All Access for $5/mo

ყველაფერი ერთ სივრცეში - ეკოლოგიურად სუფთა გარემო და სასურველი საცხოვრებელი პირობები "ეკო ლისში"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ცხოვრების წესი - კარიერა, ოჯახური ვალდებულებები, ყოველდღიური საჭიროებები - ადამიანებისგან ხშირად ურბანულ გარემოში ყოფნას მოითხოვს. არც ისე სახარბიელო ეკოლოგიური მდგომარეობა და ქალაქის ხმაური მათ ამ ყველაფრისგან გაქცევის სურვილსაც უჩენს.

2021 წელს დაფუძნებული დეველოპერული კომპანია "ეკო ლისი" სამშენებლო ბიზნესში ახალ სიტყვას ამბობს. ის მცხოვრებლებს ერთდროულად სთავაზობს როგორც ურბანულ ბენეფიტებს, ისე მყუდრო, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების კომფორტს.

"პარტნიორები ინდივიდუალურად ვაკეთებდით სხვადასხვა პროექტს. "ეკო ლისის" იდეა იყო, გავერთიანებულიყავით და შეგვექმნა განსხვავებული კომპლექსი ჩვენი ხელწერით, რომელიც იქნებოდა მომხმარებლებისთვის კომფორტისა და სიმშვიდის გარანტი".

კომპანიის სახელწოდებაც სწორედ იმ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს უკავშირდება დედაქალაქში, რომლის ნაწილსაც ლისის ტბა და მისი შემოგარენი წარმოადგენს.

როგორც Entrepreneur-თან ინტერვიუში "ეკო ლისის" თანადამფუძნებელი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ჯულაყიძე ამბობს, პროექტი შედგება 2 საცხოვრებელი ბლოკისა და ცალკე მდგომი საპარკინგე/სპორტკომპლექსის დამოუკიდებელი შენობისგან, რომლის დიზაინზეც წამყვანმა არქიტექტურულმა სტუდიამ, "NS სტუდიო", იმუშავა.

"გაუთავებელი ხმაური, გამონაბოლქვი, სტრესი - სწორედ ამან განაპირობა იმ ადგილმდებარეობის შერჩევა, სადაც დღეს ვახორციელებთ პროექტს. ლისის ტბა, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი განსაკუთრებული ლოკაციაა თბილისში, სადაც ხალხი იკრიბება, მისდევენ აქტიური ცხოვრების წესს: ვარჯიში, სეირნობა, ზოგი მუსიკას უსმენს, ზოგიც, უბრალოდ, ზაფხულის ცხელ დღეებში თავს აფარებს გრილ ადგილებს და ა.შ.", - ამბობს გიორგი.

პირველად პროექტის A ბლოკი აშენდა - მისი მშენებელობა უკვე დასრულებულია, ხოლო საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის წყალობით თითქმის მთლიანადაა რეალიზებული და შესახლებულიც კი. ამ ბლოკში ბინები თეთრი კარკასის მდგომარეობაში ჰბარდება.

"ცხოვრობდე ლისის ტბაზე, პირდაპირპროპორციულია ჩვენს ადგილმდებარეობასთან. ერთხელ მაინც შეამჩნევდით ლისის ცენტრალური პარკინგიდან ავტომობილის გაჩერებისას, ან სულაც ლისის ტბის ხეივანში სეირნობისას ". ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის" მომიჯნავედ მდგარ პროექტს, რომელიც ნებისმიერ გამვლელს იზიდავს და სურვილსაც აღუძრავს, თავადაც ამ გარემოში ჰქონდეს საცხოვრებელი", - ამბობს გიორგი ჯულაყიძე.

შემდეგი ეტაპი არის B ბლოკის მშენებლობა. ის A ბლოკისგან ვიზუალურად განსხვავებული პროექტია - ეს კორპუსი უფრო მეტად დახვეწილი იერსახის მქონე შენობაა, რომლის ფასადი შემოსილია უმაღლესი ხარისხის თანამედროვე სტანდარტების თბოიზოლირებული ვენტილირებადი ფასადის სისტემით.

არიქიტექტურულ ჰარმონიას იტალიური ფილებისა და შავი ალუმინის ნეგატივების კომბინაცია, ბუნებრივი ხის ჩანართები და სიმეტრია ქმნის. სადარბაზოები ძვირადღირებული ბუნებრივი გრანიტითაა მოპირკეთებული, შენობას კი 2 პანორამული ლიფტი ემსახურება. B ბლოკი მცხოვრებლებს მწვანე კარკასის მდგომარეობით ჰბარდება.

"საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისას ახალი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით - უნდა შეგვექმნა არა მხოლოდ თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებლები, არამედ მოსახლეთათვის შეგვეთავაზებინა ერთიანი, კომფორტული გარემო, ინდივიდუალური საპარკინგე ადგილებითა და თავშეყრის ისეთი სივრცეებით, რომლებიც მცხოვრებლებს დამატებით ბენეფიტებს შესთავაზებდა", - იხსენებს "ეკო ლისის" თანამდამფუძნებელი, გიორგი ჯულაყიძე.

როგორც "ეკო ლისის" თანადამფუძნებელი იხსენებს, პროექტზე მუშაობის დაწყებისას მთელი გუნდის მოტივაცია თითოეული სამშენებლო ასპექტის უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფა იყო. მათთვის უმნიშვნელოვანესია როგორც ადგილმდებარეობის სწორად შერჩევა, ისე პროექტის ბიზნესწარმატებაზე ზრუნვა.

ადგილის შერჩევის შემდეგ დეველოპერების გუნდმა მიზნად დაისახა, "ეკო ლისში" ყველა დეტალი უმაღლეს დონეზე ყოფილიყო გაკეთებული. ეს გულისხმობდა არქიტექტურის თანამედროვე ტენდენციებისა და მოთხოვნების გათვალისწინებას, დიზაინს, გეგმარებებს, მზის სხივის მოხვედრას თითოეული ბინის ცალკეულ ოთახში, ვენტილაციას, ფასადის ვიზუალურ მხარეს, ეკოლოგიურად სუფთა მასალებსა და შენობის მდგრადობას. ამ ყველაფერზე ზრუნვის შემდეგ კი წინ მთავარი ეტაპი - გენერირებული იდეების განხორციელება იყო.

"საცხოვრებელი კორპუსების დასრულებისას ერთ დიდ პრობლემას შევეჯახეთ: 117 ოჯახისგან შემდგარ საცხოვრებელ უბანში ვაკმაყოფილებდით მხოლოდ 18 მიწისქვეშა და 20 საერთო მოხმარების საპარკინგე ადგილს. ამის გამო დავიწყეთ ფიქრი, როგორ გამოვსულიყავით მდგომარეობიდან და ის კომფორტი არ დაგვერღვია, რომელიც იყო ჩაფიქრებული. დავიწყეთ ამაზე ზრუნვა და მოვიძიეთ მომიჯნავედ არსებული კერძო ნაკვეთი, რომელიც შევისყიდეთ", - იხსენებს გიორგი.

ასე გაჩნდა "ეკო ლისის" ახალი პროექტის იდეა - The Dynamic. აქ განთავსებული იქნება მიწისქვედა, 3-დონიანი, 75 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე ადგილი. ხოლო მიწისზედა ნიშნულზე მოეწყობა სპორტული კომპლექსი: პირველ სართულზე - ფეხბურთის მოედანი, მეორე სართულზე - სატრენაჟორო დარბაზი, შემდეგ დონეზე კი აუზი, რომელიც იქნება შემინული და ზაფხულის ცხელ დღეებში შესაძლებელი იქნება ამ ტრანსფორმერი ვიტრაჟების გახსნა. გეგმა უკვე გაწერილია და მალე მისი განხორციელებაც დაიწყება.

"თანამედროვე სამყაროში დასაქმებულ ადამიანს ყოველი რუტინულ და დამღლელი დღის შემდეგ სჭირდება განტვირთვა, ნეგატიური ემოციებისგან დაცლა და პოზიტივით ავსება. როდესაც მსგავსი სერვისით სარგებლობა შენს საცხოვრებელ კომპლექსში შეგიძლია, ეს უაღრესად დიდი კომფორტია".

საცხოვრებელი კომპლექსი იდეალურია ოჯახებისთვის, ვისაც მცირეწლოვნები ჰყავთ, ან გადატვირთული ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ხშირად ეძებენ ბუნებაში დროის გატარების შესაძლებლობას.

როგორც გიორგი გვიყვება, პროექტი ითვალისწინებს რეკრეაციულ ზონებს, მოსასვენებელ ადგილებსა და უსაფრთხოების მაღალ დონეს. ეს კი იქ მცხოვრებ პატარებს შესაძლებლობას მისცემს, დრო ბუნებაში გაატარონ და ნაკლებად იყვნენ ეკრანებს მიჯაჭვულები.

"ბავშვი თამაშისას სენსორულ და მოტორულ ფუნქციას ივითარებს. ჩვენი ტერიტორიის შიდა თუ გარე რეკრეაციული ზონები და ბუნებასთან სიახლოვე პატარებს დაეხმარება კომუნიკაციის, შემეცნებისა და შემოქმედებითი უნარის განვითარებაში".

სამივე პროექტი სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საჭიროებებზე. გარდა ამისა, მთელი კომპლექსის შიდა და გარე პერიმეტრზე ხორციელდება ვიდეომონიტორინგი.

გარდა კომფორტული საცხოვრებელი პირობებისა და დამატებითი აქტივობებისთვის განკუთვნილი სივრცეებისა, კომპლექსის მცხოვრებლებს ექნებათ წვდომა ისეთ სერვისებზე, როგორიცაა სადარბაზოების დასუფთავება, უმაღლესი ხარისხის ლიფტებით მომსახურება და უსაფრთხოების სამსახური.

"პროექტი ქალაქის ცენტრთან ძალიან ახლოსაა, რაც უმარტივებს ჩვენს მცხოვრებლებს, 5-დან 15 წუთის მონაკვეთში მივიდნენ მათთვის სასურველ დანიშნულების ადგილას და, ამავდროულად, იცხოვრონ საოცნებო ადგილას, სიმშვიდესა და სიმწვანეში, ლისის ტბის პარკთან. ეს უკანასკნელი პროექტის მომიჯნავე ტერიტორიაზეა. ასევე, ჩვენს პროექტს ექნება თავისი საკუთარი, სხვა სივრცეებისგან დამოუკიდებელი სკვერი, სადაც მობინადრეებს დასვენება და სუფთა ჰაერზე დროის გატარება შეეძლებათ".

დაინტერესებულ პირებს "ეკო ლისის" პროექტში ბინების შერჩევა მარტივად, ვებგვერდზე - ecolisi.ge გადასვლით შეგიძლიათ.

Business News

Yandex სრულად რუსული მხარის საკუთრებაშია - რა ვიცით კომპანიის შესახებ?

აფართოებს თუ არა რუსული "იანდექსი" საქართველოში ბიზნესს?