Get All Access for $5/mo

როგორ ვიქცეთ ფულის "მაგნიტად"? როგორ ცვლის "ფულის მაგნიტი" თქვენს აზროვნებას და ცხოვრებას

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ჩვენ გარშემო ფულის გამომუშავების უამრავი შესაძლებლობაა. სამწუხაროდ, ჩვენ ყოველთვის არ გვაქვს მისი დანახვის უნარი, მაშინაც კი, როდესაც ასეთი შესაძლებლობა ცხვირწინ გვიდევს. ზოგიერთ ჩვენგანს არ აქვს ისეთი ფინანსური განათლება, როგორიც საჭიროა. სხვები კი, უბრალოდ თავისთვის ფიქრობენ ან ვიწრო თვალსაწიერი აქვთ. რა მიზეზიც უნდა იყოს, შეიძლება არ გვქონდეს იმგვარი აზროვნება, რომელიც ბუნებრივად ეძებს შანსს სიმდიდრის შესაქმნელად.

მე ყოველთვის მქონდა ტენდენციების შემჩნევისა და შესაძლებლობების დანახვის უნარი, რის გამოც ანტრეპრენერობა მართლაც შესანიშნავი საქმიანობა გამოდგა ჩემთვის. მაგრამ მეც კი მჭირდება ზრუნვა იმაზე, რომ ჩემი "ფულის მაგნიტის" უნარები მუდამ გამახვილებული მქონდეს და ეს ხედვა შევინარჩუნო. ამ სახალისო სავარჯიშოს წლების განმავლობაში ვიყენებდი, რათა ჩემი შემოქმედებითი აზროვნება სიმდიდრის შექმნის სფეროში კიდევ უფრო ძლიერი გამხდარიყო. ამის გაკეთება მარტივია, დღეში მხოლოდ რამდენიმე წუთს მოითხოვს და თამაშს ჰგავს.

ამ სავარჯიშოს შესრულებას ერთი კვირა დაუთმეთ და გაოცდებით, რამდენად კარგად ისწავლით ფულის გამომუშავების შესაძლებლობების ყველგან შემჩნევას. ამის გაკეთება მარტოსაც შეგიძლიათ და პარტნიორთან, ბავშვებთან ან კოლეგებთან ერთადაც.

როგორ უნდა გავაკეთოთ სავარჯიშო "ფულის მაგნიტი"

  1. შეარჩიეთ დრო, როდესაც თქვენი შემოქმედებითი აზროვნება ყველაზე აქტიურია. თუ არის დრო დღის განმავლობაში, როდესაც ყველაზე უკეთ ავლენთ ინოვაციურ აზროვნებას, იცოდეთ, რომ სწორედ ამ დროს უნდა გააკეთოთ ეს სავარჯიშო. თუ გუნდურად მუშაობთ, შეარჩიეთ დრო, როდესაც ყველას დადებითი განწყობა აქვს და ყველა ენერგიულია.
  2. დაასახელეთ თანხა, რომლის გამომუშავებაც გსურთ. ეს შეიძლება იყოს ასი დოლარი, მილიონი, მილიარდი. ფული შეიძლება მიზანი იყოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს უფრო ხშირად მეთოდია, რომლის მეშვეობითაც სხვა მიზნებს ვაღწევთ. შესაძლოა, თქვენ ზუსტ თანხაზე არ ფიქრობთ, უბრალოდ, საკმარისი თანხის გამომუშავება გსურთ თქვენი ბიზნესის გასაფართოებლად, სხვა ფრანჩაიზის შესაძენად, შვებულების სადმე გასატარებლად ან ქველმოქმედებისთვის. სახალისო, შემოქმედებითი ამოცანისთვის თავსატეხის ამოხსნა სცადეთ, როგორიცაა "100 დოლარის გამომუშავების 15 გზა".
  3. დროის ლიმიტი აირჩიეთ თქვენი მიზნისთვის. ეს ნაბიჯი არჩევითია, მაგრამ თქვენი მიზნის დროის ლიმიტის შეცვლამ შესაძლოა ვარჯიში უფრო სასიამოვნო გახადოს. თუ თქვენი მიზანი მილიონი დოლარის გამომუშავებაა, მაშინ სხვადასხვა სესიებზე მოიფიქრეთ, თუ როგორ უნდა გამოიმუშაოთ მილიონი წელიწადში, თვეში ან თუნდაც დღეში!
  4. თქვენი იდეების ჩაწერა დაიწყეთ (ან კარნახი, ან აკრეფა), რათა მათი რეალიზება შეძლოთ. მინიმუმ თხუთმეტი უნდა იყოს. თუ დისტანციურად შეძლებთ თქვენი მიზნის მიღწევას, არცერთი პასუხი არ იქნება ძალიან გიჟური, ძალიან მარტივი, ძალიან შორს მიზნისგან ან კიდევ ძალიან არასტანდარტული. ბავშვებთან ამ სავარჯიშოს შესრულების ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ ისინი ბარიერებს ვერ ხედავენ. თუ სხვა ადამიანებთან ერთად მუშაობთ, გახსოვდეთ, რომ ამ სავარჯიშოების გაკრიტიკება დაუშვებელია. ეს არ უნდა დაივიწყოთ, თუ მარტო მუშაობთ! ყველა იდეა მისასალმებელია.
  5. მხოლოდ 15-იდან 30 წუთამდე ივარჯიშეთ. მე გირჩევდით, ყოველ რამდენიმე წუთში შექმნათ იდეები. ეს ზედმეტი ფიქრისგანაც დაგიცავთ და თქვენს გონებასაც მოამზადებს, სწრაფად დაინახოს შესაძლებლობები.
  6. თუ გაიჭედეთ, ე.წ. ტვინის შტორმის საწინააღმდეგო ტექნიკა გამოიყენეთ. თავიდან შეიძლება რთული იყოს ამდენი იდეის მოფიქრება. დროთა განმავლობაში ეს უფრო ადვილი ხდება პრაქტიკით. სწორედ ეს არის სავარჯიშო "ფულის მაგნიტი"! თუმცა, თუ აღმოაჩენთ, რომ რომ ჩიხში ხართ, ტვინის შტორმის საპირისპირო ტექნიკა სცადეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ შეკითხვა უნდა შეატრიალოთ, და სხვა მიდგომა გამოიყენოთ. თუ გაიჭედეთ შეკითხვაზე "როგორ გამოვიმუშაო მილიონი დოლარი ერთ თვეში", შეკითხვა შეცვალეთ და ასეთი ფორმა მიეცით:"ჩემი გასაოცარი გამოგონების ღირებულება მილიონი დოლარია", ან თუნდაც "თხუთმეტი რამ, რაც არასოდეს მოიტანს მილიონ დოლარს", რადგან ამასაც შეუძლია თქვენი იდეების რეალიზება ცხოვრებაში.

როგორ ცვლის "ფულის მაგნიტი" თქვენს აზროვნებას და ცხოვრებას

თქვენ უკვე გააკეთეთ სავარჯიშო, თქვენი სიაც შეადგინეთ და ცოტა იმხიარულეთ კიდევაც, როდესაც თქვენი ფულის შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე მუშაობდით. შემდეგ რა ხდება?

  • თქვენს მიზნებზე ფიქრი თქვენი ყოველდღიური ჩვევა ხდება. ამ სავარჯიშოს რამდენიმეჯერ შესრულების შემდეგ, სრულიად ბუნებრივად იწყებთ მრავალი შემოქმედებითი გზის განხილვას იმის მისაღწევად, რაც გსურთ.
  • რაც უფრო ხშირად შეასრულებთ ამ სავარჯიშოს, მით მეტ გამოცდილებას მიიღებთ რეალურ სამყაროში ფულის გამომუშავების შესაძლებლობებში. გონება გაგივარჯიშდებათ და მზად იქნება თქვენს გასაფრთხილებლად, როდესაც ასეთი შანსი გამოჩნდება.
  • თქვენი სია შეინახეთ! რამდენიმეჯერ გააკეთეთ სავარჯიშო "ფულის მაგნიტი" და შემდეგ გადახედეთ თქვენს სიას. შეიძლება ბრწყინვალე იდეები გაქვთ, ან ისეთი, რომელიც შეიძლება ცოტა დახვეწოთ და შემდეგ გახდეს ბრწყინვალე. და რა თქმა უნდა, ერთ მშვენიერ იდეას შეუძლია მთელი თქვენი ცხოვრება შეცვალოს! გარდა ამისა, იდეები მაშინაც კი ღირებულია, როდესაც ისინი "შესანიშნავი" არ არის. ხშირად ცუდი გადაწყვეტილებიდან შეიძლება იმდენივე მივიღოთ, რამდენიც კარგიდან. ზოგჯერ ჩვენს სწორ პასუხს მხოლოდ მაშინ დავინახავთ, როდესაც ათეულობით არასწორს გადავხედავთ.
  • თქვენ მიზიდულობის კანონის ვარიაციას იყენებთ, ჯერ იმას დაადგენთ, რაც გსურთ და შემდეგ რამდენიმე გზას დასახავთ, რომლითაც შეგიძლიათ მისი მიღება. არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობთ ძალებზე, რომლებიც სამყაროში მოქმედებენ, არასდროს შეგიშლით ხელს იმაზე დაფიქრება, რა გინდათ და რატომ.

როდესაც ჩემი შესაძლებლობების "რადარის" გაძლიერება მჭირდება, ჩემი დილის რიტუალის ნაწილად ვაქცევ "ფულის მაგნიტის" სავარჯიშოს. მას საუზმის დროს, ყავის დალევისასაც განვიხილავ, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ენერგიით მავსებს. ამ სიმდიდრის ზრდის შესაძლებლობების მინიმედიტაციას, იდეალურ მდგომარეობამდე მიჰყავს ჩემი გონება, რათა შანსი სამუშაო დღის განმავლობაში დავინახო. გარდა ამისა, მე სიამოვნებით მივიღებ იმას, რასაც სამყარო გვთავაზობს, ჩემს მიზანს ვგულისხმობ და მისი რეალიზაციის რამდენიმე საინტერესო იდეას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე