Join our Waitlist for Expert Advice!

გაიცანით 500 ფრანჩაიზის პირველი ათეული #5 The UPS Store

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

UPStracking

ფრანჩაიზინგის დაწყება − 1980 წელი; სულ ერთეულების რაოდენობა − 5,166;
გახსნის ღირებულება − $ 138.400 - $ 470.000

THE UPS STORE-მ ბოლოდროინდელი წარმატებისთვის, თავის უკმაყოფილო კლიენტებს უნდა გადაუხადოს მადლობა, თუმცა თქმა არ უნდა იმას, რომ ჩვენ მისი კლიენტები არ გვყავს მხედველობაში. "ონლაინ შესყიდვების დაახლოებით მესამედი უკან ბრუნდება", − ამბობს ტიმ დევისი, UPS STORE-ის პრეზიდენტი, − "და ეს უზომოდ მიმზიდველი ბიზნესსეგმენტი გახდა ჩვენთვის".

UPS-მა ხელი მოაწერა შეთანხმებას და რამდენიმე მთავარი საცალო კომპანიის პროდუქციის დაბრუნების მიმართულების ოფიციალური კურიერი გახდა. ეს არის ელექტრონული კომერციის კომპანიებით უკმაყოფილო კლიენტების მიერ დაბრუნებული პროდუქციით ფულის გამომუშავების გზა (დევისი არ ასახელებს, რომელ კომპანიებზეა საუბარი). UPS-ს ამასთან ერთად, აპარატურის გადაზიდვაზეც აქვს გაფორმებული ხელშეკრულება, კერძოდ − კომუნალური კომპანიებისთვის საკაბელო ყუთების დაბრუნებაზე, როდესაც მომხმარებლები მათ აღარ იყენებენ. "ჩვენ დაბრუნების პროცესში შეხების წერტილებს ვამცირებთ", − ამბობს დევისი.

UPS-ს 104 ობიექტზე მთლიანი შემოსავლის გაზრდაში 2018 წელს ეს გზა დაეხმარა, მაგრამ ეს სრულად არ ხსნის კომპანიის ბოლოდროინდელ წარმატებას. აქ კიდევ ერთი საიდუმლოა − კომპანია მომხმარებლისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე განსაკუთრებით ზრუნავს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, UPS-ის ახალი ობიექტები სულ უფრო ხშირად ისეთ არატრადიციულ ადგილებში იხსნებოდა, როგორიცაა აფთიაქები, სუპერმარკეტები, საყოფაცხოვრებო მაღაზიები, სასტუმროები და სამხედრო ბაზები.

ახლა პატარა მოცულობის UPS Stores-ს უკვე დიდ ქსელებშიც შეხვდებით, როგორებიცაა სუპერმარკეტი Meijer და Omni Hotels & Resorts. კომპანიის ყველა ეს ახალი ობიექტი, ერთად, გაყიდვების დაახლოებით 26 პროცენტს შეადგენს.

დევისის თქმით, კომპანიამ უკვე ბევრ ადგილას გაიდგა ფესვი. განზრახული აქვთ, გაცილებით მეტ კლიენტს მოემსახურონ და ეს ბევრად მასშტაბური გეგმის მხოლოდ ერთი ნაწილია. მისი თქმით, UPS-ი სულ მალე ექსპერიმენტების ჩატარებას დაიწყებს გზავნილების დროუნით მიწოდებაზე. უკვე ყველანაირად ცდილობენ ფრანჩაიზებზე ზემოქმედებას, რათა მათ კვირაში შვიდი დღის განმავლობაში იმუშაონ. მაგრამ კომპანიის ყველაზე დიდი ცვლილება შესაძლოა სიმბოლურად ჩაითვალოს. 2019 წელს ტრადიციულად ყავისფერი UPS-ის წინააღმდეგ ნამდვილი რევოლუცია მოხდა − ბევრი ობიექტი უკვე ცისფერი, თეთრი და ყვითელი გახდა, რაც მაღაზიის კონცეფციის ტესტირების ნაწილია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია