Black Friday Sale! 50% Off All Access

გირჩევთ წაიკითხოთ - ედ მაილეტის "კიდევ ერთის ძალა"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ედ მაილეტის "კიდევ ერთის ძალა" არის გზამკვლევი აზროვნების სტრატეგიების შესახებ, რომელიც გამოგადგებათ როგორც პირად, ასევე პროფესიულ განვითარებაში.

პირად გამოცდილებაზე დაყრდნობილი რჩევებით, წიგნის ავტორი, ედ მაილეტი მოგითხრობთ, თუ როგორ დაადგეთ პერსონალური განვითარების გზას და გამოავლინოთ საკუთარი თავის მაქსიმუმი.

მაილეტის ფილოსოფიის ბირთვი მარტივი, მაგრამ ძლიერი კონცეფციაა.
მისი მტკიცებით, ჭეშმარიტება "კიდევ ერთხელ" ცდაშია. ვარჯიშისას - კიდევ ერთი გამეორება, კიდევ ერთი ზარის განხორციელება ან სხვა ადამიანის მიმართ კიდევ ერთი სიკეთე. იქნებ, მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებს იმ შედეგებს, რომლისკენაც მიილტვი?

'შეგიძლია გაცილებით უკეთ იცხოვრო, თუ იმაზე ერთით მეტს გააკეთებ, ვიდრე სამყარო შენგან მოელის"

მაილეტი აღგვიწერს, თუ როგორ შეუძლია ამ პრინციპით ცხოვრებას, გააუმჯობესოს ჩვენი ყოველდღიური ყოფა, მოგვიტანოს დადებითი ცვლილებები და ამ მოსაზრების განსამტკიცებლად, იდეა "კიდევ ერთის" ირგვლივ გაერთიანებულ 19 პრინციპს გვთავაზობს.

რატომ სჯობს გახდე შეუძლებელზე მოფიქრალი და შესაძლებლის მიმღწევი, რას ნიშნავს მატრიცაში ცხოვრება, რისთვისაა საჭირო რწმენა და ლოცვა, რატომ უნდა აქციო დისკომფორტი ცხოვრების წესად და ა.შ.

წიგნი იდენტობის მნიშვნელობით იწყება.
იდენტობა ჩვენი პიროვნების ქვაკუთხედი და მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ჩვენი ცხოვრების ძირითად ასპექტებს აკონტროლებს. ასევე, ის ქმედებები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვასრულებთ, გარკვეულწილად, ჩვენი იდენტობის ნაწილია.
ასე რომ, თუ გსურთ მიზნების მიღწევა, პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენი იდენტობა თქვენს ოცნებებს შეესაბამება. წიგნში წარმოდგენილია პრაქტიკული სავარჯიშოები საკუთარი იდენტობის ამოსაცნობად, გონებრივი სიმტკიცის განსავითარებლად და გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებისთვის, რომლებიც ცხოვრების რთულ პერიოდებში შესაძლოა გამოგადგეთ.

ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ცხოვრებაში მეტის მიღწევა სურს, "კიდევ ერთის ძალა" წარმატების გზაზე შეუცვლელ გზამკვლევად იქცევა.

ხართ დამწყები მეწარმე, გამოცდილი პროფესიონალი თუ უბრალოდ ადამიანი, რომელიც ცდილობს პოზიტიური ცვლილებების შეტანას საკუთარ ცხოვრებაში და მსოფლიოში, ედ მაილეტის შეხედულებები შთაგაგონებთ, რომ აითვისოთ "კიდევ ერთის" ძალა და მიჰყვეთ ოცნებებს, მიაღწიოთ მიზნებს და შეიქმნათ სასურველი ცხოვრება.

წიგნის შეძენას შეძლებტ ონლაინ Entrepreneur Shop-ზე და Palitra L-ის ვებგვერდზე - Palitral.ge

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია