Join our Waitlist for Expert Advice!

McDonald's ფრანჩაიზის ლიცენზიების გაცემის წესს ცვლის McDonald's-ს დაახლოებით 13 000 ფრანჩაიზი აქვს შეერთებულ შტატებში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2023 წლიდან სწრაფი კვების გიგანტი ყველა პოტენციურ ახალ ოპერატორს ერთი და იგივე კრიტერიუმებით შეაფასებს და ამჟამინდელი ფრანჩაიზების მფლობელებს შეღავათიან პირობებს აღარ მისცემს.

"ჩვენ ბევრს ვფიქრობდით, როგორ უნდა გაგვეგრძელებინა საქმიანობა, როგორ მოგვეზიდა ინდუსტრიის საუკეთესო მფლობელები/ოპერატორები და შეგვენარჩუნებინა ისინი. ეს ადამიანები იმ მრავალფეროვან საზოგადოებ წარმომადგენლები არიან, რომელაც ჩვენ ვემსახურებით, ამ სამუშაოში ზრდის ტენდენციები შემოაქვთ, მაღალი ხარისხის მომსახურებაზე არიან ორიენტირებულნი და ამასთან ერთად, დადებით სამუშაო გარემოს ქმნიან რესტორნების გუნდებისთვის", − განაცხადა McDonald's აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ერლინგერმა ფრანჩაიზის მფლობელთათვის გაგზავნილ შეტყობინებაში.

McDonald's-ი ფრანჩაიზის 20-წლიანი ხელშეკრულებების განახლების პროცესსაც მოაგვარებს. შეაფასებს, შეუძლია თუ არა ფრანჩაიზის დამატებითი რესტორნების მართვა. გარდა ამისა, ერლინგერმა აშშ-ის ფრანჩაიზის მფლობელებს განუცხადა, რომ ფრანჩაიზის სტანდარტებში კომპანიის ღირებულებები უფრო ნათლად აისახება.

McDonald's-მა უარი განაცხადა ამ ცვლილებების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე.

ცოტა ხნის წინ კომპანია დიდი წნეხის ქვეშ მოექცა შეფასების ახალი სისტემის დანერგვის გეგმის გამო, რომლის განხორციელებასაც მომავალი წლის დასაწყისში ვარაუდობს. ამან ფრანჩაიზის ზოგიერთი მფლობელის შეშფოთება გამოიწვია. ისინი ფიქრობენ, რომ ეს გეგმა მუშაკების პოტენციურ იზოლაციას გამოიწვევს.

McDonald's-ს დაახლოებით 13 000 ფრანჩაიზი აქვს შეერთებულ შტატებში. Restaurant Business Online-ის თანახმად, გასულ წელს 1750-ზე მეტი ობიექტი გაიყიდა, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ზოგიერთმა ოპერატორმა ფრანჩაიზიდან გასვლა არჩია.

მაისის ბოლოს კომპანიის აქციონერთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარებას იმის დასადგენად, როგორ იცავდნენ ქსელში სამოქალაქო უფლებებს. ეს წინადადება არ იყო სავალდებულო, მაგრამ კომპანიამ განაცხადა, რომ მრავალფეროვანი პერსონალის მდგომარეობის შესაფასებლად მესამე მხარე დაიქირავა.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ