Get All Access for $5/mo

მცირე ბიზნესის შეძენის 7 გზა ნებისმიერი ტიპის ინვესტირება რისკთანაა დაკავშირებული, და შესაბამისად, ფულის დაკარგვის პოტენციალიც არსებობს. ამიტომ, ინვესტირებამდე პროფესიონალ ფინანსურ მრჩეველთან გაიარეთ კონსულტაცია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Capital.com

საკუთარი ბიზნესი მართლაც შესანიშნავი რა არის, სიმდიდრესაც მოგიტანთ და თავისუფლებასაც. მაგრამ, საქმე ის არის, რომ ამ სფეროში პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია და ამიტომ მისთვის ხელის მოკიდება, დიდ სიფრთხილეს მოითხოვს.

იქნებ, ფინანსები არ გაქვთ, ან კავშირები, ან ისეთი იდეა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია, როგორებიც, Tesla-ს, Amazon-ის, ან SpaceX-ის შექმნას დაედო საფუძვლად. ან შესაძლოა, ბიზნესი უკვე გაქვთ, მაგრამ რაღაცის შეცვლა, ტემპის მომატება გსურთ. ან სულაც, ფრანშიზას მართავთ და ამ დროს, რაღაც თქვენის შექმნაზე ოცნებობთ.

საკუთარი გამოცდილებით ვიცი, როგორი ძნელია ბიზნესის ნულიდან დაწყება. ანტრეპრენერული გამოცდილება 16 წლისამ მივიღე, ყვავილებს ვყიდდი ქუჩაში. მაშინ, არც ყვავილების გამეგებოდა რამე და არც გაყიდვების, და ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ჩემგან არავინ არაფერს ყიდულობდა. თან, იქვე ახლოს ფეხმავალთა გაცხოველებული მოძრაობის ცენტრში, ყვავილების კარგი მაღაზია იყო. იმ დროს ვიხსენებ და ვფიქრობ, რა იქნებოდა, ის ბიზნესი მეყიდა, მაღაზიის სერიოზული რეპუტაციაც გამომეყენებინა და მისი კლიენტებიც?

ამის ფული არ მქონდა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ზოგჯერ შემოსავლიანი ბიზნესის ყიდვა ისეც შეიძლება მოახერხოთ, რომ არც ფული გქონდეთ, არც კრედიტი და არც გამოცდილება. ნულიდან რაღაცის შექმნის ნაცვლად, გაცილებით მარტივია რაღაც კარგისთვის ხელის მოკიდებას და საუკეთესოდ გადაქცევა, თან, ამას გაცილებით მოკლე დროში მოახერხებთ, და პლუს, ნაკლებ სარისკოცაა. ისეთი კომპანიების მოძიებაც შეიძლება, რომელთა ღირებულება შესაძლოა, ერთ წელიწადში ორმაგი, სამმაგი, ან ათმაგიც კი გახდეს. სხვა საშუალების მოძებნა, რომლებიც ასეთივე მოგებას მოგიტანთ, გაგიჭირდებათ, თუნდაც, ეს უძრავ ქონებაში ინვესტირება იყოს, ან აქციების შეძენა.

ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ გზით მულტიმილიონდოლარიანი ბიზნესები ვიყიდე და სხვებსაც ვასწავლე იგივეს გაკეთება. ეს საქმე ისე კარგად მუშაობს, რომ საინვესტიციო ფონდიც კი შევქმენი ამგვარი გარიგებების მხარდასაჭერად. რატომ უნდა ვასწავლო სხვებსაც იგივეს გაკეთება? პასუხი სრულიად მარტივია. ეს მაძლევს წვდომას უამრავ გარიგებასთან, რაც სხვა შემთხვევაში არ მექნებოდა.

ქვემოთ, რჩევებია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყიდოთ შემოსავლიანი ბიზნესები საკუთარი ფინანსების გადახდის გარეშე

1. დაადგინეთ, რა გსურთ

საუკეთესო ვარიანტი მცირე კომპანიის შეძენაა, რომლის შემოსავალი წელიწადში $1 მილიონსა და $10 მილიონს შორის მერყეობს. მარტივი ბიზნეს მოდელები მოძებნეთ, რომელთა საინვესტიციო კონკურენცია დაბალია, როგორიცაა, პროფესიული მომსახურება - მშენებლობა, ინჟინერია და სანტექნიკა. თუმცა, საუკეთესო სექტორი ისაა, რომელიც თქვენს ინტერესებსა და გამოცდილებას შეესაბამება.

ამავე დროს, შესაძლოა, არც კი დაგჭირდეთ ამ ინდუსტრიაში რაიმე გამოცდილება - უბრალოდ, ისეთ გარიგება უნდა დადოთ, ბიზნესის მფლობელმა თვითონ გასწავლოთ, რა გააკეთოთ. თუ ყოველდღიური ოპერაციების გაკონტროლება არ გსურთ, გამოცდილი სპეციალისტი დაიქირავეთ, ან კომპანიიდან დაავალეთ ვინმეს, რადგან ბიზნესის მფლობელი ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ახლოს იქნება და მათ კონსულტაციას გაუწევს. გარდა ამისა, შეგიძლიათ ვინმე მონახოთ, რომელიც იგივე სამუშაოს ასრულებს სხვა ბიზნესში, მას მოელაპარაკოთ და თქვენი კომპანიის აქციების სანაცვლოდ, საკუთარ ხელფასზე უარი თქვას, თქვენთან გადმოვიდეს.

2. მოძებნეთ მოტივირებული გამყიდველები

უზომოდ მნიშვნელოვანია, ისეთი ბიზნესები მოძებნოთ, რომელთა მფლობელებს განვითარებისკენ აქვთ გეზი აღებული და კომპანიის გაყიდვით არიან დაინტერესებული. ბევრი "ბები ბუმერი" პენსიაში გასასვლელად მზად არის, სხვებმა კი, აღარ იციან მოწყენილობისგან რა აკეთონ, მათთვის ცვლილებები აუცილებელია.

კომპანიის მფლობელები, უმთავრესად, იმის გამო ყიდიან ბიზნესებს, რომ რაც შეიძლება მეტი მოიგონ. მაგალითად, ბიზნესი, რომელიც $100,000-სს გამოიმუშავებს წელიწადში, სამჯერ მეტადაც გაიყიდება. მაგრამ, თუ მოტივირებულ გამყიდველს მოძებნით, შეგიძლიათ, მასთან მოლაპარაკებები გამართოთ და მხოლოდ ერთ წლის შემოსავლის ექვივალენტის გადახდაზე დაითანხმოთ (ამ შემთხვევაში, ეს თანხა $100,000 იქნება).

ამ კომპანიების მოძებნას იმავე გზებით შეძლებთ, რომლებითაც კლიენტებისას - მაგალითად, სოციალურ ქსელებში მარკეტინგით ან კონტაქტების დამყარებით. საკმაოდ მარტივია, როლის შეცვლა და საკუთარი თავის ინვესტორის სახით წარმოდგენა, რომელიც შესაძლებლობებს ეძებს.

3. მარტივი მათემატიკა - დაადგინეთ კომპანიის შემოსავლები

კომპანიის მფლობელთან გაუთქმელობის შეთანხმებას უნდა მოაწეროთ ხელი, რომ მან თავისი ბუღალტერია სიამოვნებით გაგიზიაროთ. მონაცემებს გადახედეთ და შეამოწმეთ, ნამდვილად იმაზე მეტი ფული შემოდის კომპანიაში, ვიდრე გადის? და ფულადი ნაკადის მოძრაობა ბოლო სამი წლის განმავლობაში ნამდვილად არ შეიცვლება? შემდეგ იმაშიც დარწმუნდით, რომ კომპანიას საკმაო შემოსავალი აქვს იმისთვის, რომ დაფინანსების ხარჯები დაფაროს.

კომპანიის შემოსავლების დადგენის გარდა, იმაზეც იფიქრეთ, აქვს თუ არა ამ ბიზნესს გაუმჯობესების შესაძლებლობები. განსაკუთრებით, თუ მისი სუსტი წერტილები ის სფეროებია, რომლებშიც თქვენ ძლიერი ხართ. მაგალითად, მხოლოდ მარკეტინგის ან ოპერაციების გაუმჯობესებით, შეგიძლიათ, თქვენი შემოსავალი ორჯერაც კი გაზარდოთ.

4. დაუკავშირდით ბიზნესის მფლობელს

ნამდვილად მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარების ჭკვიანური გეგმების დემონსტრირება, მაგრამ თქვენი პრეზენტაციაში ამაზე მეტიც კი უნდა იყოს. ბიზნესის ბევრი მფლობელისთვის მათი ბიზნესი, შვილივითაა. რაც იმას ნიშნავს,რომ ფული არ არის მთავარი. ისინი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ბრენდზეც იზრუნებთ და რეპუტაციაზეც, რომელსაც ისინი ასეთი რუდუნებით ქმნიდნენ. ამიტომ, შესაძლოა მათთვის ადვილი ასატანი არ იყოს, თუ მათ თანამშრომლებს დაითხოვთ სამსახურიდან, ან კიდევ, მათთან დაძაბული ურთიერთობა გექნებათ.

მთელი ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ საუკეთესოდ შეძლოთ მათი შექმნილი საქმის გაძღოლა. დემონსტრირება გაუკეთეთ, რომ ნდობას იმსახურებთ და მათ მემკვიდრეობას გააგრძელებთ. როგორ? მათთან ურთიერთობა დაამყარეთ, შეკითხვები დაუსვით, თქვენს პრობლემებზე გულახდილად ელაპარაკეთ, უჩვენეთ, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე კი არ ლაპარაკობთ, მათზეც ზრუნავთ. უკეთესიც კი იქნება, თუ ისინი თქვენი სახით საკუთარი თავის ახალგაზრდა, ენთუზიაზმით აღსავსე ვერსიას დაინახავენ.

5. გარიგებისას მხოლოდ მცირეოდენი თანხა, ან საერთოდ არაფერი გადაიხადოთ

გარიგების დაფინანსების ბევრი ვარიანტი თქვენს კაპიტალს, ან ზოგადად, კაპიტალს, საერთოდ არ მოითხოვს. თუ მფლობელი პროგრესზე ფიქრობს, პრაქტიკულად გროშებად შეძლებთ მაღალი პოტენციალის მქონე ბიზნესის შეძენას. ზოგიერთი მათგანი გადახდილი თანხის უკან დაბრუნების საშუალებას, დროთა განმავლობაში, ბიზნესის შემოსავლების გამოყენების გზით მოგცემთ. თუ მათ წინასწარ სურთ თანხის მიღება, შეგიძლიათ, ფინანსური დაწესებულებებიდან აიღოთ სესხი, რომლებიც ამ ტიპის შეძენილ ბიზნესებზეა სპეციალიზებული, ბანკებს, გირაოს სახით, ბიზნესის შემოსავლის გამოყენება შეუძლიათ. ისინი ნაკლებად არიან დაინტერესებული კრედიტის გაცემით, და უმეტესად, გარანტიის მიღება სურთ, რომ პირად ინვესტიციას ახორციელებთ, და შესაბამისად, კომპანიის წარმატება თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გაოცდებით, როდესაც ნახავთ, რომ დაფინანსების პირობები მთლიანად მოლაპარაკებების თემაა. ამიტომ, თქვენს გაყიდვებისა და დარწმუნების უნარებს სერიოზულად გადახედეთ და განაახლეთ და სრულყავით კიდეც. ჩვეულებრივ, გარიგების დახურვისას, შენაძენის ღირებულების მხოლოდ 30 პროცენტს გადაიხდით. პროცენტების გადახდას კომპანიის შემოსავლებით შეძლებთ, თუ გამოცდილი ინვესტორებს მონახავთ, რომლებიც სესხის სანაცვლოდ კაპიტალზე იქნებიან თანახმა.

გარიგების სხვა სტრუქტურებიც არსებობს: სესხით, გამოუცდელი იდეის დაფინანსების ნაცვლად, აქტივის შეძენა შეგიძლიათ, რომელსაც ფულადი სახსრების ისეთი მოძრაობა აქვს, რომ საკუთარ ხარჯებს თვითონ დაფარავს.

6. გამოიჩინეთ წინდახედულება

როდესაც შეთავაზებაზე თანხმობას განაცხადებთ, სათანადო წინდახედულების გამოჩენაზეც უნდა დაიწყოთ ზრუნვა. თუ გარიგებას ხურავთ, ბუღალტრებთან და იურისტებთან გაიარეთ კონსულტაციები და გადახდის სტრუქტურა განიხილეთ. ამგვარად, ისინი ანგარიშის წარდგენით არ იქნებიან დაინტერესებული, და თან, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში.

პირადად დაელაპარაკეთ კომპანიის წამყვან თანამშრომლებს იმის გასარკვევად, როგორ მუშაობს ბიზნესი და დარწმუნდით, რომ როდესაც გარიგების დახურვის შემდეგ კომპანიიდან არ წავლენ. უფლებამონაცვლეობის გეგმა იმ მენეჯერთან ერთად შეადგინეთ, რომელიც ამ სფეროს თავიდან ბოლომდე იცნობს. როგორც თქვენი, ისე მათი უფლება-მოვალეობები განსაზღვრეთ, და ნებისმიერის მუშაობის ეფექტურობის საკვანძო მაჩვენებლები დაადგინეთ.

7. უფლებამოსილების გადმოცემისას ბიზნესის მფლობელს მიენდეთ

ახლა უკვე ყველა თანამშრომელს უნდა დააკისროთ პასუხისმგებლობა ისეთი პროცესებით, რომელთა შესრულება თავად შეგიძლიათ. ბიზნესის მფლობელმა ზუსტად იცის, როგორ მუშაობს ყველა და ყველაფერი, ამიტომ, ამ გარდამავალ პერიოდში მთლიანად მათ მიენდეთ. როგორც წესი, ისინი დაინტერესებული არიან, წარმატების მიღწევაში დაგეხმარონ. მათ საკმაოდ დიდხანს რომ შეძლონ თანამშრომლობა და თავიანთი ცოდნის გაზიარება, ეს საკითხი წინასწარ განიხილეთ.

გილოცავთ! აწყობილი, შემოსავლიანი ბიზნესის მფლობელი ხართ. არ აქვს მნიშვნელობა, ამ ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში მიიღებთ მონაწილეობას, თუ გვერდზე გადგომას ამჯობინებთ და სხვას მისცემთ მისი მართვის საშუალებას, ნებისმიერ შემთხვევაში, ფასეული აქტივი უკვე გაქვთ და თან, უფრო მეტი თავისუფლება.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!