15 წიგნი კორპორაციულ კულტურაზე, რომელიც დღესვე უნდა წაიკითხოთ ამ დიდებული რესურსების გამოყენებით თქვენი ოფისის კულტურასაც გააუმჯობესებთ და თქვენს მოგებაც
By ჯონ რამპტონი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თქვენი კორპორაციული კულტურა თქვენივე ორგანიზაციის სული და გულია, და შესაძლოა, სწორედ ეს განაპირობებდეს მის განსაცვიფრებელ წარმატებას ან კიდევ, დრამატულ მარცხს.
ბოლო სამი წლის განმავლობაში კვირაში ერთი წიგნის წაკითხვა მექცა ჩვევად. მართალია, ეს საკმაოდ სერიოზულ დროს მოითხოვდა, მაგრამ ნამდვილად ღირდა, ბევრი ავტორი პირადად გავიცანი მას შემდეგ, რაც კვირაში ერთი წიგნის წაკითხვა გადავწყვიტე. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში წაკითხული საუკეთესო წიგნების სია შევადგინე, რომელიც ჩემი კალენდრის აპლიკაციის გაზრდაში დამეხმარა და მათი რჩევები გამოვიყენე, რამაც ნამდვილად გაამართლა.
თუ ახალი იდეები გჭირდებათ თქვენი გუნდის დასაინტერესებლად და გასაერთიანებლად, ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და ზოგადად, უკეთესი შედეგების მისაღწევად, ამ ჩამონათვალის წიგნები დაგეხმარებათ, ისინი თქვენი შთაგონების წყაროც გახდებიან და მოტივატორებიც, რომ ლიდერობის სტილშიც შეძლოთ ცვლილებების შეტანა და ორგანიზაციულ სტრუქტურაშიც.
1. დაწინაურება, რობერტ გლეიზერი
ამ ეროვნული ბესტსელერის ავტორი, რობერტ გლეიზერი შთამაგონებელ ისტორიას სთავაზობს მკითხველებს, თუ როგორ უნდა აღმოაჩინონ საუკეთესო თვისებები საკუთარ თავში და გარშემომყოფებშიც. გლეიზერი ბიზნეს სამყაროს შორსმჭვრეტელია, იდეური ლიდერი, მთლიანად დადებითზე ამახვილებს ყურადღებას, და თავის წიგნში ნამდვილი გაკვეთილებიც აქვს მოყვანილი უამრავი ადამიანის ცხოვრებიდან.
ამ წიგნის მთავარი მიზანი, მხოლოდ ის კი არ არის, რომ მკითხველს საკუთარი თავის, საკუთარი მიზნების შეცნობაში დაეხმაროს. იგი ამაზე გაცილებით ღრმად მიდის,
იკვლევს, რა გავლენას ახდენენ სულიერება, ემოციური ინტელექტი და ინტელექტუალური უნარები უკეთეს პიროვნებად ჩამოყალიბებაზე, და გარშემომყოფებშიც საუკეთესო თვისებების გააღვივებაზე. შედეგად, იგი ბედნიერების, სიხარულის, და ცხოვრებითა და სამუშაოთი კმაყოფილების რეცეპტსაც გვაწვდის.
2. ფლიდი ადამიანები ცდებიან: როგორ მივყავართ თანაგრძნობას მოგების ზრდასა და უკეთესი ცხოვრებისკენ/ მაიკლ ბრენერი
მაიკლ ბრენერი თავის წიგნში ეჭვქვეშ აყენებს იდეას იმის თაობაზე, რომ ლიდერები აუცილებლად "ვერაგები", "ბოროტები" უნდა იყვნენ, რომ ავტორიტეტული და ეფექტური ლიდერობა შეძლოს. ნაცვლად ამისა, იდეა შემოაქვს, საკუთარ თანამშრომლებთან დასაახლოვებლებლად და გაცილებით ფაქიზი ურთიერთობების დასამყარებლად თანაგრძნობა იქნეს გამოყენებული.
როდესაც თანამშრომლები აქტიურად არ არიან ჩართული კომპანიის საქმიანობაში, ამაში ხშირად ცუდი მართვა, ხელმძღვანელობის არ არსებობაა დამნაშავე. უარყოფითი დამოკიდებულებები კორპორაციულ კულტურაში, ცუდი ურთიერთობები კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან, ბოსი, რომელიც უბრალოდ ბოროტია და ვერაგი, თანამშრომლებისთვის ნამდვილი კატარასტროფაა, შრომის ნაყოფიერებას აუარესებს და შემოსავალს ამცირებს.
ბრენერი გარკვეული სახელმძღვანელო პრინციპების შექმნას ცდილობს სამუშაო ადგილზე თანაგრძნობის ატმოსფეროს დასამკვიდრებლად, კარიერასთან დაკავშირებული გამოცდილებისა და პრობლემების გაანალიზებით, კორპორაციული გაყიდვებისა და მარკეტინგის აღმასრულებლის პოსტზე და ამასთან ერთად, კვლევების გათვალისწინებითაც. ყველაფერი იქით მიდის, რომ უკეთ უნდა მოიზიდონ თანამშრომლები, უკეთ უნდა ჩართონ ისინი კომპანიის საქმიანობაში და გაცილებით უკეთესი კარიერით იყვნენ კმაყოფილები.
3. არ არის აუცილებელი შეუბრალებელი იყოთ, რომ გაიმარჯვოთ: თავდაუზოგავი მსახურების ხელოვნება/ ჯონათან კეიზერი
ჯონათან კაიზერი ცდილობს დაამტკიცოს, რომ აუცილებელი არ არის ბიზნესში მთლიანად საკუთარ თავზე იყოთ კონცენტრირებული, წარმატებას მაშინ მიაღწევთ, როდესაც სრულიად უანგაროდ შეეცდებით მომხმარებელთა მომსახურებაზე ყურადღების გამახვილებას. თუ მის მოსაზრებებში ეჭვი გეპარებათ, აშკარაა, რომ თქვენთვის ამ წიგნის წაკითხვა აუცილებელია.
კაიზერი თავის გამოცდილებაზე გვიამბობს, თუ როგორ სძულდა საკუთარი სამუშაო კომერციული უძრავი ქონების საბროკერო სფეროში და ამის გამო, როგორ მიიღო საკუთარი თავის უარესი ვარიანტი. იგი ამ ეპიზოდის გათვალისწინებით გვიხსნის, როგორ გადაწყვიტა საკუთარი თავი თავიდან ეპოვა უანგარო ხელმძღვანელის სახით, და შედეგად, მისმა საბროკერო ფირმამ რვა ციფრიან მაჩვენებლებს მიაღწია.
კაიზერი თავიდან ბოლომდე მოგატარებთ აზროვნების პროცესის, პერსპექტივებისა და მოქმედებებს შეცვლის გზებს, და აგიხსნით, თუ როგორ შეძლებთ უანგარო მსახური და ლიდერი გახდეთ, რომელსაც მთელი ყურადღება სხვებზე აქვს გამახვილებული. ბიზნესს მიღმა, ის იმის ახსნასაც ცდილობს, როგორი თავდადებული უნდა იყოთ თქვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ისე, რომ არც საკუთარი ინდივიდუალობა დაკარგოთ და არც საკუთარი უპირატესობა გამოიყენოთ.
4. ლიდერები ყველაზე ბოლოს ჭამენ: რატომ ერთიანდებიან ზოგი გუნდები, ხოლო სხვები - არა/ საიმონ სინეკი
"ყველაფერი დაიწყეთ შეკითხვით - რატომ", - სინეკი წიგნის ამ ნაწილში იკვლევს, თუ როგორ ხდებიან ადამიანები დიდი ლიდერები, და რატომ არის ძლიერი ლიდერობა ბედნიერი გუნდისა და წარმატებული ბიზნესის საიდუმლო.
წიგნის სათაური სინეკის საუბარს უკავშირდება საზღვაო ფეხოსან გენერალთან, მან შეამჩნია, თუ როგორ იკავებდნენ მაგიდასთან ადგილებს ყველაზე მაღალი პოსტის მქონე ადამიანები სადილობისას მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც საზღვაო ფეხოსნების დაბალი ჩინის წარმომადგენლებს დაასრულებდნენ. ეს წესი სასადილო დარბაზის საზღვრებს მიღმაც ვრცელდება - ბრძოლის ველზეც, ყველა მოელის, რომ ლიდერები მზად იქნებიან საკუთარი გუნდის კეთილდღეობისთვის საკუთარი კომფორტის შესაწირად.
წიგნში სამხედრო კარიერისგან შორს მყოფი ადამიანების ცხოვრებიდანაცაა მაგალითები, და სხვადასხვა ინდუსტრიების წარმომადგენელი კომპანიებიდანაც. ყველაზე წარმატებული სამუშაო ადგილები კარგი ურთიერთობებით და ნდობით იქმნება ლიდერებსა და მათ გუნდებს შორის.
თუ თქვენი ლიდერობის უნარების გაუმჯობესების გზების დადგენა გსურთ, ეს წიგნი მართვის საკითხებზე რჩევებსა და თეორიებსაც გაგაცნობთ და გარდა ამისა, ადამიანის ემოციებსა და ბიოლოგიასაც იმის გასარკვევად, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი "უსაფრთხოების რგოლის" შექმნა თქვენი გუნდისთვის, რომ ისინი თავდაჯერებულებიც გახდნენ და წარმატებასაც მიაღწიონ.
5. მეგატენდენციები, რომლებიც თვალში არ გეცემათ: როგორ უნდა დაინახოთ ის, რაც სხვებს თვალთახედვის არიდან გამორჩათ და როგორ უნდა განსაზღვროთ წინასწარ მომავალი/ბოჰიტ ბჰარგავა
ნებისმიერ ბიზნეს ლიდერს სურს, რომ წინასწარ შეეძლოს მომავლის განსაზღვრა. სამწუხაროდ, თქვენ ეს არ შეგიძლიათ, მაგრამ ბოჰიტ ბჰარგავას "მეგატენდენციების დახმარებით შეძლებთ დანახვას, რომლებიც თვალში არ გეცემათ".
ამ სერიის ბოლო ნაწილში ბჰარგავას წიგნი იკვლევს საკითხებს, რომლებიც გენდერული იდენტობით იწყება და ტექნოლოგიებით მთავრდება. ბჰარგავა თავის რეკომენდაციებს გთავაზობთ, თუ როგორ უნდა ისარგებლონ კომპანიებმა ყოველი ტენდენციით.
როგორ შეუძლია ბჰარგავას ხვალინდელი ტენდენციების სხვებზე ადრე განსაზღვრა? მას კომპანიების ხელმძღვანელებთან, სტუდენტებთან და სხვა ადამიანებთან საუბრებით ებადება იდეები. მან Influential Marketing Group ჩამოაყალიბა, თავის სამუშაო დროს მარკეტინგის მთავარი ოფიცრების გვერდით ატარებს, მათი მრჩველია და დარჩენილ საათებს კი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, სადაც პროფესორის თანაშემწეა. ბჰარგავას კურსი, "გლობალური მარკეტინგი სოციალური მედიის ხანაში" ყოველ წელს გადავსებულია, და მისი "ნაკლებად შესამჩნევი საჯარო გამოსვლები და პრეზენტაციების" უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრაციის სამაგისტრო პროგრამაშია შეტანილი.
6. მუშაობის წესები!: დასკვნები Google-დან, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის/ლასლო ბოკი
Google მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა მსოფლიოში, და ამავე დროს, ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ადგილიც სამუშაოდ. Google თავის თანამშრომლებისთვის მთელი რიგი პრივილეგიების მინიჭებით არის ცნობილი, როგორიცაა, უფასო ნატიფი საკვებითა და ინოვაციები სამუშაო გარემოში, მაგრამ გარდა ამისა, არის კიდევ რაიმე, რაც ორგანიზაციის წარმატებას განაპირობებს? ვის შეუძლია Google-ის წარმატებების საიდუმლოებების ყველაზე უკეთ გამხელა თუ არა, ერთ-ერთს მისი შიდა წრიდან?
ავტორი ლასლო ბოკი, Google-ში უფროსი ვიცე პრეზიდენტი იყო, პერსონალთან მუშაობის მიმართულებით, ეს თანამდებობა "გუგლერების" მოზიდვასა და შენარჩუნებას გულისხმობდა, და ამასთან, იმასაც, რომ რომ Google-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 30-ჯერ დაიმსახურა საუკეთესო კომპანიის ტიტული.
სამუშაოო წესები! იმის დადგენის შესაძლებლობას იძლევა, თუ როგორ უნდა მოიზიდონ ორგანიზაციებმა ტალანტები, როგორ განუვითარონ უნარები საკუთარ თანამშრომლებს, როგორ გააუმჯობესონ ურთიერთობები და გაზარდონ მოტივაცია სამუშაო ადგილზე. Google-ის ინოვაციური მიდგომის ერთ ერთი მაგალითი ასეთია: მენეჯერები არ არიან პასუხისმგებელნი თანამშრომელთა დაქირავებაში, განთავისუფლებასა და ხელფასის გაზრდაში. მათ ნაცვლად ამ გადაწყვეტილებას კოლეგების გუნდები ან დამოუკიდებლი ჯგუფები იღებენ.
7. ნებისმიერის კულტურა: როგორ უნდა გახდე მიზანმიმართულად განვითარებადი ორგანიზაცია/ ლიზა ლასკოვ ლეიხი და რობერტ კეგანი
თქვენი ორგანიზაცია ისეთივე კარგი იქნება, როგორც ადამიანები, რომლებიც იქ არიან. ეს წიგნი იკვლევს, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც კომპანიები ინვესტირებენ თავიანთ კორპორაციულ კულტურაში და თითეული თანამშრომელში, და არა მხოლოდ მათში, რომლებსაც აშკარა პოტენციალი აქვთ.
სამი წამყვანი კომპანიის საქმიანობის შესწავლის შემდეგ, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან, როგორც " მიზანმიმართულად განვითარებადი ორგანიზაციები", ან ორგანიზაციებისა, რომლებსაც განვითარების საკითხები ერთჯერადი ტრენინგის პროგრამებისთვის კი არ აქვთ, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებასა და კულტურაში აქვთ ჩაქსოვილი, წიგნში რამდენიმე გზააა განხილული, რომელთა დახმარებითაც თქვენს ორგანიზაციას ამ მეტად წარმატებული მიდგომის მოდელირება შეუძლია.
წარმატების ფორმულა უსაფრთხოების გარანტირებას და ზრდა განვითარების მხარდამჭერი ატმოსფეროს შექმნას გულისხმობს, იმის უზრუნველყოფას, რომ თითეულ ადამიანს საკუთარი უპირატესობების განსაზღვრა და განვითარების საკითხის ჩართვა შეეძლოს, თქვენი ორგანიზაციის ყოველდღიურ რუტინასა და პროცედურებში.
8. რადიკალური გულახდილობა" როგორ უნდა მიიღოთ, რაც გსურთ იმის პირდაპირ თქმით, რასაც გულისხმობთ/ კიმ სკოტი
"რადიკალური გულახდილობა" რჩევებს გაძლევთ, თუ როგორ უნდა გახდეთ საუკეთესო ბოსი ისე, რომ ადამიანობა არ დაკარგოთ და როგორ უნდა შეამციროთ აგრესია თქვენი მართვის სტილში, უკეთესი შედეგების მისაღებად.
ეს წიგნი ლიდერებს, მაკონტროლებლის პოზიციიდან თანამშრომლობის პოზიციაზე გადასვლას, მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას და აზრთა მიმოცვლის მხარდაჭერას ურჩევს, რომლის მიზანიც საუკეთესო შედეგების მიღწევა და თანამშრომელთა განვითარებაში ინვესტირებაა.
"რადიკალური გულახდილობა" ორ მთავარ კონცეფციამდე დადის: თქვენს თანამშრომლებზე პიროვნულ დონეზე უნდა იზრუნოთ და პირდაპირ გამოიწვიეთ ისინი. გარდა ამისა, სკოტი სამ საკვანძო პრინციპსაც გამოყოფს მენეჯერებისთვის, საკუთარ თანამშრომლებთან უკეთესი ურთიერთობების დასამყარებლად: ეს პირად საკითხად აქციეთ, რაღაც გააკეთეთ და გააცნობიერეთ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი.
9. მშვიდი: ინტროვერტების ძალა სამყაროში, რომელსაც ლაპარაკის შეწყვეტა არ შეუძლიათ/სიუზან კეინი
კარგი მართვა მთელი თქვენი გუნდის ყველა წევრის დახმარებას ნიშნავს სრული პოტენციალის გამოვლენაში. ვისაც ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს, ზოგჯერ, არც თავისი უნარების თვითრეკლამირებას ცდილობს, ან არც თქვენი ყურადღების მისაპყრობად იბრძვიან, ისინი მშვიდი ადამიანები არიან, რომლებიც უკანა პლანზე რჩებიან.
კეინი თავის წიგნში მოგზაურობაში გვიწვევს ინტროვერტის ცნობიერებაში და გვიჩვენებს, თუ როგორ არ აფასებენ მათ ხშირად სამსახურში და სხვაგანაც. იგი ყველაზე ცნობილი და მეტად წარმატებული ინტროვერტების მაგალითზე, ამ ტიპის ადამიანის რამდენიმე ზოგად თვისებებს გამოყოფს და იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, თუ როგორ შეიძლება მათი ამოცნობა.
ეს მხოლოდ ინტროვერტებისთვის დაწერილი წიგნი არაა (თუმცა, თუ საკუთარ თავს მათ მიაკუთვნებთ, თქვენთვის უზომოდ საინტერესო და სასარგებლო იქნება). ლიდერებსა და მენეჯერებს შეუძლიათ ისწავლონ, როგორ უნდა მიიღონ მაქსიმალური თავისი ყველაზე ინტროვერტი თანამშრომლებისგან და როგორ უნდა მიხვდნენ, რომ გუნდში მუშაობა ყოველთვის არ არის ყველასგან საუკეთესოს მიღების საშუალება.
10. ბედნიერების მოტანა: მოგების, ჟინის და მიზნისკენ მიმავალი გზა/ტონი ჰსიე
ინტერნეტით საცალო მოვაჭრე კომპანია Zappos-მა, კორპორაციული კულტურის საუკეთესო მაგალითები ბევრ სხვა წიგნებშიც უჩვენა, ამიტომ, ამ ჩამონათვალში Zappos-ის აღმასრულებელი დირექტორის მიერ დაწერილი წიგნის ხილვაც არ უნდა იყოს გასაკვირი.
ჰსიე "ბედნიერების მოტანაში" იმ ორგანიზაციის საიდუმლოებებს ხდის ფარდას, რომელიც ფინანსური თვალსაზრისითაც უსაზღვროდ წარმატებულია (Zappos, Amazon-მა გამოისყიდა, გარიგების თანხა $1.2 მილიარდი იყო), მაგრამ ამასთან ერთად, ხშირად ერთ-ერთ ყველაზე სასურველ კომპანიადაც ასახელებენ.
Zappos-ის კორპორაციულმა კულტურამ სამუშაო ძალების შექმნა განაპირობა, რომელიც საკუთარი სამუშაოთი გატაცებული და ბედნიერი თანამშრომლებისგან შედგება, და ამასთან, მომხმარებელთა გასაოცარი მომსახურებისაც და კმაყოფილი კლიენტებისაც. Zappos შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ წარმატებას იმით, რომ გარშემომყოფები ნაყოფიერები კი არა, ბედნიერები გახადოთ.
11. ახალი, გაბედული სამუშაო: მზად ხართ თქვენი ორგანიზაციის თავიდან შესაქმნელად? /აარონ დიგნანი
აარონ დიგნანი, ნიუ იორკში ბაზირებული საკონსულტაციო კომპანიის, The Ready-ს დამფუძნებელი, თავის მრავალწლიან სამუშაო გამოცდილებას უზიარებს მკითხველს ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა, Johnson & Johnson, Microsoft და Airbnb. ამ წიგნში, ნათლად უჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ორგანიზაციული ტიპის ცვლილებებმა უზარმაზარი შედეგები მოიტანოს.
წიგნი მომავალში მუშაობის შთამაგონებელი სქემაცაა განხილული და ავტორი მოგიწოდებთ კიდეც, უარი თქვათ მუშაობის ძველსა და არაეფექტურ მეთოდებზე, რომ ნამდვილი პოტენციალის აღმოჩენა შეძლოთ თქვენს ადამიანებსა და ბიზნესში.
თეორია, რომელიც "მამაცი, ახალი სამუშაო-შია" განხილულია, გასაოცარი მაგალითებითაა გამაგრებული იმ ორგანიზაციების საქმიანობიდან, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ცვლილებებზე: ბანკი, რომელმაც ტრადიციურ ბიუჯეტირებაზე თქვა უარი, აგერ უკვე რა ხანია კონკურენტებს უსწრებს, და კომპანია, რომელმაც ყოველთვიურ შეკრებებზე თქვა უარი, წელიწადში დაახლოებით $3 მილიონი დაზოგა.
12. მოკეტე და მოისმინე! ბიზნესის მძიმე ჭეშმარიტებანი, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ/ ტილმან ფერტიტა და ჯიმ გრეი
ტილმან ფერტიტა თავისი წიგნით, "მილიარდ დოლარიანი მყიდველითაა" ცნობილი, ანტრეპრენერია, რომელმაც ერთი რესტორანი მილიარდ დოლარად ღირებულ გლობალურ იმპერიად აქცია. ამ პრაქტიკულ წიგნში ახლა უკვე სხვებს უზიარებს, როგორ შეძლებთ იგივეს გაკეთებას თქვენს ბიზნესში.
ფერტიტა უკვე 30 წელია ბიზნესშია და ბევრი სირთულე და წარუმატებლობა გამოიარა, რომ წარმატებისთვის მიეღწია. მას მთელი რიგი პრინციპების ერთგულება დაეხმარა, კომპანიის შექმნაში. მათ შორისაა, Landry's Seafood, Bubba Gump Shrimp Company, Morton's Steakhouse, The Chart House, Rainforest Café და კიდევ 40 რესტორნის კონცეფცია, ასევე ხუთი კაზინო Golden Nugget Casinos. გარდა ამისა, ფერტიტა NBA-ს კალათბურთის გუნდის Houston Rockets-ის ერთადერთი მფლობელიცაა.
ეს წიგნი ექვს უმთავრეს ნაბიჯს გასწავლით.
13. რას გვასწავლის 80-იანების პოპ კულტურა დღევანდელ სამუშაო ადგილზე: კიდევ 10 საკულტო ფილმი, და კიდევ სრულიად გასაოცარი ბიზნეს გაკვეთილები/კრის კლიუზი და დაიან ფრანკლინი
ახლად გამოცემულ წიგნში კვლავ იმის დადგენაზეა მსჯელობა, თუ როგორ ახერხებს 1980-იანი წლების პოპკულტურა, გავლენის მოხდენას ჩვენს კორპორაციულ კულტურაზე დღეს. თუმცა, შესაძლოა რთული წარმოსადგენი იყოს, რომ ათწლეულს, რომელიც ასეთი საეჭვო გემოვნებით გამოირჩეოდა მოდაში, რაიმეს სწავლება შეეძლოს ჩვენთვის, საბედნიეროდ, საუბარი ტანსაცმელზე კი არა, უფრო მეტად, 1980-იანი წლების ფილმებზეა.
წიგნში ნოსტალგიური შეხედულებებია ისტორიის ყველაზე ლეგენდარულ ფილმებზე და გარდა ამისა, იგი სავსეა ციტატებით ფილმებიდან, სცენებით და მათ სამუშაო ადგილთან დაკავშირებული სხვა დეტალებით და იმაზეცაა საუბარი, თუ როგორ ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და როგორ გვესმის ერთმანეთის.
თუ ფილმების დიდი მოყვარული ხართ, და თან ბიზნესის მფლობელი ან ლიდერი, თქვენთვის სასიამოვნო იქნება ისეთ ფილმებზე საუბარი, როგორებიცაა "აუთსაიდერები", "პრინცესა პატარძალი", "გოლფ კლუბი" და სხვა. იმ შემთხვევაშიც კი თუ 1980-იანი წლების კულტურაზე არ ხართ გაზრდილი, ამ წიგნში ადამიანურ ბუნებაზე წააწყდებით ისეთ გაკვეთილებს, რომლებიც ნამდვილად ჰპოვებს გამოძახილს თქვენში.
14. კულტურა -ბასია: 6 ნაბიჯი ყველაზე ეფექტური გუნდების შესაქმნელად/ ჯერალდ ჯ. ლეონარდი
მუსიკა ძალიან ბევრი საკითხების სრულიად შესაფერისი მეტაფორა გახდა, ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ ამ ახლახანს გამოცემულ წიგნში მუსიკა იმის ასახსნელადაა გამოყენებული, თუ როგორ უნდა შეიქმნას ეფექტური გუნდები თქვენი კომპანიისთვის. ლეონარდი ეფექტური გუნდების შექმნის გზას პროექტების მართვის ეფექტურ კულტურაში ხედავს, რომელიც სიმფონიის ბალანსს, ორგანიზაციის ერთიან ხედვას და ჰარმონიას განაპირობებს.
იგი შვიდ საკვანძო პრინციპს გვიზიარებს, რომელიც მის, როგორც პროფესიონალი მუსიკოსისა და ფასიანი ქაღალდების პორტფოლიოს მართვის სერტიფიცირებული სპეციალისტის (PfMP) გამოცდილებაზეა დამყარებული. ამ შვიდსაფეხურიან პროცესში შედის ასევე რჩევები, ლიდერული უნარების განვითარებაზე, და წარმატების მიღწევაზე განსხვავებულ სამუშაო გარემოში, პროდუქტიული უკუკავშირზე და დროის გამონთავისუფლებაზე იმ ამოცანებიგან, რომელთა შესრულებაც სხვა შემთხვევაში ამ ფასეული რესურსის გაფლანგვას გამოიწვევდა.
15. პირველგამკვალავი: ბიზნესის, როგორც ცვლილებების უდიდესი პლატფორმის ძალა/ მარკ ბენიოფი და მონიკა ლენგლი
ეს წიგნი Salesforce-ის დამფუძნებლისა და თანა-აღმასრულებელი დირექტორის დაწერილია, იგი New York Times-ის ახალი ბესტსელერია და იმ საშუალებებს მოგაძებნინებთ, რომელთა დახმარებითაც აქტიურად უნდა სცადოთ ცვლილებების განხორციელება, და ეს უნდა იყოს თქვენი ბიზნესის მთავარი მიზანი, და ინოვაციისა და ზრდის საშუალება. ცვლილებების გარდა, შორსმჭვრეტელი ბენიოფი იმასაც გვიხსნის, როგორ უნდა შექმნან ფასეულობებმა თქვენი ბიზნეს კულტურა, იმიტომ, რომ სწორედ ისინი განსაზღვრავენ თქვენს ბიზნეს მიზანს.
იმის ასახსნელად თუ რას გულისხმობს, ბენიოფი გვიმხელს, თუ რა ხდება Salesforce-ში კულისებს მიღმა და მის უმთავრეს ფასეულობებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც ნდობა, მომხმარებელთა წარმატება, ინოვაციები და თანასწორობა შედის. იგი თითეულ ფასეულობას ცალ-ცალკე განიხილავს, რომ ნათლად დაგვანახოს, ორგანიზაციის კულტურის რამდენად აშკარა კომპონენტია თითეული მათგანი და როგორ უწყობს ხელს ცვლილებებს, რომლებიც აუცილებელია, რომ კომპანია აქტუალური და კონკურენტუნარიანი იყოს.