21 რჩევა წარმატებისთვის დამწყებ ანტრეპრენერებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წარმატებულ ანტრეპრენერად ჩამოყალიბება ბევრ მუშაობას, ფართო ხედვასა და დიდ გამძლეობას მოითხოვს. წარმატების მიღწევა ხშირად იმ ადამიანებისგან სწავლასაც ნიშნავს, რომლებმაც თავიანთ მიზნებს უკვე მიაღწიეს. მენტორი ნებისმიერი ანტრეპრენერისთვის ცხოვრების უდიდესი საჩუქარია, თუმცა ასეთ ადამიანს ყველა ვერ პოულობს.

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გიპოვიათ ბიზნესში თქვენი პირადი გურუ, სტატიაში გიზიარებთ 21 რჩევას ცნობილი ანტრეპრენერებისგან.

1. გამოიწვიეთ საკუთარი თავი.

რიჩარდ ბრენსონი ამბობს, რომ მისი მთავარი მოტივაცია მუდმივი გამოწვევებია. მისთვის ცხოვრება ერთ დიდ უნივერსიტეტს ჰგავს, სადაც ყოველდღიურად სწავლობს ახალს. ეს თქვენც შეგიძლიათ!

2. აკეთეთ ის საქმე, რაც გიყვართ.

ეჭვგარეშეა, რომ ბიზნესის მართვა დიდ დროს მოითხოვს. სტივ ჯობსი აღნიშნავდა, რომ ცხოვრებით სიამოვნების მიღების ერთადერთი გზა იმ საქმის კეთებაა, რისიც ნამდვილად გჯერა.

3. წადით რისკზე.

თუ არ ვცდით, ვერასდროს გავიგებთ მცდელობის შედეგს. ჯეფ ბეზოსს დაეხმარა იმის გაცნობიერება, რომ წარუმატებლობა სინანულს არ მოჰგვრიდა, მაგრამ თუ არ ცდიდა, ამას ნამდვილად ინანებდა.

4. გჯეროდეთ საკუთარი თავის.

ჰენრი ფორდი ამბობდა: "თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ, ან თუ ფიქრობთ, რომ არ შეგიძლიათ - ორივე შემთხვევაში მართალი ხართ". თუ წარმატების მიღწევის გწამთ, ნებისმიერი დაბრკოლების გადასალახად იპოვით გზას. თუ არა - მხოლოდ გასამართლებელ მიზეზებს იპოვით.

5. გქონდეთ ხედვა.

Tumblr-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ კარპი აღნიშნავს, რომ ანტრეპრენერი ის ადამიანია, ვისაც აქვს იდეა და მისი რეალობად ქცევის სურვილი. მუდამ შეინარჩუნეთ თქვენი ხედვა ნათლად.

6. იპოვეთ კარგი ადამიანები.

ვისთან ერთადაც ატარებთ დროს, სწორედ ასეთად იქცევით. LinkedIn-ის თანადამფუძნებელმა, რიდ ჰოფმანმა აღნიშნა, რომ საკუთარი თავის შესაცვლელად ყველაზე სწრაფი გზა არის იმ ადამიანებთან ყოფნა, ვინც უკვე ისეთია, როგორიც თქვენ გსურთ გახდეთ.

7. თვალი გაუსწორეთ თქვენს შიშებს.

შიშების გადალახვა ადვილი არ არის, მაგრამ აუცილებელია. არიანა ჰაფინგტონმა ერთხელ თქვა, რომ უშიშრობა კუნთივით არის - რაც უფრო მეტჯერ ავლენთ ამ თვისებას, მით უფრო ძლიერდება.

8. იმოქმედეთ.

მსოფლიო სავსეა კარგი იდეებით, მაგრამ წარმატება მხოლოდ ქმედების შედეგად მოდის. უოლტ დისნეი ამბობდა, რომ დაწყების ყველაზე მარტივი გზა საუბრის შეწყვეტა და მოქმედებაზე გადასვლაა.

9. მიეცით დრო წარმატების მიღწევის პროცესს.

არავინ აღწევს წარმატებას დაუყოვნებლივ და გახსოვდეთ, რომ ოდესღაც ყველა დამწყები იყო. როგორც სტივ ჯობსი აღნიშნავდა: "თუ ყურადღებით დააკვირდებით, უმეტესწილად, წარმატებას დიდი დრო სჭირდება". არ გეშინოდეთ თქვენი კომპანიისთვის დროის მიცემის.

10. მართეთ ენერგია, არა დრო.

თქვენი ენერგია განსაზღვრავს, რა შეგიძლიათ გააკეთოთ მოცემულ დროში, ამიტომ მართეთ ის გონივრულად.

11. შექმენით კარგი გუნდი.

არავინ აღწევს წარმატებას ბიზნესში მარტო. ვინც ამას ცდილობს, ყოველთვის წააგებს კარგ გუნდთან. შექმენით საკუთარი გუნდი, რათა გაამყაროთ თქვენი წარმატების შანსები.

12. დაიქირავეთ ადამიანები ხასიათის მიხედვით.

როდესაც გუნდს ქმნით, პრიორიტეტი მიანიჭეთ ხასიათსა და ღირებულებებს. ყოველთვის შეგიძლიათ ადამიანი გადაამზადოთ საჭირო უნარებზე, მაგრამ ვერ შეძლებთ ადამიანის ღირებულებების თქვენს კომპანიაზე მორგებას.

13. გეგმაში გაითვალისწინეთ კაპიტალის ზრდა.

ინვესტორი რიჩარდ ჰაროჩი მომავალ ანტრეპრენერებს ურჩევს: "უმეტესწილად, კაპიტალის მოზიდვა უფრო რთულია, ვიდრე თავდაპირველად ფიქრობენ და ყოველთვის მეტი დრო სჭირდება. ამიტომ წინასწარ დაგეგმეთ ეს.

14. იცოდეთ თქვენი მიზნები.

iContact-ის თანადამფუძნებელმა, რაიან ალისმა აღნიშნა, რომ შედეგზე ყოველდღე ფიქრი უზრუნველყოფს მისკენ სწრაფვას. დასახეთ მიზნები და ყოველთვის გახსოვდეთ ისინი.

15. ისწავლეთ შეცდომებისგან.

ბევრი ანტრეპრენერი მიიჩნევს, რომ შეცდომები საუკეთესო მასწავლებელია. როდესაც სწავლობთ თქვენს შეცდომებზე, წარმატებასაც უახლოვდებით, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მარცხი განიცადეთ.

16. იცნობდეთ თქვენს მომხმარებელს.

Wendy's-ის დამფუძნებელმა, დეივ თომასმა აღნიშნა, რომ მომხმარებლის გაცნობა წარმატების სამი გასაღებიდან ერთ-ერთია. სხვებზე უკეთ გაიცანით ისინი, ვისაც ემსახურებით და მათი საჭიროებების დაკმაყოფილებასაც შეძლებთ.

17. ისწავლეთ უარყოფითი უკუკავშირისგან.

ბილი გეიტსმა ერთხელ თქვა, რომ თქვენი ყველაზე უკმაყოფილო მომხმარებლები შემეცნების ყველაზე დიდი წყაროა. ნება დართეთ უკმაყოფილო მომხმარებლებს, მოგაწოდონ ინფორმაცია სერვისში თქვენს ნაკლოვანებებზე.

18. იკითხეთ მომხმარებლების აზრი.

მომხმარებლების სურვილების ან საჭიროებების ვარაუდი არასოდეს მიგიყვანთ წარმატებამდე. მათ უნდა ჰკითხოთ პირდაპირ და შემდეგ ყურადღებით მოისმინოთ, რას გეტყვიან.

19. დახარჯეთ ფული გონივრულად.

როდესაც თქვენი ბიზნესისთვის ფულს ხარჯავთ, იყავით ყურადღებით, რათა ეს ფული გონივრულად დაიხარჯოს. მარტივად შესაძლებელია, რომ ფული უსარგებლო მიზნობრიობით დახარჯოთ და კაპიტალი დაკარგოთ.

20. კარგად შეიცანით თქვენი ინდუსტრია.

Zappos-ის დამფუძნებელმა, ტონი ჰშეიმ ერთხელ თქვა: "არასდროს ითამაშოთ ის თამაშები, რომელსაც ვერ უგებთ, მაშინაც კი, თუ ხედავთ, რომ ბევრი ადამიანი ამ თამაშებიდან ფულს შოულობს". თქვენი ინდუსტრიის კარგად გაგება წარმატების მიღწევის გასაღებია.

21. გაეცით მეტი, ვიდრე მომხმარებლები თქვენგან ელიან.

Google-ის ლარი პეიჯი მოუწოდებს ანტრეპრენერებს, მომხმარებლებს მეტი მისცენ, ვიდრე ისინი ელიან. ეს შესანიშნავი საშუალებაა, რომ თქვენს ინდუსტრიაში ყურადღება დაიმსახუროთ და ერთგული მომხმარებლების აუდიტორია შეიძინოთ.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი