LEO ინსტიტუტის პროგრამა ''გამოანათე'', ანუ როგორ გავზარდოთ პროდუქტიულობა გეომეტრიული პროგრესიით
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Cultural change. One at a time. All together. – Leo ინსტიტუტის პროგრამა "გამოანათე" არის კულტურული ტრანსფორმაციის ინიციირების ფასილიტირებული პროცესი, რომელიც იწყება ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელში და მომენტალურად აისახება ერთად მუშაობასა და თანამშრომლების აქტიურ ჩართულობაზე, რაც ორგანიზაციებს დაუჯერებლად მაღალეფექტიანი შედეგის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
რატომ ხდება, რომ ორი სხვადასხვა კომპანია ხილულ სხვა თანაბარ პირობებში, შეუდარებლად განსხვავებულ წარმატებას აღწევს?
დღესდღეობით, კორპორაციულ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად თანამშრომელთა მოტივირება და მათთვის ისეთი გარემოს შექმნაა მიჩნეული, სადაც ყველა მაღალი ენთუზიაზმით იქნება ჩართული სამუშაო პროცესში, დაფასებულად იგრძნობენ თავს და კომპანიის საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე თავიანთ ძალისხმევას არ დაიშურებენ. ხშირად კომპანიების ლიდერები მიმართავენ სხვადასხვა გზას, რათა თანამშრომლები კმაყოფილები ჰყავდეთ ამა თუ იმ წამახალისებელი პროგრამით და საკომპენსაციო პაკეტებით, რათა მათ საქმე პირნათლად აკეთონ და არ იფიქრონ სამსახურიდან წასვლაზე, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
სამწუხაროდ, არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ გლობალურად, დასაქმებულთა 85%-ს არ მოსწონს საკუთარი სამსახური, გამოთიშულია საკვანძო პროცესებს და უშუალო ლიდერთან ურთიერთობაში სირთულეებს აწყდება. ამას ემატება ახალი თაობის, ე.წ. მილენიალებისა და Gen Z-ის დამოკიდებულება სამსახურის მიმართ. მათი მშობლების ან წინა თაობებისგან განსხვავებით, ამ ადამიანებისთვის აღარ კმარა "დაქირავებულ ხელებად" განვლონ ათწლეულები ერთსა და იმავე კომპანიაში, თუკი ვერ გრძნობენ საკუთარ მნიშვნელობას, თუკი ორგანიზაციული კულტურის ნაწილად არ მიიჩნევენ თავს და თავიანთი ნიჭის განვითარებას, შესაძლებლობების ფართოდ რეალიზაციას ვერ ახერხებენ.
ადგილობრივ კონტექსტსაც რომ შევეხოთ, Leo ინსტიტუტის დამფუძნებლისა და Leo მეთოდოლოგიის ავტორის − სამი კოენის თქმით, მას არაერთ ქვეყანაში უმუშავია მსოფლიო მასშტაბით, თუმცა არსად უნახავს დასაქმებულთა ესოდენ კრიტიკული რაოდენობა, რომელთაც არ სურთ სხვაზე მუშაობა და თავიანთი ბიზნესის დაწყებაზე საუბრობენ.
რაზე მეტყველებს ეს ტენდენცია?
ჩვენ ამის მხოლოდ პოზიტიურ მხარეს ვუყურებთ და ზედაპირული ანალიზით გვიხარია, რომ ქვეყანაში მაღალი ანტრეპრენერული სულისკვეთებაა, რაც ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. ცხადია, ზოგიერთ მათგანს მართლაც აქვს თავისი ბიზნესის ხედვა და ახერხებენ კიდეც დამოუკიდებელი საქმის წარმოებას, თუმცა უმეტესობა მათგანი ამბობს: "მინდა ჩემი საქმე დავიწყო", და სინამდვილეში, წარმოდგენა არ აქვს, არც კი უფიქრია, რა? როგორ? რისთვის?
კიდევ რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?
უკმაყოფილო თანამშრომელთა უზარმაზარ რაოდენობაზე, ადამიანების ფუნდამენტურ მოთხოვნილებაზე იყვნენ დაფასებულნი, მათ აზრს ითვალისწინებდნენ და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ახდენდნენ სამსახურში. არადა, თითოეულ ადამიანში, ცხოვრებაში შეძენილი და დალექილი მრავალი არასაჭირო ფენის ქვეშ, შემოქმედებითი ენერგია და სურვილი იმალება, რომ სრულად მიუძღვნან თავი, რასაც აკეთებენ და იყვნენ კონტრიბუცია იმ გარემოსთვის, სადაც არიან.
სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა Leo ინსტიტუტის ერთწლიანი პროგრამა "გამოანათე", რომელიც გუნდებს, ორგანიზაციის თანამშრომლებს, საშუალო და ქვედა რგოლის ლიდერებს თუ გუნდის რიგით წევრებს, აძლევს შესაძლებლობას დათრგუნონ თავიანთი შიში და სხვა შემაფერხებელი ფაქტორები, დაინახონ რეალობის ფართო სურათი და განიცადონ ისეთი ტრანსფორმაცია, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებათ.
თუკი თქვენი გუნდის წევრებს ყველაფერი აქვთ საიმისოდ, რომ უმაღლესი დონის შედეგი დადონ, იქნება ეს: უნარები, გამოცდილება, ენთუზიაზმი თუ რესურსები, და გსურთ, გუნდის სრული პოტენციალი გამოავლინოთ, "გამოანათე" ამის შესანიშნავი შესაძლებლობაა.
"გამოანათეს" ერთწლიანი პროგრამა ორ მიმართულებად იყოფა, ესენია:
"გამოანათე": ერთობლივი მუშაობა − ე.წ. Silo-მენტალობის აღმოფხვრა
ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის Silo-მენტალობის შესახებ, რომელიც ორგანიზაციული კულტურის შემთხვევაში, პერსონალურ ინტერესებს სხვა ადამიანების ინტერესებზე მაღლა აყენებს, ხოლო გუნდების კონტექსტში − გუნდის ინტერესებს ორგანიზაციულ მიზნებზე უპირატეს პოზიციაზე, რაც საერთო ჯამში შესაძლოა სახიფათოდ არ მოგეჩვენოთ, თუმცა სწორედ ასეთი მენტალობა აწესებს ლიმიტს, ზღვარს, რომელიც კომპანიის განვითარებას აფერხებს, რადგან ვერ ხდება გაერთიანება საერთო მიზნებისკენ, ასინქრონულია დეპარტამენტების მუშაობა და ენერგია სხვადასხვა მიმართულებით იხარჯება.
"გამოანათე": ერთობლივი მუშაობა, მიზნად ისახავს დაამსხვრიოს ასეთი წარმოდგენები, ადამიანებში აღძრას ერთობლივი გამარჯვების სურვილი, თანადგომისა და კოლაბორაციისკენ სწრაფვის მოტივაცია, ვინაიდან გუნდის წევრები ერთად უფრო დიდ მიზნებს აღწევენ, ვიდრე ცალ-ცალკე.
"გამოანათე": ლიდერული უნარების განვითარება − თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდაზე მუშაობა
რაც შეეხება "გამოანათეს" მეორე მიმართულებას, თანამშრომელთა ლიდერული უნარების განვითარებას და მათი ჩართულობის მაჩვენებლის ზრდას, იგი ემყარება მოცემულობას, რომ გლობალურად, დასაქმებულთა მხოლოდ 15%-ია აქტიურად ჩართული სამსახურის საქმიანობაში, აქვს ენთუზიაზმი და ცნობიერი, გულწრფელი სურვილი, იყოს მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი მისი გუნდის წევრებისთვის და წვლილი შეიტანოს კომპანიის საქმიანობაში. დანარჩენი 85% ამ განწყობით არ მუშაობს. იგივე კვლევები ასახელებს ამის მიზეზს: გარკვეული ლიდერული უნარების ნაკლებობა ორგანიზაციის მენეჯერებში. ეს სტატისტიკა, ერთი მხრივ, შესაძლოა ნეგატიურად მოგეჩვენოთ, თუმცა სინამდვილეში ეს 85% წარმოადგენს "ოქროს საბადოს", რომელზე წვდომის მოპოვებასაც კომპანიის ლიდერშიპი ვერ ახერხებს. თითოეული თანამშრომლის კონტრიბუციის დონე კი, კომპანიის შედეგებთან პირდაპირ კორელაციაშია.
რაც შეეხება "გამოანათეს" პროგრამის სტრუქტურას ერთწლიან ჭრილში, ორგანიზაციების თანამშრომლები ესწრებიან 4 ფასილიტირებულ სემინარს (პირველი სემინარი დღე-ნახევარი გრძელდება, დანარჩენი სამი კი − თითო დღე), რომლის ფარგლებშიც, Leo-ს გამოცდილი ქოუჩები, კონკრეტული კომპანიის საჭიროებებზე მორგებული წინასწარ გაწერილი მეთოდიკით ახორციელებენ ფუნდამენტური მენტალური ტრანსფორმაციის პროცესს. სემინარებს შორის, ქოუჩები ე.წ. Follow up-ფორმატში ფასილიტაციას უწევენ ონლაინშეხვედრებს, სადაც გუნდის წევრები აზიარებენ სემინარზე განხილული პროცესების რეალურად ცხოვრებაში აღსრულების პროგრესს, იმას, თუ რამდენად კარგად ართმევს გუნდი თავს კულტურულ ტრანსფორმაციას და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაგრძობენ სემინარების ორგანიზებას.
"ჩვენ ლიდერებისათვის არაერთი პროგრამა გვაქვს, რომლებიც უფრო მეტად მაღალი რგოლის მენეჯმენტზეა ორიენტირებული, თუმცა "გამოანათე" იძლევა შესაძლებლობას მათთან ერთად საშუალო და ე.წ. "ჯუნიორ"-დონის მენეჯერები მონაწილეობდნენ და ერთობლივად, შეთანხმებულად ახორციელებდნენ ცვლილებას. "გამოანათე" ხელმისაწვდომია როგორც ფინანსურად, ისე დროის თვალსაზრისით, ვინაიდან მხოლოდ 4 სემინარს მოიცავს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, კულტურული ცვლილებები განვახორციელოთ როგორც ქვემოდან ზემოთ მიმართულებით, ისე პირიქით, რაც ნიშნავს, რომ სემინარების ფარგლებში ტრანსფორმაცია ხდება როგორც ერთ ადამიანში, ისე მთლიან გუნდში, მიუხედავად იმისა, მენეჯერზეა საუბარი თუ რიგით თანამშრომელზე. "გამოანათეს" დახმარებით, ადამიანები მეტად არიან ჩართულნი სამსახურებრივ საქმიანობაში და იძენენ ლიდერულ უნარებს თავიანთ საქმეში", − ამბობს თინა კუხიანიძე, Leo ინსტიტუტის ქოუჩი.
"გამოანათეს" ერთწლიან პროგრამას უძღვებიან: სამი კოენი, Leo ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და Leo-მეთოდოლოგიის ავტორი; ანა კოენი, Leo ინსტიტუტის თანადამფუძნებელი; გიორგი ბურჭულაძე, Leo ინსტიტუტის დირექტორი და ქოუჩი თინა კუხიანიძე.
აღსანიშნავია, რომ "გამოანათე" წარმოდგენილია როგორც ერთდღიანი ან დღენახევრიანი, ერთჯერადი სემინარის, ისე ერთწლიანი პროგრამის სახით, რომელიც ღიაა ყველასთვის, ვისაც კულტურული ცვლილების პროცესის დაწყება სურს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ერთი დღე არასაკმარისად მოგეჩვენოთ, ადგილობრივ ბაზარზე უკვე არაერთმა მსხვილმა ორგანიზაციამ ისარგებლა ამ შესაძლებლობით და საკმაოდ მნიშვნელოვან შედეგებსაც მიაღწია:
"ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული მიზანი "გამოანათე"-ზე − როგორ გავაძლიეროთ და გავხადოთ უფრო ეფექტური განყოფილებებს შორის მუშაობა. ვფიქრობ, ეს მიზანი სრულადაა მიღწეული", − ლექსო ალექსიშვილი, PMCG-ის დამფუძნებელი.
"გამოანათეს" შემდეგ შესამჩნევი გახდა ცვლილებები ადამიანებს შორის ურთიერთობაში, სამსახურებრივ ურთიერთობებს დაემატა პირადი ურთიერთობები, რაც ამარტივებს საქმეზე ფიქრისა და მუშაობის პროცესს. თითოეული ადამიანის განვითარების პროცესი თავისთავად ქმნის იმას, რომ მთლიანი ჯგუფი ვითარდება. კარგად ესმით, რატომ არიან შეკრებილები, რისთვის აკეთებენ, რასაც აკეთებენ და რა მიმართებაშია ეს ყველაფერი საკუთარ მიზნებთან. სწორედ ეს ამარტივებს მათ შორის ურთიერთობას და ამ გზით აღწევს ორგანიზაცია წარმატებას", − რუსლან ხოროშვილი, EY-ის მმართველი პარტნიორი.