Black Friday Sale! 50% Off All Access

რა უნდა გააკეთოთ დაძინებამდე, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი გახადოთ ნამდვილად მნიშვნელოვანია, რამდენ ხანს გძინავთ, მაგრამ სტატიაში გაეცნობით, თუ როგორ უნდა განაწყოთ საკუთარი თავი უკეთესი ძილისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ჩვენ შეპყრობილები ვართ აქსელერაციით. რამდენად სწრაფად შეგვიძლია მილიონი მომხმარებლის გაოცება? რამდენად სწრაფად შეგვიძლია ამ პროექტის დასრულება,რომ გაცილებით მეტი მოვასწროთ ერთ დღეში?

აქსელერაცია თავისი არსით წინსვლაა. ის იმპულსს ქმნის, რომ იქ მიგიყვანოთ, სადაც მისვლა გჭირდებათ. მაგრამ რაც სწრაფად მიდიხართ წინ, მით რთულია სვლის შენელება. როდესაც გზატკეცილზე 80 კმ/სთ სიჩქარით მიქრიხართ, მუხრუჭზე დარტყმამ, შესაძლოა ხერხემლის ტრავმა გამოიწვიოს.

და ასეა გრძელი და მშფოთვარე დღის შემდეგ დამშვიდების შემთხვევაშიც. ვიდრე JotForm-ის შექმნას დავიწყებდი, მხოლოდ ვმუშაობდი და მეძინა, სხვას არაფერს ვაკეთბდი. მაგრამ პირდაპირ სამუშაოს შემდეგ დაძინება ჩემთვის თითქმის შეუძლებელი იყო. საათობით ვტრიალებდი და ვტრიალებდი, ვიდრე ჩემი გონება ბოლოსდაბოლოს არ დამშვიდდებოდა. ყველაფერს უფრო მეტად ის ართულებდა, რომ საკმარისად არ ვისვენებდი.

მაშინ ვისწავლე დასვენება, როდესაც ჩემი კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა ასამდე გაიზარდა. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ვცდილობ, რაც შეიძლება ნაკლები დრო გავატარო სამსახურში, და სამუშაოდან დასვენების რეჟიმზე გადასვლის საკითხსაც გაცილებით გონივრულად შევხედე. ჩემი სამუშაოს პირველი და ბოლო საათების პერიოდში ყურადღების გამახვილებით და მოვლენების გაანალიზებით, მათ შორის შუალედებში, ცოტა არ იყოს გავიმარტივე ცხოვრება.

დაძინებამდე ერთი საათი გამოყავით

ძილი ჩვენი სხეულის დასვენებისა და ძალების აღდგენის საშუალებაა. ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებსაც მეტი სძინავთ, ნაკლებად დაძაბულები არიან და უკეთესი ჯანმრთელობა აქვთ, მათთან შედარებით, ვისაც ნაკლები სძინავს. უძილობა ყველაფერზე ახდენს გავლენას, რას მიირთმევთ, როგორ მართავთ ავტომობილს, როგორია თქვენი მდგრადობა დაავადებების მიმართ და ა.შ. თუ კარგად ხართ დასვენებული, იმას ნიშნავს, რომ გაცილებით ნაყოფიერად იშრომებთ. ეს შესანიშნავად იციან სპორტსმენებმა, მაგრამ ტექნოლოგიური სამყაროს ლიდერებს, ჩანს, ავიწყდებათ.

უკუმიმართულებით იმუშავეთ, იმის დასადგენად, თუ როდის უნდა დაიწყოთ პროცედურები ძილის წინ. თუ დილის 6 საათზე უნდა გაიღვიძოთ და ივარჯიშოთ, და 9 საათზე გაქვთ შეხვედრა, საღამოს 10 საათზე აუცილებლად უნდა გამორთოთ სინათლე. მართალია, სხვადასხვა ადამიანების ძილის ხანგრძლივობა, ცოტა არ იყოს განსხვავებულია, მაგრამ ექსპერტები აცხადებენ, რომ ნებისმიერი შემთხვევაში, ეს შვიდიდან ცხრა საათის დიაპაზონში მერყეობს, და ვინც ამბობს, რომ 6 საათი ან ნაკლები ძილი ყოფნის, როგორც წესი, ქრონიკულად გამოუძინებელი დაიარება.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი გირჩევთ, რომ ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს გაიღვიძოთ და დაიძინოთ, დასვენების დღეების ჩათვლით. თუ აღმოაჩენთ, რომ დასვენების დღეებში მეტი გძინავთ, შესაძლოა იმის გამო, რომ კვირის განმავლობაში არ გეძინათ. ძილის სტაბილური რეჟიმი დაეხმარება თქვენს სხეულს იმის გარკვევაში, როდის არის მოდუნებისა და როდის - გაღვიძების დრო.

ზუსტად ისე, როგორც დილას გასაღვიძებლად მაღვიძარას აყენებთ, ისე გადაწიეთ იგი ერთი საათით წინ, რომ საკუთრი თავი აიძულოთ და დასვენების რეჟიმზე გადასვლა შეძლოთ. თუ ამას წინასწარ დაგეგმავთ, დიდი ალბათობაა, რომ მისი შესრულება შეძლოთ. თუ ბოლომდე გსურთ Netflix-ზე კიდევ ერთი ეპიზოდის ყურება, საკუთარ თავს შეახსენეთ, თუ რა კარგად გრძნობს თავს დასვენეებული ადამიანი.

იკითხეთ . . . მაგრამ თქვენს ტელეფონში - არა

ჩვენი დროის დიდ ნაწილს იმაში ვატარებთ, რომ უბრალოდ, ინფორმაციას მოვიხმართ, ეს ახალი ამბები იქნება, Twitter ან ჩვენი ელექტრონული ფოსტა, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს დროის ნაყოფიერი გამოყენებაა, და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ არც ამშვიდებს.

ღამის კარგი ძილისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ტელეფონების გვერდზე გადადებას. ცისფერი სინათლე ახდენს გავლენას, ჩვენი ორგანიზმის მიერ ძილის რეგულირებაზე, მათ შორის, მელატონინის წარმოქმნის უნარზეც. კვლევების თანახმად, ის ადამიანებიც კი, რომლებსაც გონივრული რეჟიმი აქვთ, დაძინების წინ კომპიუტერს იყენებენ, და ეს შემდეგ დილას მათ კონცენტრაციაზე ახდენს გავლენას. ექსპერტები რეკომენდაციას იძლევიან, ჩვენს ცირკადულ რიტმებზე გავლენის შესამცირებლად, დაძინებამდე ორი- სამი საათით ადრე, ეკრანებისგან შორს დავიჭიროთ თავი.

მე ვახშმის შემდეგ ვდებ გვერდზე ჩემს ტელეფონს და წიგნებზე გადავდივარ. ზოგჯერ, მხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობ იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩემში შთაგონებას აღვივებენ. ან კიდევ იმ საკითხებს ვეცნობი, რომლებზეც მეტის შესწავლა მსურს, მაგრამ სიამოვნებისთვის კითხვასაც აქვს თავისი უპირატესობანი. კითხვას სტრესის შემცირება შეუძლია. მხატვრული ლიტერატურის კითხვას შეუძლია გაცილებით გულისხმიერები გაგხადოთ, ეს კი ლიდერების ყველაზე ძლიერი თვისებაა.

რაგინდ მოსახერხებელი იყოს ჩემს iPad-ში კითხვა, ძილის წინ ნამდვილი წიგნების კითხვას ვამჯობინებ. გარდა იმისა, რომ ცისფერი ეკრანებისგან შორს იქნებით, ფიზიკური წიგნით ელექტრონულზე გაცილებით მეტი დაგამახსოვრდებათ. პლუს, თუ შუა კითხვისას ჩაგეძინებათ, არც მისი გათიშვა დაგჭირდებათ და არც აკუმულატორი დაგიჯდებათ.

აწარმოეთ მადლიერების ჟურნალი

მე ადრე მაქვს განხილული თუ რა ძალა აქვს, მოვლენების გაანალიზებას და დღიურის წარმოებას, აზრებისთვის ნათელის მოსაფენად და შემოქმედებითი იდეების წარმოსაქმნელად. გარდა ამისა, იმის დაწერა, რის გამო ხართ ცხოვრების მადლიერი, ძილსაც გაგიუმჯობესებთ, დაავადებების მიმართ რეზისტენტულსაც გაგხდით და უფრო ბედნიერადაც გაგრძნობინებთ თავს. მადლიერება კუნთივითაა, რაც მეტად ავარჯიშებთ და იყენებთ მას, მით უფრო ძლიერი ხდებით. მადლიერების გამოხატვის პრაქტიკას შეუძლია გაცილებით კეთილი და მადლიერი გაგხადოთ თქვენი ცხოვრებისა და გარშემომყოფთა მიმართ. ჟურნალის წარმოება პირადი საქმეა, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც შინაგანად აქვთ მადლიერების გრძნობა, დროთა განმავლობაში მას გარეგნულადაც გამოხატავენ, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს მადლობას უცხადებენ. მართალია, ეს ყველაფერს ვერ გამოასწორებს, მაგრამ ცხოვრებით კმაყოფილებას ზრდის და შინაგან შფოთვას ნამდვილად ამცირებს.

მადლიერების დღიურის წარმოებას სულაც არ სჭირდება დიდი დრო, ძილის წინ ხუთი ან ათი წუთიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ხუთი რამ დაწეროთ, რისთვისაც ცხოვრების მადლიერი ხართ. თან, ეს ხუთი რამ არც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს, და არც ცხოვრებას ცვლიდეს. პრინციპში უკეთესია, თუ ასე არ იქნება. თქვენს თითეულ დღეს გაცილებით ნათლად დაგანახებთ ცხოვრების პატარა, ჩვეულებრივ, დადებით მხარეებზე ყურადღების გამახვილება, ეს თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა იქნება თუ სუფთა ჰაერი ზამთრის დღეებში.

მადლიერების ჟურნალის წარმოება დღის ბოლოს დაძინებასაც გაგიმარტივებთ, და თან სრულიად დადებითი განწყობა გექნებათ, ეს თავისთავად გახდის თქვენს ძილს გაცილებით მშვიდსა და გამაახალგაზრდავებელს. თუ მოსადუნებელ რიტუალს შეიმუშავებთ, ის თქვენი სხეულის სიგნალებზე ირეაგირებს, რომ დასაძინებლად ემზადებით. თუ გრძელი დღის შემდეგ, გონების დამშვიდების პრობლემები გაქვთ, მართული მედიტაცია და კუნთების პროგრესული მოდუნება შესანიშნავი ინსტრუმენტებია.

თუ წინასწარ განსაზღვრავთ, როგორ უნდა გაატაროთ თქვენი დრო სამსახურში და სახლში, ეს დრო გაცილებით მნიშვნელოვანი გახდება. დასვენების დროსაც კი ისეთივე აქტიური უნდა იყოთ, როგორც თქვენი ნაყოფიერი საათებისას. დასვენებას და ძალების აღდგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზრდისთვის. ასე რომ, თუ ბოლო საათს ძილისთვის მოსამზადებლად გამოიყენებთ, გაღვიძებისთანავე იგრძნობთ , რა უპირატესობა აქვს ამას.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"