Get All Access for $5/mo

როგორ გავხდეთ წარმატებული ''ტოროლა''? ხრიკები, რომელთა წყალობით თქვენი დილა პროდუქტიული გახდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ხშირად ადამიანებს ახასიათებენ ისეთი სიტყვებით, როგორებიცაა "ტოროლა" და "ღამურა". ყველაფერი დაიწყო გავლენიანი გერმანელი ფსიქიატრის, ემილ კრეპელინისა და მისი გუნდის აღმოჩენით, რომლის წყალობით დღესდღეობით დილით პროდუქტიულ ადამიანებს "ტოროლებად" მოვიხსენიებთ, ღამით კი – "ღამურებს".

ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორმა, ქრისტოფ რანდლერმა აღმოაჩინა, რომ დილის ადამიანები უფრო მეტად წარმატებულები არიან, ვიდრე ე.წ. ღამურები. The Guardian-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით კი წარმატებული კომპანიების აღმასრულებელ დირექტორთა დიდი ნაწილი დღეს 5 საათზე იწყებს.

რა უნდა გავაკეთოთ, თუ ვართ "ღამურა" და გვსურს წარმატებულ "ტოროლად" გადავიქცეთ? ალბათ ფიქრობთ, რომ ეს ცვლილების ხანგრძლივი პროცესი იქნება, თუმცა თუკი პროფესორ ქრისტოფერ ვინთერს დავუჯერებთ, ჩვენ ყველაფრის შესაცვლელად დაახლოებით 2 კვირა გვჭირდება. ძილის მედიცინის ცენტრის დირექტორის აზრით, ეს შრომატევადი პროცესია, თუმცა – არა დაუძლეველი.

ადამიანებს, რომელთაც სურთ დღის წესრიგის შეცვლა, ვინთერი რამდენიმე ხრიკს უზიარებს, რომელთა დახმარებით ეს პროცესი შედარებით იოლად წარიმართება.

1. დილის რუტინა – გაიღვიძეთ, ივარჯიშეთ და ისაუზმეთ ერთსა და იმავე დროს. ამით ორგანიზმი შეეჩვევა ახალ რეჟიმს. ამავდროულად, ნუ იდარდებთ ძილისთვის შესაფერის დროზე – ამით უფრო მეტ სტრესს მიიღებთ. ძილის დრო თქვენგან დამოუკიდებლად დარეგულირდება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ გაღვიძება აკონტროლოთ.

ვინთერის აზრით, პრობლემები მაშინ ჩნდება, თუ ძველ ჩვევებს უიქენდებსა და შვებულების დროს დავუბრუნდებით. თუკი დასვენების დღეებში გვიანობამდე დაიძინებთ, თქვენი სხეულისთვის დილით ადგომა აღიქმება, როგორც გარკვეული პერიოდისთვის საჭირო რეჟიმი და არა როგორც ცხოვრების წესი. თუკი გსურთ გახდეთ დილის ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად გვიან დაიძინეთ – აუცილებლად ადრე უნდა ადგეთ.

სიახლე! Entrepreneur Shop – ახალი ონლაინმაღაზია მხოლოდ ქართული პროდუქციით

2. ჭკვიანი მაღვიძარა – ყველასთვის საყვარელი ღილაკი snooze იმისათვის გამოიგონეს, რომ გაღვიძებამდე რამდენიმე წუთით გვქონოდა შანსი ისევ დაგვეძინა, თუმცა არა ღრმა ძილით. მიუხედავად იმისა, რომ დილით რამდენიმე წუთიც კი ბევრს ნიშნავს, snooze-მა შესაძლოა დააბრკოლოს ჩვენი "ტოროლად" ტრანსფორმაცია. ნაცვლად ამ ღილაკისა, ვინთერი გვირჩევს გამოვიყენოთ Smart Alarm ან Math Alarm, რომელიც მხოლოდ მაშინ გამოირთვება, როცა მათემატიკის სავარჯიშოს ამოვხსნით. "პრობლემის გადაჭრა ტვინს იმ დონეზე აღვიძებს, რომ შეძლოთ საჭირო გადაწყვეტილების მიღება", – აღნიშნავს პროფესორი. იგი ასევე იყენებს მუსიკის ეფექტს – შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მაღვიძარა ყოველდღე ირჩევს სხვადასხვა მუსიკას. განსხვავებული მელოდია კი იქნება ახალი სტიმული, რომელიც ადვილად გამოფხიზლებაში დაგვეხმარება.

3. სინათლის წყარო – მნიშვნელობა არ აქვს, ხელოვნურია თუ ბუნებრივი, სინათლე გადამწყვეტია, რადგან იგი ტვინს აწვდის ინფორმაციას დღის დაწყებასთან დაკავშირებით, უგზავნის სხეულს ნიშნებს, რომ შეწყვიტოს მელატონინის გამომუშავება, რომელიც რეგულარულ ძილთან დაკავშირებული ჰორმონია. "თუკი გსურთ გაიღვიძოთ მაშინ, როცა ჯერ კიდევ ბნელა, შეგიძლიათ შინ განათებული სივრცით მოატყუოთ თქვენი ტვინი, რომ მზე უკვე ამოვიდა", – გვირჩევს ვინთერი.

4. ფიზიკური აქტივობა – თუკი გაღვიძებისთანავე ივარჯიშებთ, შეძლებთ თქვენი სხეულის ადვილად გამოფხიზლებას. კვლევები აჩვენებს, რომ დილით ვარჯიში ამცირებს სისხლის წნევას, სტრესსა და შფოთვას, და ხელს უწყობს ღამით მშვიდად ძილს. ვინთერის აზრით, ნათელ სივრცეში ვარჯიში საუკეთესოა. იგი გვირჩევს დილაობით ვირბინოთ, ველოსიპედი ვატაროთ ან ძაღლთან ერთად ვისეირნოთ.

5. ცილებით გაჯერებული საკვები – პროტეინი ხელს უწყობს სიფხიზლეს, მაშინ, როცა ჭარბი ნახშირწყლები იწვევს ძილიანობას. "ცილები ზრდის დოფამინის დონეს, რომელიც გვეხმარება დღის ენერგიულად დაწყებაში", – ამბობს პროფესორი ვინთერი.

6. თვლემასთან ბრძოლა – დილის ადამიანად ქცევის პროცესის დასაწყისში შესაძლოა ადრე დაძინებამ პრობლემები შეგიქმნათ, მაგრამ თუკი მოკლე დროით ჩაძინებაზე უარს ვერ იტყვით, ეს გამოიწვევს ძილის ბუნებრივი სტიმულის დანგრევას და მთელი შრომის წყალში ჩაყრას.

ასე რომ, თუ გსურთ მოხვდეთ წარმატებულ "ტოროლათა" რიცხვში, აუცილებლად გაითვალისწინეთ ზემოთ ხსენებული რჩევები და ნუ შეუშინდებით იმ გამოწვევებსა და ცვლილებებს, რომლებიც თქვენს განვითარებას გამოიწვევს.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე