როგორ იყენებს მონაცემებს "ყუთის გამოწერის სერვისის" დამფუძნებელი წარმატების მისაღწევად Rockets of Awesome-ის დახმარებით, რეიჩელ ბლუმენტალმა მონაცემებით მართვადი მიწოდების ჯაჭვი შექმნა და თავისი ბიზნესი კიდევ უფრო სწრაფი და ჭკვიანი გახადა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბავშვები ჭირვეულები არიან და თანაც მალე იზრდებიან. რეიჩელ ბლუმენტალმა − ორი მშობლის დედამ, ეს კარგად იცის. "ჩემს ბავშვებს ყოველ სეზონზე, წინა სეზონის დაპატარავებული ტანსაცმელი უგროვდებოდათ და მათ გარდერობს მთლიანად ვცვლიდი", − ამბობს იგი, − "ეს იმდენად შრომატევადი იყო და იმდენად დიდ თანხას მოითხოვდა, რომ გულწრფელად ვიტყვი − არც ისე სახალისო იყო".
ბლუმენტალი საკუთარი პრობლემის მოგვარებაზე ფიქრობდა. მას ბავშვთა ინტერნეტრეესტრი − Cricket's Circle ჰქონდა დაარსებული და შესაბამისად, სრულიად ნათელი წარმოდგენა მშობელთა სამყაროს ელექტრონულ კომერციაზე. ის ბავშვების ტანსაცმელზე ფიქრობდა, მაგრამ პრობლემური საკითხის ყოველთვიური გამოწერის სერვისის შეთავაზების საშუალებით სცადა. ეს მოდელი სხვადასხვა პროდუქტის გასაყიდად საკმაოდ ბევრმა სტარტაპმა მოსინჯა, მაგრამ არ გაამართლა. საქმე ისაა, რომ მომწოდებლების მოძიება და ხელმომწერთა დიდხანს შენარჩუნება საკმაოდ ძნელია, ხოლო მოთხოვნის წინასწარ განსაზღვრა − თითქმის შეუძლებელი.
მსგავსი სტატია: თეონა თავართქილაძე ანტრეპრენერის ამპლუაში
მიუხედავად ამისა, ბლუმენტალი დარწმუნებული იყო, რომ გამოსავალი მოძებნა. როგორც წესი, ტანსაცმელზე ორიენტირებული სერვისები ნივთებს ბაზარზე არსებული ბრენდებისგან არჩევენ. ის კი, საკუთარ კოლექციას გაყიდვებზე, მომხმარებელთა გამოხმაურებებზე, მანქანური სწავლების ალგორითმებსა და დეტალური ვიქტორინის მონაცემებზე დაყრდნობით შექმნიდა, რომელსაც მშობლები შეავსებდნენ (ტომს მოსწონს დინოზავრები, მაგრამ არა ასტრონავტები). ფაქტობრივად, ბლუმენტალს წინასწარ უნდა განესაზღვრა, რა სურდა მომხმარებელს, და შემდეგ შეექმნა იგი. ხელმომწერებს საჭირო ნივთები უნდა დაეტოვებინათ და თანხა გადაეხადათ, ხოლო რაც არ სურდათ, უკან დაებრუნებინათ.
ბლუმენტალმა 2016 წელს დააფუძნა კომპანია Rockets of Awesome, რომელიც ყოველი სეზონის დასაწყისში 12 ხელი სხვადასხვა ტანსაცმლისგან შემდგარ კომპლექტს სთავაზობს მშობლებს, 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ამან Rockets of Awesome-ს, სამმაგი ფასეულობა შეაქმნევინა − სტილი, ხარისხი და ღირებულება ერთად. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მონაცემების შეგროვებაც მოხერხდა, რაც სააბონენტო ყუთების სერვისებისთვის ძვირად ფასობს. "ერთ კვირაზე ნაკლებ დროში (ყუთების ადრესატამდე მისვლის შემდეგ) ვიღებთ მონაცემებს იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს პროდუქტი თავის დანიშნულებას. ეს საშუალებას გვაძლევს სწრაფად და გააზრებულად მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენი მიწოდების ქსელზე", − ამბობს ბლუმენტალი.
მსგავსი სტატია: დიდ მონაცემთა მეცნიერებისა და ანალიტიკის აღზევება ბიზნესში
მაგალითი: კომპანიის ერთ-ერთი პირველი პროდუქტი მაისური იყო. ბლუმენტალი ამბობს, რომ ის ყველაზე ჯადოსნური, ფაფუკი და გასაოცარი ქსოვილის იყო, რომელსაც კი ოდესმე შეხებიხართ და მას მომხმარებელიც დაეთანხმა. "ვის ხელშიც კი პროდუქტი მოხვდებოდა, ყველა ჩვენს ელექტრონულ მაღაზიაში მოდიოდა კიდევ ერთის შესაძენად. გვეკითხებოდნენ, სხვა ფერების ან სტილის ხომ არ გვქონდა", − ამბობს იგი, − "ამიტომ პირდაპირ ფაბრიკაში წავედით, სხვადასხვა ფერის ქსოვილი მოვიმარაგეთ და იმაშიც დავრწმუნდით, რომ მასზე გრაფიკის დაბეჭდვასაც შევძლებდით. ახლა ამ ქსოვილის მთელი რიგი პროდუქტები გვაქვს − მაისურები, შარვლები და კაბები, და ნებისმიერი მათგანი შესანიშნავად იყიდება".
მთელი ეს ოპერაცია იმდენად ეფექტურია, რომ თვითმართვადი წრის სახეს იღებს. უკეთესი ყუთები მეტ შეკვეთას განაპირობებს, მეტი შეკვეთები მეტ მონაცემებს ნიშნავს, მეტი მონაცემები უკეთეს მომსახურებას, უკეთესი მომსახურება − კიდევ უფრო მეტ შეკვეთას. კომპანია წარმოებას აკონტროლებს და ამის გამო პროდუქცია სწრაფად იწარმოება და იგზავნება. თუმცა, უმნიშვნელო რისკი მაინც არსებობს იმისა, რომ იგი საწყობში, მარაგების თაროზე მოხვდება. "როდესაც რაიმე კონკრეტულ ნივთს ვუკვეთავთ, წინასწარი შეგვიძლია განსაზღვრა, თუ ვის გავუგზავნით", − ამბობს ბლუმენტალი, − "და ეს სულაც არ არის ვარაუდი − ოჰ, ეს კაბა ალბათ გოგონას მოეწონება. ჩვენ ასე ვამბობთ − ეს კაბა ამ საფოსტო ინდექსის 2-4 წლის გოგონას მოეწონება".
მსგავსი სტატია: გზა ჰობიდან დიდი ბიზნესისკენ
ზოგიერთი მომხმარებელი იმდენად კმაყოფილია, რომ უფრო მეტი დეტალის გაზიარება უნდა იმის შესახებ, თუ რა სურთ მათ შვილებს. "დედები გრძელ შეტყობინებებს გვიგზავნიან, ყველა დეტალს გვატყობინებენ, რა მოსწონთ და რა არა მათ შვილებს − კნოპებიანი ტანსაცმლით თუ "ელვა" შესაკრავით და ა.შ." − ამბობს ბლუმენტალი, − "ისინი თავიანთ Facebook-გვერდებსაც აზიარებენ და მათი შვილების სურათების დათვალიერებაც შეგვიძლია. ეს ყველაფერი მომხმარებლის მომსახურების გაცილებით მაღალ ხარისხს განაპირობებს". და უკეთეს ბიზნესსაც.