როგორ მივაღწიოთ წარმატებებს ახალ ტერიტორიაზე დრო დადგა, მიზნების მისაღწევად "უკან დაბრუნების ეფექტი" გამოიყენოთ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სტატია დამყარებულია ბენ ენჯელის წიგნზე, "დაუოკებელი: გონებისა და სხეულის მომზადება 90 დღიანი გეგმით წარმატების მისაღწევად". შეიძინეთ Amazon | Barnes & Noble | Apple Books | IndieBound-ზე და Unstoppable Journal-თან ერთად, ისე დაიწყეთ მოგზაურობა, რომ ვერავინ შეგაჩეროთ. ამ ერთადერთი დამგეგმავი კომპანიონის კურატორიც ბენია, იგი ნეირობიოლოგიისა და ფსიქოლოგიის გამოყენებით დაგეხმარებათ თქვენი მიზნების მიღწევაში.
თუ ოდესმე გრანდიოზული, შიშისმომგვრელი, გამომწვევი მიზნის მიღწევა ან მისიის შესრულება გიცდიათ, რომელიც კომფორტის ზონიდან გამოგიყვანთ, საწყის მდგომარეობას ან ვითარებას მხოლოდ მაშინ დაუბრუნდებოდით, როდესაც აშკარად იწვნევდით მარცხს. მე ამას "უკან დაბრუნების ეფექტს" ვეძახი.
უკან დაბრუნების ეფექტი და როგორ გიბიძგებთ იგი უარი თქვათ თქვენს მიზნებზე
კომფორტის ზონის დატოვების მცდელობა რაღაც გრანდიოზულის დასაწყებად, ახალ პიროვნებად გარდაქმნასა და ახალი აზროვნების შეძენას ნიშნავს. იმას ნიშნავს, რომ თქვენს ძველ "მე-ზე" მთლიანად ამბობთ უარს და მთელი ძალით, უკანმოუხედავად მირბიხართ წინ ისე, რომ ჯერ კუნთებიც კი არ გაქვთ სათანადოდ განვითარებული.
თუ საკმარისი ენერგია არ გაქვთ, რომ დაძაბულობას გაუმკლავდეთ, სასწრაფოდ დაუბრუნდებით წინა მდგომარეობას. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიჩნევთ თქვენი "მე-ს" ქცევას უსაფრთხოდ, რადგან ის თქვენს ენერგეტიკულ დონეებზე აღარ მოახდენს ზეწოლას. უკან დაბრუნებით გამოწვეულ შოკს შესაძლოა, ისეთი გავლენა ჰქონდეს, რომ ჩვენი შეხედულება სამყაროსა და საკუთარ თავზე მკვეთრად შეცვალოს, და გაცილებით ფრთხილები გაგვხადოს, როდესაც საუბარი ცვლილებების განხორციელებას ეხება მომავალში. ყველაზე მთავარი, ახალ "მე-ზე" ისე გადასვლაა, რომ უკან დახევა და ძველი მდგომარეობის აღდგენა არაფერმა გაიძულოთ.
ამ "უკან დაბრუნების ეფექტის" პირველი ნიშნები მსუბუქი სიმპტომებით იწყება - გონების დაბინდვა, თავის ტკივილი და ჩვეულებრივზე მეტი ძილი. ეს შესაძლოა იყოს ნიშანი იმისა, რომ თქვენ ამ ყველაფრის თავიდან მოცილება გსურთ. როგორც კი იფიქრებთ, რომ ამ სიმპტომებს როგორღაც შეეგუეთ, ისინი საბოლოოდ შფოთვაში, სტრესსა და შესაძლოა, დეპრესიაშიც კი გადაიზარდოს. ვიდრე ამას რაიმეს არ მოუხერხებთ, თქვენი სხეული და ტვინი არ შეწყვეტს სტიმულებზე რეაგირებას, რომ როგორმე უარი გათქმევინოთ ცვლილებებზე.
როგორ ვუცხადებთ წარმატებას საბოტაჟს იმით, რომ ჩვენს გეგმებს არ ვუჭერთ მხარს
დაუკვირდით ამ ანალოგიას, პირველ ბოძთან თქვენი ახლანდელი "მე" დგას, ბოლოსთან კი, - თქვენი ის ვერსია, რომელიც უნდა გახდეთ, თუ გინდათ, რომ მიზნებს მიაღწიოთ. მათ შორის, თქვენი კომფორტის ზონაა. აქ ძალიან ბევრი უშვებს ერთ შეცდომას, თავიანთ მიზანს კი ნათლად ხედავენ, იციან, ვინ უნდათ გახდნენ, და შესაბამისად, ამ მიმართულებით სვლას ცდილობენ, მაგრამ თავიანთი კომფორტის ზონას მთელი ძალით, კვნესითა და ყვირილით მიათრევენ თან. ეს ნამდვილი კატასტროფის რეცეპტია!
კომფორტის ზონას ეს სახელი ტყუილად არ ჰქვია. ეს იმას ნიშნავს, რომ თავი კომფორტულად უნდა იგრძნოთ, ამისთვის, ფიზიკურადაც მზად უნდა იყოთ და გონებრივადაც, საკმარისი ენერგიაც უნდა გქონდეთ მის შესაქმნელად. სატრენაჟორო დარბაზში პირველივე ცდაზე 200 კგ-ს ვერ აწევთ, თუ წინასწარ არ მოემზადებით, არ ივარჯიშებთ, ნელ-ნელა არ გააძლიერებთ თქვენს კუნთებს, და წონას ეტაპობრივად, თითეულ ჯერზე არ გაზრდით. ჩვენ გვგონია, რომ მიზნების მისაღწევად ზედაპირული მიდგომა უნდა გამოვიყენოთ, ყველაფერი სწრაფად უნდა ვცადოთ. ეს იმის გამო ხდება, რომ დაგვაჯერეს, - "თუ გწამს, ყველაფერი შესაძლებელია". ეს კონცეფცია კი, საუკეთესო შემთხვევაში არასწორია, უარეს შემთხვევაში კი, - სახიფათო.
როგორ უნდა გამოიყენოთ ბიოლოგიური ეფექტი ისე, რომ ვერაფერმა შეგაჩეროთ
ვიდრე უზარმაზარი მიზნების დასახვას შეუდგებით, მთელი ყურადღებით უნდა შეაფასოთ თქვენი ბიოლოგიური რესურსები, რომ თქვენს ენერგიას სწორი მიმართულება მისცეთ. ადეკვატური, ხარისხიანი ძილი გაქვთ? როგორ რეაგირებს თქვენი სხეული სტრესზე? გონება ხომ არ გებინდებათ, კუნთები ხომ არ გეღლებათ, მეხსიერება ხომ არ გიქვეითდებათ ან დეპრესია ხომ არ გაქვთ? შფოთვა ხომ არ გაქვთ, ან საქმეების გადადება ხომ არ გიწევთ სიზარმაცის გამო, ან შინაგანი იმპულსების ნაკლებობას ხომ არ გრძნობთ? ყველა ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზების გამოვლენით, შესაძლებლობების ახალი კარი გაგეხსენებათ, რომ თქვენი საუკეთესო "მე-ს" გაკონტროლება შეძლოთ. რესურსების გამოფიტვით კი, ძალები ამოგეწურებათ და შემოსავლებიც დაიკლებს.
90-დღიან გამოცდამდე (რომელიც ჩემს წიგნში აღწერე) მივხვდი, რომ ამ შეშლილი გრაფიკის შენარჩუნება - წელიწადში 60 გამოსვლა, უკვე აღარ შემეძლო. აღარ შემეძლო დღის ბოლომდე მხნედ ყოფნა, ჩემი სხეული დახმარებას მთხოვდა, მხოლოდ კოფეინის დახმარებით ვახერხებდი აზროვნების უნარის შენარჩუნებას. ენერგიისა და ჟინის ნელ-ნელა დაბრუნება, ჩემი სხეულისა და გონების მომზადებით, ლაბორატორიული ტესტების, ბიოსენსორული მოწყობილობების დახმარებითა, და დიეტის შეცვლით შევძელი, რომ ეს განახლებული შესაძლებლობები ჩემს ბიზნესში გამომეყენებინა.
როდესაც, თქვენი ბიზნესის განვითარების მყარი საფუძვლების შესაქმნელად, დეტალური გეგმის შედგენაზე მუშაობთ, უპირველესად, მის მთავარ მფლობელზე უნდა იზრუნოთ: ეს თქვენ ხართ. ამის შემდეგ, გაძლიერებული გონებითა და სხეულით, ენერგიითა და ენთუზიაზმით, ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდებით.
ხართ კი მზად დაუოკებელი გახდეთ?
www.areyouunstoppable.com-ს ეწვიეთ და უფასო, 60 წამიანი ონლაინ-ტესტი შეავსეთ. ჩემი პროგრამა თქვენს პასუხებს გაანალიზებს, მარტივი შეკითხვების მთელ სერიაზე, და ამომწურავ დასკვნას მოგაწვდით, რომელშიც თქვენი პიროვნების ტიპი იქნება დადგენილი. შემდეგ საჭირო ინსტრუმენტებსა და რჩევებს შემოგთავაზებთ, რომლებიც იმ უფსკრულის გადასალახად დაგჭირდებათ, რომელიც თქვენს ძველსა და ახალ "მე-ს" შორისაა გადაჭიმული. დასაწყისისთვის ტესტის შევსება სცადეთ!