Cyber Monday Sale! 50% Off All Access

თქვენი პირადი იერიში გონებაზე აზრების დალაგება გჭირდებათ? ნიკიტა სინგისგან, Artificial-ის თანადამფუძნებლისგან, მოიპარეთ გვერდი (პირდაპირი აზრით). აი, როგორ

By Liz Brody

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

`

შემიძლია უფრო გონივრული გადაწყვეტილებების მიღება? უფრო ეფექტიანად ხელმძღვანელობა? უფრო ინოვაციური რომ ვიყო? ანტრეპრენერები ყველანაირად ცდილობენ მსგავს მნიშვნელოვან შეკითხვებში სიცხადის შეტანას, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ისინი უცნობ ტერიტორიებზე დიდი სისწრაფით იკვალავენ გზას და თან გზად არკვევენ ყველაფერს.

შეიძლება იფიქროთ, რომ ნიკიტა სინგი ამისთვის გარკვეულ მაღალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ექნება. Artificial − კომპანია, რომელიც მან 2018 წელს დააარსა, რთულ ხელოვნურ ინტელექტს და რობოტიკას იყენებს, რათა ლაბორატორიებს კვლევების გაციფრულებასა და ავტომატიზაციაში დაეხმაროს. მაგრამ როდესაც მას მასშტაბურად სურს აზროვნება, დაბალ ტექნოლოგებს მიმართავს:

ის ხატვას იწყებს

თვეში ერთხელ, კალმითა და რვეულით ხელში, სრულიად განმარტოებული, ერთი-ორი საათის განმავლობაში ხატავს იმას, რაც მის გონებაშია, და ამ ესკიზებს ხშირად სიტყვებსაც ამატებს. "თუ ამ შენიშვნებს კლავიატურაზე აკრეფთ, თითოეული ელემენტი თანაბარი წონის გახდება, ამიტომ უკან დაბრუნება და მისი წაკითხვა შრომატევადი იქნება", − ამბობს სინგი, რომელიც რობოტისა და ადამიანის ურთიერთობებს იკვლევდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის მედიალაბორატორიაში და Palantir-ში მუშაობდა.

"როდესაც თქვენს აზრებს ჩამოწერთ და მონიშნავთ, ეს ყველაფერი მხოლოდ სერია ხდება. მაგრამ როდესაც ხატავთ, უფრო მნიშვნელოვანი ელემენტები მეტ ადგილს დაიკავებენ ფურცელზე ან თქვენს ყურადღებას მიიპყრობენ. ეს რაღაცის დანახვის გზაა. "ოჰ, ამან ნამდვილად მიმიზიდა − ჩემი გვერდის სამი მეოთხედი მას უჭირავს", ან "ყველა დუდლი (ესკიზი) მის ირგვლივ აღმოჩნდა. იქნებ მე გავაფერადე".

ის ყოველ ექვს თვეში ბრუნდება და თავისი ჩანაწერების რვეულებს ათვალიერებს, იდეებს ეძებს. სინგი პროდუქტის იდეებს, ტენდენციებს პოულობს, რომელთა შესწავლაც ღირს და საკუთარი ლიდერობის გაკვეთილებსაც კი. "მე ტენდენციებს ვეძებ, რომლებიც შეიძლება Artificial-ში გადავიტანო, რათა მათი განსხვავებული აზრების ან განსაცვიფრებელი ქცევის წყარონი გახდნენ", − ამბობს სინგი, − "და შემდეგ, რომელი მიმართულების მიცემა მსურს ამ ტენდენციებისთვის?"

ემოციების რუკები

სინგი იმისთვის ხატავს, რომ რასაც გრძნობს ისწავლოს, როგორ გახდეს უკეთესი ლიდერი (ზემოთ). ის დუდლებსაც აკეთებს, რათა რაღაც შეცვალოს (ქვემოთ) და ტენდენციები ვიზუალურად წარმოადგინოს (მარჯვნივ).

ერთხელ, მაგალითად, მან ყველა ემოციის ესკიზი გააკეთა, რომელსაც გრძნობდა და რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც გვერდს გადახედა, შენიშნა, რამდენად აშკარა იყო დანაშაულის შეგრძნება. "ის დიდ ადგილს იკავებდა", − ამბობს ის. სწორედ ამან მიანიშნა სინგს, რომ მის გუნდსაც ეს უშლიდა ხელს ცვლილებების განხორციელებაში. "მე იმის გამო მქონდა დანაშაულის გრძნობა, რომ ყველა ემოციის მართვას ვცდილობდი, რათა დაძაბულობა არასდროს ყოფილიყო", − ამბობს ის. მაგრამ შემდეგ გაიხსენა, რომ ზოგიერთი საუკეთესო იდეა სწორედ ასეთი დაძაბულობის დროს გაჩნდა. ამიტომ, მან ყველას წაახალისა, თავიანთი ეგო კართან დაეტოვებინათ. შეხვედრებზე საკუთარ აზრებს გამოთქვამდა გამოსავლის მოსაძებნად, ხოლო შემდეგ სხვებსაც სთხოვდა თავიანთი მოსაზრებები გამოეთქვათ. ამას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა და მასთან ერთად, ინოვაციებიც.

"ეს ჩემთვის გასაოცარი რამ იყო".

გსურთ თავადაც სცადოთ?

სინგი გვთავაზობს, მინიმუმ ერთი საათი გაატაროთ მარტო, რათა საკუთარ აზრებს მოუყაროთ თავი, შემდეგ კი კომფორტული ადგილი იპოვოთ, სადაც არავინ შეგაწუხებთ მომდევნო ერთი ან ორი საათის განმავლობაში. მას სტიმულის დამატებაც მოსწონს თავისი გარემოსთვის, იქნება ეს ინსტრუმენტული მუსიკა თუ ვიდეო ბუნების ფონზე. მას სანთლებიც აქვს, ყავაც, და თავის კედელზე YouTube-ის ვიდეოებს აქვეყნებს, თუ როგორ სეირნობენ ადამიანები ქალაქში. "ეს ენერგიის იმ პატარა ნაპერწკალს მაძლევს, რომელსაც დავეყრდნობი ისე, რომ საერთოდ არ ვიქნები ამით შეპყრობილი", − ამბობს ის.

თქვენ ფურცელი და კალამი დაგჭირდებათ დასახატად. სინგისთვის ეს ორგვერდიანი ბლოკნოტი და შავი კალამია. შემდეგ ხატვა დაიწყეთ. სინგი ცენტრიდან იწყებს, სავარაუდოდ, ემოციის ან საკითხის ხატვით, რომელზეც მუშაობს.

თქვენ შეგიძლიათ ის დახატოთ, რაც თავში მოგივათ, ან ამ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი გამოიყენოთ:

1. ემოციების რუკა

ყველა ბოლოდროინდელი გრძნობა ამოათრიეთ (და გაიგეთ) თქვენი გონებიდან. როდესაც სინგი ამას აკეთებს, ხშირად იარლიყს სძენს მათ და ყველაფრის სიმბოლოებსაც ამატებს, რაც მას აიძულებს თითოეული ემოცია შეიგრძნოს. "ეს საშუალებას გაძლევთ ელემენტები განაცალკეოთ ერთმანეთისგან, კარგი − შეინახოთ და იმ ნაწილებზე იმუშაოთ, რომლებიც რთულია", − ამბობს ის.

2. იდეების გენერაცია

თქვენი იდეები ესკიზებად დახატეთ (და გააფართოვეთ). სინგი ცდილობს წარმოიდგინოს პრობლემა, რომლის გადაჭრა მომხმარებლისთვის სურს. "შემდეგ აქედან ვიწყებ ხატვას", − ამბობს ის. სხვა დროს, თავში უფრო სწრაფად რომ მოუვიდეს აზრები, მარტივი სტრუქტურის ან დუდლების ხატვას იწყებს, როგორიცაა სხვადასხვა სახის ღერძების ნაკრები ან ვადების სკალა.

3. ინფორმაციის სინთეზი

დიდი რაოდენობის ინფორმაცია დააკავშირეთ ერთმანეთთან (და გაიაზრეთ). სინგი ასე აკეთებს, რომელიღაც ვიზუალური კონსტრუქციით იწყებს. მაგალითად, მრგვალი დიაგრამით ან გრაფიკით, შემდეგ კი მის გარშემო თავისუფლად ხატავს, თავის გონებას ეხმარება მონაცემების შეგროვებაში და მათ შთაგონების წყაროდ გარდაქმნაში.

"დროთა განმავლობაში", − ამბობს სინგი, − "თქვენი ნახატები იდეების საგანძურად იქცევა. ასე ხშირად ხდებოდა Artificial-ში". "დღეს რომ ვუყურებ", − ამბობს სინგი, − "მსიამოვნებს იმის დანახვა, რომ ჩვენ რეალურად შევქმენით ის, რაც ფურცელზე იყო".

Liz Brody is a contributing editor at Entrepreneur magazine. 
Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს