Mastermind Club - შეისწავლე ყველაზე მოთხოვნადი ციფრული პროფესიები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Mastermind Club არის სივრცე, სადაც შესაძლებელია პიროვნული და პროფესიული განვითარება, თანამედროვე პროგრამების დანერგვით სტანდარტული აზროვნების ციფრულ სამყაროსთან მორგება.
"ჩვენს აკადემიაში აქცენტი ისეთ პროფესიულ დაბანდებაზე კეთდება, რაც ყველაზე აქტიური და მაღალანაზღაურებადია. მიზანი პიროვნული განვითარება და საზოგადოების აქტიურ წევრად ჩამოყალიბებაა", - ეკატერინე ამაღლობელი, Mastermind Club-ის დამფუძნებელი.
აკადემიაში შეგიძლიათ გაიაროთ კურსები და საბაზისო ცოდნით დაიწყოთ ნებისმიერი პროფესიის შესწავლა. ეს სტუდენტს ეხმარება თვითგამორკვევასა და სასურველი საქმის პოვნაში, სადაც ნამდვილად მიაღწევს წარმატებას.
"იდეის ჩამოყალიბების დღიდან ჩვენი მისიაა, შევინარჩუნოთ სამი მთავარი ღირებულება: ხარისხი, ხელმისაწვდომობა, პასუხისმგებლობა!
საკუთარი გამოცდილება ამ იდეის ბიზნესად ქცევაში დამეხმარა. ლექტორების შერჩევისას დიდ სიფრთხილეს ვიჩენდი. პროფესიული გამოცდილების მიღმა მნიშვნელოვანი იყო არასტანდარტული პრაქტიკული ლექციების შეთავაზება.
ციფრულ სამყაროს უდიდესი შესაძლებლობები აქვს, თანამედროვე ადამიანიც დღეს, სტანდარტულ სამუშაოსთან ერთად, ახალი უნარების განვითარებასა და შემოსავლის გაზრდაზე ფიქრობს. ჩვენი ლექტორების საერთაშორისო გამოცდილებაც სწორედ ამ შესაძლებლობებს უსვამს ხაზს".
ეკატერინე ფიქრობს, რომ ნებისმიერი იდეის ხორცშესხმა, წარმატების დიდ სურვილთან ერთად, უდიდეს სიმამაცეს, კარგ გეგმასა და დისციპლინას მოითხოვს. მიიჩნევს, რომ ჭკვიანი, შრომისმოყვარე და მამაცი თანამოაზრეების კონკრეტულ დროს აღმოჩენა მისი მთავარი მიღწევაა.
"დროის სწრაფ მონაკვეთში გამოცდილი და მეგობრული გუნდი შემოვიკრიბე, რაშიც ძალიან გამიმართლა. კანონზომიერებები, რასაც ნებისმიერ ბიზნესში ვაწყდებით, ძალიან ბანალური და გაცვეთილია, რამდენ დროს და ენერგიასაც თმობ, იმდენადვე გიფასდება! შენი ბიზნესი შენ გემსგავსება!
ჩემი, როგორც ახალი უფროსის ამოცანაა, როგორც გუნდის წევრს, ასევე სტუდენტს ლექციებზე დასწრება უხაროდეს, საინტერესოდ მიაჩნდეს, პროცესში ჩართული იყოს და ორივე მხარე ემოციური ინტელექტის მაქსიმუმს აჩვენებდეს.
აკადემიის დიჯიტალიზაციიდან ჰიბრიდულ სწავლებაზე გადასვლა არის ჩვენი მიზანი, რომლითაც ბაზარზე პირველი ნაბიჯები გადავდგით. ბევრი სტუდენტი საზღვარგარეთიდანაც შემოგვიერთდა, რითაც ძალიან ვამაყობთ!
ჩვენთვის წარმატება მასტერმაინდელებზე სრული კონცენტრაციაა, რომლებსაც შეუძლიათ თქვან, რომ ჩვენთან ერთად გაიზარდნენ".
ეკატერინე ანტრეპრენერებს ურჩევს, რომ გამოცდილების არქონა ან ნაკლებობა დაბრკოლებად არ მიიჩნიონ, კონკურენტები კი მოტივატორებად აღიქვან და მიღებული შედეგებით არ დაკმაყოფილდნენ.
"მუდმივად იფიქრე ინოვაციასა და შენს მთარ ფასეულობაზე, რითი ხარ განსაკუთრებული, რატომ უნდა აგირჩიოთ შენ? მაგალითად, Mastermind Club-ში უდიდეს მნიშვნელობას სტუდენტის მოტივაციას, განწყობას, პროფესიულ განვითარებას ვანიჭებთ, ამიტომაც კურსზე მაქსიმალური რაოდენობა მხოლოდ 10 სტუდენტია.
ამ 10-იდან 1 სამოტივაციო წერილით, სრული დაფინანსებით სწავლობს აკადემიაში. მინდა აღვნიშნო ტენდენცია, რომ დაფინანსებული სტუდენტები ძალიან დიდ შრომისმოყვარეობას იჩენენ და სწრაფ მონაკვეთში წარმატებასაც აღწევენ".
მიიჩნევს, რომ ანტრეპრენერი დამოუკიდებლობასთან, მოქნილობასთან, დაწყებასთან, მოქმედებასთან, სიმამაცესა და რისკის აღებასთან ასოცირდება, რომელსაც გარანტიებზე უარის თქმასთან ერთად, გამბედაობა და ოპტიმიზმი აუცილებლად სჭირდება.
"მუდმივად დაკვირვების პროცესში ვარ, თუმცა პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, სტუდენტების წარმატების მოსმენაა. ჩვენს აკადემიაში სწავლის შემდეგ მრავალშვილიანმა დედამ მალევე სარეკლამო სააგენტო გახსნა, ფინანსურად დამოუკიდებელი გახდა და დღემდე ინსპირაციის წყაროდ რჩება".
სახასიათო ნაწილი, რისი შენარჩუნებაც გვსურს, ინტერაქციული მეთოდია. გეგმები კი თანამედროვე ტენდენციებს მიჰყვება. ყოველთვის წინასწარ გამოკვლეული, მოთხოვნადი პროფესიის შესწავლაზე გვაქვს შეთავაზებები. ჩვენი მიზანია სტუდენტის ციფრულ ეკოსისტემაზე მორგება და სასურველი კარიერული ეტაპების მიღწევაში მაქსიმალური ხელშეწყობა".