Get All Access for $5/mo

რატომ უბიძგებს COVID-19 ლიდერებს, მშვიდად და ემპათიით უხელმძღვანელონ კომპანიებს ზოგჯერ უდიდესი ლიდერები ისინი არიან, ვისაც ვერც ხშირად ვხედავთ და არც ხმა გვესმის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნება...

აი, ჩვენ აქ ვართ, 100 წლის შემდეგ, და უორენ გ. ჰარდინგის 1920 წლის წინასაარჩევნო ლოზუნგს ვიხსენებთ, რომელიც ისე შეეფერება დღევანდელ დღეს, როგორც არასდროს. ბიზნესსამყაროსთვის სიტყვა "ნორმალური" ლექსიკონში არ არის და შესაძლოა, არც აღარასოდეს იქნეს.

შეძლებენ თუ არა დიდი და მცირე კომპანიების ლიდერები სტაბილურობის შენარჩუნებას და იმედის ჩასახვას? ეს დიდი გამოცდაა და ის ადვილი ჩასაბარებელი სულაც არ არის. თუმცა, ამის მშვიდად გაკეთება ნამდვილად შეიძლება.

წყლის მიტანა

სემ უოლკერი, ავტორი წიგნისა "კაპიტნის კლასი: ლიდერობის ახალი თეორია", იმ ლიდერებს აღწერს, რომლებსაც წყალი მიაქვთ, უკანა პლანზე არიან, თითქოს ოფიციალური ლიდერები არც არიან, მაგრამ ყველაზე დიდი ზეგავლენა აქვთ გუნდზე. ამ ტიპის ადამიანებს პრაქტიკული და თანმიმდევრული ურთიერთობა აქვთ გუნდთან და ყურადღების ცენტრში ყოფნა არ სურთ. ლიდერები, რომლებსაც წყალი მიაქვთ, ჩრდილში ასრულებენ ისეთ სამუშაოებს, რისთვისაც არავინ უხდით მადლობას. ექსპერტებს ერთი აზრი აქვთ ამ შემთხვევაში: ახლა თანაგრძნობის პატარა, მარტივი აქტები აუცილებელია, რამაც შესაძლოა ბიზნესს მომავალში მოუტანოს სარგებელი.

"COVID-19-ის დროს ემპათია ძლიერდება", − ამბობს ემი მორინი, ფსიქოთერაპევტი და ავტორი წიგნისა "13 რამ, რასაც ფსიქოლოგიურად ძლიერი ადამიანები არ აკეთებენ". ლიდერი, რომელსაც პირადი პრობლემების მქონე თანამშრომლების თანაგრძნობა შეუძლია, ახლა გაცილებით ძლიერი და უკეთესი გამოჩნდება, ვიდრე ადრე იყო. და ისიც აშკარად გამოჩნდება, რომ ყველასთან ერთნაირი მიდგომა ლიდერობის კარგ სტრატეგიას არ წარმოადგენს".

თუ სპორტულ არხზე ESPN-ის სპორტული დოკუმენტური სერიები "30 მოვლენა 30 წლის განმავლობაში" და "უკანასკნელი ცეკვა" გინახავთ, შეამჩნევდით, თუ როგორ ერგება თანდათანობით თავის მოთამაშეებს "ჩიკაგო ბულზის" ყოფილი მწვრთნელი ფილ ჯეკსონი. ჯეკსონი ისე ვერ მოექცეოდა თავისუფალი სულის მოთამაშეს, დენის როდმანს, როგორც დისციპლინირებულ მაიკლ ჯორდანს, რომელიც ყოველთვის ყველაფერს ასწრებდა.

ჯექსონმა, ძალიან ფაქიზად მოახერხა გაცილებით დიდი თავისუფლება მიეცა როდმანისთვის, რადგან ამ ვარსკვლავს ისე უყურებდა, როგორც პიროვნებას. ჯეკსონმა თავის დროს გაუსწრო, მიხვდა, რომ უნივერსალური ლიდერობის სტრატეგია ნდობის მოპოვების ან მისი ჩამოყალიბების რეცეპტს არ წარმოადგენდა.

ტრანსაქციური და ტრანსფორმაციული ლიდერები

უოლკერი თავის წიგნში სხვა იდეურ ლიდერს, ჯეიმს მაკგრეგორ ბერნსს და მის 1978 წელს გამოცემულ წიგნს, "ლიდერობას" ციტირებს. ბერნსი მივიდა დასკვნამდე, რომ ორი ტიპის ლიდერობა არსებობს − ტრანსფორმაციული და ტრანსაქციური.

ტრანსაქციური ლიდერობა სიაში ჩამოწერილი შესრულებული დავალებების მონიშვნაა, და იმაში დარწმუნება, რომ ყველა ასრულებს ბრძანებებს. ტრანსფორმაციური ლიდერები კი, გამონაკლისები არიან.

ამ კრიზისმა ლიდერობის ბევრი უნარი მოითხოვა − ურთიერთობებით დაწყებული, და მოქნილობითა თუ სტრატეგიული აზროვნებით დამთავრებული. მაგრამ ჩვენი შეხედულებები იმის თაობაზე, თუ როგორ ვაფასებთ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, შეიცვალა, და იმედი მაქვს, სწორედ ასე გახდა ჩვენთვის პრიორიტეტული მათი თანაგრძნობის უნარი", − განაცხადა ვინკა ლაფლერმა, West Wing Writers-ის მმართველმა პარტნიორმა.

ლაფლერი ასევე იმ ლიდერებზე მიუთითებს, რომლებიც სხვებისგან განსხვავებულები არიან და საუკეთესოდ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. "ჩვენ რეალური დროის რეჟიმში ვიღებთ მასტერკლასს ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრ ჯასინდა არდერნისგან, რომელმაც თანაგრძნობა და სიმტკიცე ერთდროულად გამოიჩინა, მგრძნობელობა და მეცნიერული მიდგომაც, და მთელი ქვეყნისთვის გახდა შთაგონების წყარო, რათა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად გაერთიანებულიყვნენ. იმედი მაქვს, ამას როგორც ახლანდელი, ისე მომავლის ლიდერები და დაინტერესებული მხარეები გაითვალისწინებენ მთელ მსოფლიოში".

კულტურა სტრატეგიით საზრდოობს, ხოლო ხასიათი ქარიზმას ამარცხებს

"კაპიტანის კლასის" ლიდერები საზოგადოების ყველა ფენიდან არიან და სპორტის ყველა სახეობაში თამაშობდნენ. თითქმის ყველა მათგანი ფანფარების გარეშე ხელმძღვანელობდა კომპანიებს და მაღალფარდოვანი გამოსვლების გარეშე იყო შთაგონების წყარო თავისი გუნდისთვის.

ქარიზმას საკუთარი ადგილი უჭირავს ბიზნესსამყაროში, მაგრამ "ექსტროვერტული იდეალი", როგორც სიუზან კაინი აღნიშნავს, შესაძლოა არც ახლა იყოს მეტისმეტად იდეალური და არც მომავალში.

"მე ბევრ ლიდერთან ერთად მიმუშავია, რომლებსაც ზუსტად ახლა სურთ თავიანთი გუნდების დახმარება", − განაცხადა მორინმა, − "მათი სურვილია, ამ გაურკვეველი ვითარების მიუხედავად, საკუთარი თანამშრომლები ფსიქოლოგიურად ძლიერები იყვნენ. მაგრამ ნამდვილად კარგი ლიდერები ამბობენ: არ მინდა ჩემს ხალხს დავეხმარო იმაში, რომ გაცილებით პროდუქტიულები გახდნენ, მინდა იმაში დავეხმარო, რომ უკეთ იგრძნონ თავი".

კომპანიაში თქვენი მუშაობის შედეგების შეჯამებისას, საკუთარ თავს ეს სამი შეკითხვა დაუსვით:

  1. მიმაქვს თუ არა წყალი ჩემი თანამშრომლებისთვის?
  2. მე კომპანიას ტრანსაქციურად ვხელმძღვანელობ თუ ტრანსფორმაციულად?
  3. ვაკეთებ თუ არ ყველაფერს, რაც შემიძლია, ჩემი ხალხის დასახმარებლად, რათა მათ ამ წუთას უკეთ იგრძნონ თავი?

ახლა კარგი დროა იმისთვის, რომ ლიდერი იყოთ, თან ისეთიც კი, რომელიც შეუმჩნეველია.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!