თანამშრომლებთან ეფექტიანი ურთიერთობის 5 გზა ყველანი დაკავებულნი ვართ, მაგრამ მაინც ყოველთვის გვაქვს დრო იმ თანამშრომლებთან კომუნიკაციისათვის, რომლებიც ყოველდღიურად ბეჯითად მუშაობენ
By დევიდ კრანტი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თანამშრომლებთან ეფექტიანი და ჯანსაღი ურთიერთობა დიდ ძალისხმევას და გააზრებას მოითხოვს. რაც მთავარია, ეს დამოკიდებულება აუცილებლად გულიდან უნდა მოდიოდეს.
განვიხილოთ 5 სტრატეგია, რომლებიც საუკეთესოა სამსახურში საკომუნიკაციო კულტურის შესაქმნელად.
1. ყოველკვირეული კორესპონდენციის გაგზავნა კომპანიის ყველა თანამშრომელთან
ამოირჩიეთ კვირის რომელიმე დღე – მაგალითად, ორშაბათი – და ყველა თანამშრომელთან გააგზავნეთ პერსონალური წერილები კომპანიაში არსებულ მნიშვნელოვან თემებზე. ასეთი კომუნიკაცია ემსახურება შესაძლებლობას, რომ ყველა ჩართული იყოს ორგანიზაციულ საკითხებში.
2. მისაღები და კომფორტული გახადეთ ხმამაღლა საუბარი სამუშაო პროცესების ხარვეზებსა და ნაკლოვანებებზე თქვენს კომპანიაში
ბევრი კომპანია განიხილავს თავის დადებით მხარეებს, მაგრამ თავს არიდებს უარყოფითი დეტალებზე მსჯელობას. დიდი კომპანიები ყოველთვის ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რა არ მუშაობს კარგად და რა უნდა გაკეთდეს უკეთესი შედეგის მისაღწევად. ეს მიდგომა თანამშრომლებს არწმუნებს, რომ მათი სიტყვა მნიშვნელოვანია კომპანიის კულტურისთვის და ამ ადამიანთა მოსაზრებები და შეხედულებები ფასდება.
3. შეხვედრების გამართვა.
თუ თქვენი კომპანიის ოფისები ერთ ქალაქში არ მდებარეობს, ან მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა განლაგებული, სასურველია, დროდადრო დაგეგმოთ ჯგუფური პირისპირ შეხვედრები. მნიშვნელოვანია, ასეთი შეხვედრებისას დიალოგი არ დაემსგავსოს ლექციას. ასე შეძლებთ, მეტი ისწავლოთ ბიზნესპროცესების შესახებ, რაც თქვენც და თქვენს გუნდსაც უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.
4. დაგეგმეთ ყოველწლიური კონფერენცია ტოპმენეჯმენტისათვის.
ამ ტიპის კონფერენცია სამუშაო შეხვედრაა, სადაც ყველა ლიდერს შეუძლია, მოისმინოს კომპანიის სტრატეგია და გეგმები, შემდეგ კი ინფორმაცია თავის გუნდამდე მიიტანოს. ასევე მნიშვნელოვანია არაფორმალური საურთიერთო ქსელის ჩამოყალიბება, რომელიც ლიდერებს ერთმანეთთან ეფექტიანი კომუნიკაციის საშუალებას აძლევს მთელი წლის განმავლობაში.
5. უპასუხეთ ყველა დასაქმებულის ელექტრონულ ფოსტას 24 საათის განმავლობაში.
რა თქმა უნდა, ყველანი დაკავებულნი ვართ, მაგრამ მაინც ყოველთვის გვაქვს დრო იმ თანამშრომლებთან კომუნიკაციისათვის, რომლებიც ყოველდღიურად ბეჯითად მუშაობენ, რომ მოემსახურონ კლიენტებს და დაეხმარონ კომპანიას წარმატების მიღწევაში. თქვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, თავს დაფასებულად გრძნობდეს.
დროულად უპასუხეთ თანამშრომელთა ელექტრონულ ფოსტას, ეფექტიანი კომუნიკაცია დაამყარეთ მათთან და შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.