პარადოქსი, თუ რატომ ვრცელდება ზოგიერთი რამ სწრაფად "უკეთესი იქნება, თუ ისეთ რამეს გააკეთებთ, რომ ადამიანებმა ღამით დაძინება ვერ შეძლონ, ვიდრე ვინმესთვის რაიმეს არ გააკეთებენ."
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ჩემი პირველი წერილი Facebook-ში რამდენიმე წლის წინ დავწერე და ასეთი სახელი დავარქვი − "ღია წერილი იმედგაცრუებულ 20 წელს გადაცილებულებს". ჩემდა გასაოცრად ისე მოხდა, რომ იგი სრულიად მოულოდნელად Facebook-დან მთელ მსოფლიოში ელვის სისწრაფით გავრცელდა.
ამ ფაქტმა იმდენად შემძრა, რომ მომინდა ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გამეორებულიყო. მინდოდა საფუძვლიანად შემესწავლა რატომ მოხდა ასე, რატომ ვრცელდება ასეთი სისწრაფით ზოგიერთი რამ.
პირველად ეს სრულიად შემთხვევით, თავისთავად მოხდა. ახლა უკვე წინასწარი განზრახვით მინდოდა ვირუსული გავრცელების ეფექტის შექმნა. ამიტომ ამ ისტორიაზე, ანუ რაღაცის შექმნა, რაც სწრაფად ვრცელდება, შეკითხვები დავუსვი ჩემზე გაცილებით ჭკვიან ადამიანებს.
პირველი, ვისაც მივმართე, სეთ გოდინი იყო (მარკეტერი, მრავალი ბესთსელერის ავტორი). სეთს დავურეკე და ამ ვირუსული სისწრაფით გავრცელების ეფექტზე ვკითხე, როგორ უნდა მომეხერხებინა კიდევ ერთხელ ამის გაკეთება. საკმაოდ მოულოდნელი პასუხი მივიღე:
"უკეთესი იქნება, თუ ისეთი რამის დაწერას არ შეეცდებით, რომელიც ვირუსული სისწრაფით გავრცელდება. უკეთესი იქნება, თუ მხოლოდ ერთი ადამიანისთვის დაწერთ რამეს. მხოლოდ ერთ ადამიანზე უნდა მოახდინოთ გავლენა. კიდევ უკეთესი იქნება, თუ ისეთ რამეს გააკეთებთ, რომ ადამიანებმა ღამით დაძინება ვერ შეძლონ, ვიდრე ვინმესთვის რაიმეს არ გააკეთებენ. დანარჩენი თავისთავად მოხდება".
მსგავსი სტატია: 10 მარკეტინგული შედევრი
მაშინვე მივხვდი, რას გულისხმობდა იგი, მაგრამ არ ვიცოდი პრაქტიკულად როგორ განმეხორციელებინა. რამდენიმე ნაწარმოები დავწერე, რომლებსაც ნამდვილად ჰქონდა წარმატება, მაგრამ არასოდეს დავმჯდარვარ და სერიოზულად არ გამიაზრებია მისი ნათქვამი.
ერთ დღეს სატრენაჟორო დარბაზში გამისხივოსნდა გონება, როდესაც Spotify-ზე ვეძებდი, რომელი სიმღერა მომესმინა. ჩემი პლეილისტი გავხსენი და სიმღერები ჩავრთე, რომლებიც განსაკუთრებით მახალისებდა და მაიორ ლაზერის Lean On-ზე ("მხარდაჭერა") შევჩერდი.
ოდესმე თუ მოგისმენიათ ეს სიმღერა? ნამდვილად გასაოცარია. მართლაც კარგი მუსიკაა და მომაჯადოებელი ვიდეორგოლი აქვს. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. მას YouTube-ზე მილიარდი ნახვა აქვს.
მოდით, ეს ამბავი კარგად გავარკვიოთ. თუ დავუშვებთ, რომ ყველა ეს ნახვა უნიკალური ვიზიტორებისაა, ამ შემთხვევაში სიმღერას მთელი მსოფლიოს 15 პროცენტი უსმენს და თანაც მხოლოდ YouTube-ზე! გადარეულები!
მაგრამ ამაზე გასაოცარი ამბებიც ხდება: Spotify-ზე ამ სიმღერის ათზე მეტი სხვადასხვა ვერსიაა, ყველა მათგანი რემიქსია და სხვადასხვა ვარიანტი სხვადასხვა შემსრულებლით. ამ სიმღერის ქანთრის აკუსტიკური ვერსიაც კი არსებობს ნელი ტემპით.
აი, ამას გულისხმობდა სეთი. რაღაც მიზეზით ამ სიმღერამ ადამიანებს უბიძგა ერთმანეთზე ეზრუნათ. იმდენად სერიოზულად ეზრუნათ, რომ იგი მილიარდჯერ მოესმინათ და გაეზიარებინათ. იმდენად ეზრუნათ, რომ სხვა შემსრულებლებს დრო დაეხარჯათ ამ სიმღერის საკუთარი ვერსიების შექმნასა და გავრცელებაზე. იმიტომ, რომ იგი ნამდვილად კარგია, გასაოცარი.
როგორც ჩემთვისაა ცნობილი, არანაირი რთული მარკეტინგული კამპანიები არ ჩატარებულა იმისათვის, რომ ეს სიმღერა სტრატოსფეროში გასულიყო. უბრალოდ, ძალიან კარგი იყო და ადამიანები ვინმეს დახმარებას რომ ვერ ახერხებდნენ, მას კიდევ უყურებდნენ, აზიარებდნენ და რიმეიქებს აკეთებდნენ. ღამით ვერ იძინებდნენ, თუ სხვებსაც არ გადასცემდნენ.
როდესაც ამაზე ვფიქრობ, ზუსტად იგივე შეგრძნება მიჩნდება, როგორიც სეთის ბოლო წიგნის გახსენებისას − "რა უნდა გააკეთო, როდესაც შენი ჯერია"(What To Do When It's Your Turn). ამ წიგნზე 30-წამიანი მიმოხილვაც კი დავწერე. წიგნი ორ დღეში წავიკითხე და მისი ათი ეგზემპლარი მაშინვე ვიყიდე, ჩემი 20 წელიწადს გადაცილებული გუნდის, ოჯახისა და მეგობრებისთვის.
წიგნების ასე ბითუმად ყიდვა და დარიგება ჩემთვის სრულიად უცხოა. მაგრამ ამ შემთხვევაში, ისე გასაოცრად კარგი იყო, რომ მაშინვე გავიფიქრე: "ეს სამყარო გაცილებით უკეთესი გახდება, ყველამ რომ წაიკითხოს ის, რაც ახლახან წავიკითხე".
ასე რომ, არჩევანი არ მქონდა. მხოლოდ მაშინ ვიგრძნობდი თავს კარგად, თუ ამ წიგნს სხვებსაც დავურიგებდი. ერთი მათგანი ჩემს მეზობელს კართან დავუტოვე, წარწერით: "შესანიშნავ დღეს გისურვებთ და იმასაც, რომ კარგად იმუშაოთ". ამ საჩუქრის შესაძენად სესხის აღებაც კი არ დამჭირვებია, ეს საქმე სრულიად ანონიმურად გავაკეთე.
მისი წაკითხვის შემდეგ, ვალდებულება ვიგრძენი, იგი სხვა ადამიანებისთვისაც მეჩვენებინა; თუნდაც იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვისთვისაც ეს წიგნები მინდოდა, სავარაუდოდ ისეთივე შთაგონებას მიიღებდნენ, როგორიც მე მივიღე. აი, ამ უანგარო გაზიარების ეფექტზე ლაპარაკობდა სეთ გოდინი.
რა საიდუმლო იმალება ამ ამბავში? რა უნდა გააკეთოთ ისეთი, რომ რაღაც ვირუსული სისწრაფით გავრცელდეს? ისეთი რამ უნდა შექმნათ, რომ ადამიანებს არჩევანი აღარ ჰქონდეთ − მაშინვე დაიწყონ ზრუნვა რაღაცაზე.
ზოგიერთი რამ იმდენად პირადულია და ამავე დროს, უნივერსალური, რომ ეგოისტური საქციელი იქნება, ან სრულიად არაბუნებრივი, სხვებს არ გაუზიაროთ.
ახლა უკვე, მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული, რას შექმნით. შესაძლოა 100 ან 1000 მცდელობა დაგჭირდეთ რაღაც ისეთის შესაქმნელად, რომელიც ზეგავლენას მოახდენს ადამიანებზე.
თუ თქვენი მთავარი მიზანია, ადამიანები რომელიღაც პრობლემაზე დააფიქროთ, რომლებიც მხოლოდ სოციალურ მედიაში კი არ მოიწონებენ ამ იდეას, არამედ ნამდვილად შეიგრძნობენ მას, ამ შემთხვევაში ეს ჩანაფიქრი ყოველგვარი პრობლემის გარეშე, ვირუსული სისწრაფით გავრცელდება.
მსგავსი სტატია: "მილენიალების" ყურადღების მიქცევის 4 მარტივი გზა