Join our Waitlist for Expert Advice!

პოდკასტინგის 10 მცნება როგორ უნდა შექმნათ თქვენი ბრენდი და როგორ შესძინოთ მას ერთგული მიმდევრები პოდკასტის დახმარებით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ამ ეტაპზე, სადაც უნდა გაიხედოთ, მარჯვნივ თუ მარცხნივ, კომპანიები პოდკასტებს იწყებენ. უმეტესობა იმიტომ, რომ კომპანიებს დაეხმაროს და როგორღაც შეებრძოლოს ნორმალურზე ბევრად ნაკლებ გაყიდვებს. Podcast Hosting-ის მიხედვით, 2020 წლის ივლისის მდგომარეობით, მილიონზე მეტი პოდკასტი არსებობს და 29 მილიონი ეპიზოდის მოსმენა შეიძლება. ეს საკმაოდ დიდი საეთერო დროა იმ აუდიტორიისთვის, რომელიც ზოგადად, შედარებით შეძლებული და საკმაოდ განათლებულია. შესაძლოა, თქვენც გადაწყვიტეთ, რომ დრო მოვიდა და ამ "ტორტის ნაჭერი" თქვენც უნდა შეგხვდეთ თუმცა რადგან თქვენ სწორ მიკროფონს ეძებთ, უნდა იცოდეთ, რომ არსებობს 10 "მცნება", რომელიც თქვენი პოდკასტის წარმატების გზაზე დაყენებაში დაგეხმარებათ.

1. თქვენ ამას ფულის გამო არ გააკეთებთ

ყოველ შემთხვევაში, პირდაპირ არა. Castos-ს მიხედვით, პოდკასტების უმეტესობას ფული საერთოდ არ მოაქვს, პირიქით − სინამდვილეში, ფულს მოითხოვს ისეთი ხარჯების გამო, როგორიცაა ჰოსტინგი და ტექნიკა. პოდკასტების შემთხვევაში, წარმატება დოლარებსა და ცენტებში იშვიათად იზომება.

2. მომხმარებელი უნდა გახდეთ

თქვენ არ გახსნით პიცერიას, თუ ოდესმე ნაჭერი პიცა მაინც არ მოგნატრებიათ. ზუსტად ასე, ვიდრე მაუწყებლობას დაიწყებთ, უნდა გესმოდეთ და მოგწონდეთ თქვენი გარემო. თქვენი საყვარელი პოდკასტების "მოსავალი მოიწიეთ" და იფიქრეთ იმაზე, თუ რატომ მოგწონთ ისინი ასე ძალიან. იქ უამრავი უღიმღამო მასალა იქნება და ბევრის სწავლა შეგიძლიათ, თუ იმ შეცდომებს გამოავლენთ, რომელთა დაშვებაც არ გსურთ.

3. კარგად უნდა დაფიქრდეთ თქვენს ბრენდზე

თუ პოდკასტინგით ფულის გამომუშავებას არ აპირებთ, საინტერესოა, საერთოდ რატომ უნდა შეიწუხოთ თავი? იმიტომ, რომ თქვენს ბრენდს ქმნით და ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველ წუთას, როდესაც თქვენს აუდიტორიას ესაუბრებით, საკუთარ კომპანიაზე, ტრადიციებსა და პროდუქციაზე უქმნით შთაბეჭდილებას. მაშინაც კი, როდესაც თქვენს თავს სპეციალურად ბიზნესის პერსონის სახით არ წარმოადგენთ, დარგის ექსპერტის როლში გამოდიხართ. კარგად დაუკვირდით იმ იმიჯს, რომლის გადაცემაც გსურთ აუდიტორიისთვის.

4. სასარგებლო უნდა იყოთ

Digital News Report-ის მიხედვით, პოდკასტების მსმენელთა 46 პროცენტს ინფორმაციის მიღება სურს იმ თემებზე, რომლებიც პირადად მათ აინტერესებთ, ხოლო 39 პროცენტს − რაიმე ახლის შესწავლა უნდა. იმის გაგება, თუ რა სურს თქვენს აუდიტორიას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სწორედ ამით მოიპოვებთ ერთგულ მსმენელებს.

5. გაყიდვების სამსახურის წარმომადგენელი არ უნდა იყოთ

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პოდკასტის ერთ-ერთი მიზანი თქვენსავე ბრენდის შექმნაა (და გაყიდვები, გაფართოება), ფრთხილად იყავით − თქვენი შოუ რეკლამად არ გადააქციოთ. ადამიანებს რეკლამა რომ უნდოდეთ, სარეკლამო რგოლს უყურებდნენ. იცით, რომ თქვენი მსმენელები რჩევა-დარიგებების მისაღებად არიან განწყობილნი და ამიტომ თქვენი პროდუქტის გაყიდვის მცდელობისას ნუ დაკარგავთ მათ.

6. პირადული უნდა გახადოთ

მე არ გირჩევთ, თქვენი ყველა საიდუმლოება ღია ეთერში გამოაცხადოთ, მაგრამ ნამდვილად გირჩევთ, საკუთარ მსმენელს თქვენი უკეთ გაცნობის საშუალება მისცეთ. მიზნად ლოიალურ მსმენელთა აუდიტორიის შექმნა უნდა დაისახოთ, ამის ერთ-ერთი გზა კი, თქვენსა და საკუთარ მსმენელს შორის ურთიერთობის დამყარება და მისი შემდგომი გაღრმავებაა. არ აქვს მნიშვნელობა, რას ეძღვნება თქვენი პოდკასტი − თევზაობას, რჩევებს ინვესტიციის შესახებ, თუ ბავშვის აღზრდას − თქვენი ცხოვრების მცირე ნაწილის გულწრფელმა გაზიარებამ შესაძლოა საკუთარი პოდკასტი გაცილებით პირადული გახადოს და მსმენელები უკან დაგიბრუნდნენ.

7. თანმიმდევრული ფორმატი უნდა შექმნათ

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მსმენელი ახალ და საინტერესო ინფორმაციას ეძებს, ჩვენი ბუნებაა, სტრუქტურაზეც გავამახვილოთ ყურადღება. ისეთი ფორმატის შექმნა, როდესაც თითოეული ეპიზოდი ერთმანეთს მიჰყვება, თქვენს მსმენელს უბიძგებს, მეტად დაინტერესდეს. მათ იციან, რას უნდა ელოდნენ. თქვენი სტრუქტურა რთული კი არა, საკმაოდ მარტივი უნდა იყოს. მაგალითად, წინა ეპიზოდის გამეორება, თქვენი სტუმრის ან თემის წარდგენა ამ ეპიზოდისთვის და მსმენელთა მოსაზრებების გაზიარება. მთავარია, თქვენმა აუდიტორიამ იცოდეს, რა მოდის შემდეგ.

8. ეპიზოდები რეგულარულად უნდა გაუშვათ

თუ პოდკასტების ეპიზოდებს ქაოსურად უშვებთ, როდესაც ამის სურვილი გაქვთ, მუდმივი აუდიტორიის შექმნა ნამდვილად გაგიჭირდებათ. მოკლე, ყოველდღიური პოდკასტის გაკეთება გსურთ მიმდინარე მოვლენებზე, თუ უფრო გრძელის, გაცილებით ღრმა თემებზე, კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ, საკუთარ მსმენელს ნებისმიერ შემთხვევაში წინასწარ შეატყობინეთ, თუ როდის უნდა ელოდონ თქვენგან ახალ გადაცემებს.

9. პროფესიონალი უნდა იყოთ

თქვენ შესაძლოა არასერიოზულ ან პირად თემებზე მსჯელობდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი პოდკასტი დახვეწილი არ უნდა იყოს. კარგი ტექნიკა და თქვენი პოდკასტის ეფექტურად რედაქტირება მას განსაკუთრებულს გახდის და ყველა სხვა არასერიოზული მასალისგან გამოარჩევს. სერიოზული ნაბიჯები გადადგით, რომ პროფესიული პროდუქტი მიიღოთ, ვინმე დაიქირავეთ მუსიკის შესაქმნელად, მაღალი ხარისხის მიკროფორში განახორციელეთ ინვესტირება და ა.შ.

10. კომუნიკაბელური უნდა იყოთ

ბრენდის შექმნის გარდა, პოდკასტინგის ერთ-ერთ დიდი შესაძლებლობა კავშირების დამყარებაა. ექსპერტების, თქვენი ინდუსტრიის წარმომადგენლების და ზოგჯერ ერუდირებული მსმენელების მიწვევა საკუთარ პოდკასტზე სტუმრად, თქვენს აუდიტორიას გაართობს და დააინტერესებს კიდეც. თქვენი პრემია კი ის იქნება, რომ მომავალი ეპიზოდებისთვის შთაგონების წყარო და დიდი იდეები გაგიჩნდებათ.

პოდკასტინგი უზარმაზარ შესაძლებლობებს გაძლევთ მსმენელებამდე მისაღწევად, სადაც უნდა იყვნენ ისინი, თუ ამისთვის მზად არიან. თქვენ მათი კომპანიონი ხართ მოგზაურობების დროს − კომპანიებში, როდესაც სახლს ალაგებენ, და მეგობარი ხართ სატრენაჟორო დარბაზში. პოდკასტინგის მცნებების შესრულება თქვენი ბრენდის შექმნაში და ერთგული მიმდევრების შეძენაში დაგეხმარებათ.

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ

ინდუსტრიული ტრენდები

K2 Invest - როცა ხარისხი პრიორიტეტია

"გვსურს, რომ ჩვენ მიერ აშენებულმა სახლებმა ქუთაისის უბნებში ახალი საზოგადოებრივი ჰაბები გააჩინოს"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია