Cyber Monday Sale! 50% Off All Access

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

რესტორნის მფლობელს რომ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, ამაში გასაკვირი არაფერია. ეს თავისთავად გულისხმობს, რომ მყარად უნდა იდგეთ ფეხზე. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ თქვენი ოცნება ბოლოსდაბოლოს ასრულდა, მაგრამ რამდენიმე თვე მაინც უნდა გავიდეს და მფლობელმა ყველაფერი უნდა დახვეწოს, სერიოზულად იმუშაოს პროექტთან დაკავშირებულ უმცირეს დეტალებზეც კი.

ამ დროს ყველაზე მწვავე საკითხი დროის სიმცირეა და მთავარი პრობლემები ამასთან არის დაკავშირებული. რესტორნის მფლობელმა თითოეული წვრილმანი თავიდან ბოლომდე უნდა გაითვალისწინოს − საჭირო ინგრენდიენტების მოძიება იქნება ეს, უამრავი ლიცენზიის მოპოვება, რესტორნის ინტერიერის სრულყოფა ბიუჯეტის შესაბამისად თუ პერსონალის შერჩევა.

ჩამოთვლილი პრობლემების გარდა, კიდევ რამდენიმეს გაეცანით, რომელიც რესტორატორებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს პროექტზე მუშაობის დაწყებისას.

დაგეგმარება გახსნამდე

რესტორნის გახსნა ანტრეპრენერის ოცნება ან მწველი სურვილია. სიხარულის გაზიარება იმ კლიენტებთან ერთად, რომლებიც რესტორნის ატმოსფეროთი, კერძებითა და მომსახურებით ტკბებიან, თავისთავად დიდი გამართლებაა. მაგრამ მხოლოდ რესტორნის მფლობელებმა თუ იციან, რამდენად დიდი ენერგიის დახარჯვა მოუხდათ მის გახსნაზე. რესტორნის წარმატებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბიზნესსტრატეგიის დამუშავება და მისი განუხრელი შესრულებაა.

ფინანსები

ბევრი ახალბედა სათანადოდ არ აფასებს საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელად და მის სამართავადაა აუცილებელი. საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო შენობის იჯარით ასაღებად, ახალი პერსონალის დასაქირავებლად, სამზარეულოსა და ბარის მარაგების შესაქმნელად, ავეჯის შესაძენად და ინტერიერის გასალამაზებლად.

რესტორნების უმრავლესობას გახსნიდან რამდენიმე თვის ან წელიწადის განმავლობაშიც კი არ მოაქვს კარგი შემოსავალი. ყველაზე ცნობილი რესტორნების მფლობელებსაც კი აქვთ ფინანსური დანაკარგები, განსაკუთრებით რეცესიების პერიოდში, კლიენტების ნაკლებობისას.

დაგეგმარება

რესტორანმა წარმატების მოპოვება რომ შეძლოს, სოლიდური მენიუ უნდა ჰქონდეს, მოსახერხებელ ადგილას არსებობდეს და თანაც ისეთი სტილის, რომ კლიენტების ფართო წრე მოიზიდოს. იგი განსაკუთრებული უნდა იყოს, ყველასგან გამოირჩეოდეს. განსაკუთრებით კი მათგან, რომლებიც მჭიდროდ დასახლებულ რაიონში არიან და ბევრი კონკურენტი ჰყავთ.

მენიუს ყოველდღიურად წარმატებული რესტორნების მფლობელებმაც კი უნდა გადახედონ, სრული გარანტია ჰქონდეთ, რომ იმას სთავაზობენ კლიენტებს, რაც მათ სურთ. თუ მათ მენიუ ან რესტორანი არ მოეწონებათ, ცუდ რეკლამას გაუკეთებენ და მფლობელი თანდათანობით დაკარგავს ბიზნესს.

კონკურენტები

რესტორნები სერიოზულ კონკურენციას მჭიდროდ დასახლებულ გარეუბნებში ან დიდ ქალაქებში ეჯახებიან. ეს განსაკუთრებით პატარა, დამოუკიდებელ რესტორნებს ეხება. რესტორატორებმა უნდა იცოდნენ, როგორ გაუკეთონ რეკლამა ბიზნესს, როგორ მოიზიდონ ახალი კლიენტები და როგორ შექმნან მუდმივი კლიენტების ბაზა.

მსხვილი, კარგად ცნობილი რესტორნების ქსელები კლიენტებს, როგორც წესი, ადვილად იზიდავენ, ხოლო დამოუკიდებელი რესტორნების მფლობელებმა სერიოზულად უნდა იმუშაონ კლიენტურის ბაზის შესაქმნელად.

მომწოდებლების შერჩევა

დამწყები რესტორატორებისთვის არც ისე მარტივია მომწოდებლებთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება. საკმაო დრო დაგჭირდებათ იმის შესაფასებლად, რამდენად საიმედო, მოქნილი და ეკონომიკურად ეფექტურია ესა თუ ის მომწოდებელი. ყოველდღიურ საქმეებთან ერთად, რესტორნის მფლობელმა საკმაოდ დიდი დრო უნდა გამოყოს ყველა მომწოდებლის შესაფასებლად და მათთან დასაკავშირებლად, რომლებთანაც ბიზნესი უნდა აწარმოოს.

რესტორნის დიზაინი და დაგეგმარება

კულინარიული ნიჭის დემონსტრირების გზა უკვე ნაპოვნი გაქვთ, მაგრამ ალბათ გარემოს ესთეტიკაზე არც გიფიქრიათ. საკუთარი რესტორანი სადილისა და ვახშმის გამართვის და იმის დემონსტრირების საშუალებასაც გაძლევთ, თუ რას წარმოადგენთ ამ საზოგადოებაში. ამაში მაგიდების რაოდენობა და რესტორნის დიზაინიც იგულისხმება. დაფიქრდით, თუ როგორ შეძლებთ სივრცის უკეთ გამოყენებას. ვინ დაგეხმარებათ და ვინ შესძენს განსაკუთრებულ იერს თქვენს რესტორანს? ყველა ეს საკითხი რესტორნის გახსნამდე საფუძვლიანად განიხილეთ.

რესტორნის მარკეტინგის ტაქტიკა

თუ ამ საკითხში ახალბედა ხართ, თქვენი რესტორნისთვის სწორი მარკეტინგის სტრატეგიის შერჩევა შესაძლოა რთული მოგეჩვენოთ. რესტორნის ზრდისთვის აუცილებელია თქვენი ბრენდის არსის განსაზღვრა, მისი პოპულარიზაცია და მის მიმართ ლოიალური დამოკიდებულების შექმნა. რესტორნის ინდივიდუალური მარკეტინგული სტრატეგიის შესაქმნელად, საიმედო რჩევების მოძიება აუცილებელია.

პერსონალის შერჩევა

წარმატებული რესტორნების მფლობელებმა იციან, რამდენად მნიშვნელოვანია რესტორანში კარგი თანამშრომელი. ორგანიზაცია დარწმუნებული უნდა იყოს, რომ კარგი გუნდი ჰყავს, რომელიც სივრცეს სტუმართმოყვარე ადგილად გადააქცევს. დიდი ყურადღება მიაქციეთ პერსონალის დაქირავებას და სათანადო მომზადებას. ეს გარანტიაა იმისა, რომ ისინი მოთხოვნებს მაქსიმალურად შეასრულებენ და დროთა განმავლობაში ხარჯების შემცირებასაც შეძლებენ.

პროცესი მაღალკვალიფიციური კანდიდატების ძიებით იწყება, ვაკანსიის გამოცხადება აუცილებელია. ამავე განცხადებაში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი, რას მოიცავს ეს პოზიცია, რა სპეციფიკური პასუხისმგებლობები ეკისრება და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი. ინტერვიუ გამოიყენეთ, კანდიდატებს შეკითხვები დაუსვით, მათი ცოდნა და უნარები შეაფასეთ; და სრული წარმოდგენა შეგექმნებათ იმის თაობაზე, იქნება თუ არა კარგი შენაძენი გუნდისთვის ესა თუ ის კანდიდატი. არ დაივიწყოთ, რომ როდესაც პერსონალს დაიქირავებთ და სათანადოდ მოამზადებთ, თქვენი მთავარი პრიორიტეტი კადრების დენადობის მინიმუმამდე დაყვანა უნდა გახდეს.

სტუმრების მენეჯმენტი

რესტორნების დღევანდელ კლიენტებს, განსაკუთრებით ე.წ. "მილენიალებს", გაცილებით მაღალი სტანდარტი აქვთ, ვიდრე ოდესღაც ვინმეს ჰქონია. წარმოიდგინეთ, ისინი თვით სწრაფი კვების რესტორნებსაც კი მაღალ მოთხოვნებს უყენებენ. მათთვის უპირველესი საზრუნავი დიეტა და კვება, ალერგია საკვების მიმართ, მგრძნობელობა და ინგრედიენტების ძიებაა. ამიტომ თითოეული სტუმრის მოთხოვნების სათანადოდ გარკვევა და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება აუცილებელია.

სასტუმროებს საკმაოდ ბევრი წყაროდან შეუძლიათ მომხმარებლის მონაცემებისა და პროფილის შეგროვება. ეს კი ბიზნესს კლიენტებთან გაცილებით ახლო ურთიერთობის დამყარებისა და მისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების საშუალებას მისცემს.

პერსონალმა სტუმრების სათანადოდ მომსახურება რომ შეძლოს, მომზადების სრული პროგრამა უნდა გაიაროს. ბიზნესის სტაბილური ზრდისთვის იმ კლიენტების ტიპების ღრმად შესწავლაა აუცილებელი, რომელთა მოზიდვასაც ფიქრობთ. ხოლო შემდეგ იმ მომსახურების შეთავაზება, რომელიც მათი სამიზნე აუდიტორიის ბაზის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

მსგავსი სტატია: დღეს ადამიანებს ავთენტური, ორიგინალური, ნამდვილი და ბუნებრივი შეთავაზებები სურთ

მდგრადი განვითარება

მდგრადი განვითარება იმ საშუალებების ერთობლიობაა, რომლითაც კომპანია პროგრესს აღწევს და კონკურენტულ უპირატესობას იყენებს. აუცილებელია იმ პრობლემების აღმოჩენა, რომლებიც ხელს უშლის რესტორატორებს მდგრადი განვითარების პრაქტიკის დანერგვას და იმ გზების ძიება, რომლებიც ამ საკითხის მოგვარებაში დაემარებათ. ამ კონცეფციაში ოთხი მაჩვენებელი იგულისხმება: ენერგიის, წყლის მოხმარების, ნარჩენებისა და კვების პროდუქტების მართვა.

რესტორნის მფლობელებმა უნდა იცოდნენ, რა სახის გავლენის მოხდენა შეუძლია მათ საქმიანობას გარემოზე და ამ საკითხშიც მომხმარებელიც უნდა გაანათლონ. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ შეუძლებელია ერთ საათში მდგრადი განვითარების მიღწევა. ეს დინამიკური, ხანგრძლივი პროცესია. სარესტორნო ბიზნესი გარემოსა და კვების სისტემებზე ახდენს გავლენას, რესტორატორებმა უნდა გაითვალისწინონ ეს ფაქტი და ბუნებრივი რესურსები გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარეშე გამოიყენონ.

მარაგების მართვა

რესტორნების მფლობელებმა ნარჩენების მართვაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. მარაგების ეფექტური მართვა ხარჯების დაბალი მაჩვენებლების შენარჩუნებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვინც ამას არ აკეთებს, გაუთვალისწინებელ ხარჯებს აწყდება და გადახარჯვა, ან პროდუქციის უკმარისობა აქვს მუშაობის დატვირთულ პერიოდებში. იმ თანამშრომლებმა, რომლებიც მარაგებს და მენიუს ფასებს აკონტროლებენ, შეკვეთის პროცესი ისე უნდა მართონ, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ნარჩენების რაოდენობა. ამასთან, მუდმივად უნდა მოხდეს ხარჯების ცვლილების კონტროლი, რაც მთლიან მოგებაზე ახდენს გავლენას. ძალიან მნიშვნელოვანია, სრული ინფორმაცია ინგრედიენტების ღირებულებაზე, რადგან ხარჯები შესაძლოა ცვალებადი იყოს.

რესტორანი ბიზნესის სფეროა და მისმა მფლობელებმა სწორად უნდა წარმართონ საბუღალტრო საქმიანობა, დოკუმენტაციაში მთელი ფინანსური ინფორმაცია შეიტანონ. ყველაზე ხშირად პრობლემებს შეცდომები ქმნის გაყიდვის გადასახადებში და მეტისმეტად ბევრი მარაგის შეკვეთა. რაც მეტად უფრთხილდებიან საკუთარ მარაგებს რესტორნის მფლობელები, მით მომგებიანი გახდება მათი ბიზნესი. საკვების ღირებულების ხარჯების გამოთვლა გაყიდვების პროპორციულად იმ შემთხვევაში გართულდება, თუ მარაგების აღნუსხვა ყოველდღიურად არ მოხდება.

მსგავსი სტატია: ჩემგან ყოველთვის გაიგონებთ: "რა მოხდება, თუ განსხვავებულად ვიმოქმედებთ?!

საგარ ნივი

Neve Hospitality-ის დირექტორი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს