საკუთარი ბიზნესი გაქვთ, მაგრამ ოქროს შეთავაზება მიიღეთ, რომ სხვასთან იმუშაოთ. როგორ უნდა მოიქცეთ? ქვემოთ სამ განსხვავებულ მარშრუტს განვიხილავთ, რომელთაგან თითოეულს აქვს საკუთარი რისკები და უპირატესობები.
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
შეკითხვა: მე მცირე ბიზნესი მაქვს, მაგრამ ეს ეს არის, დიდმა კომპანიამ შესანიშნავი პოზიცია შემომთავაზა იმაზე მეტი ფულით, ვიდრე ახლა გამოვიმუშავებ. როგორ უნდა მოვიქცე?
როგორი ირონიაა, არა? ანტრეპრენერებს მოსწონთ როდესაც საკუთარი თავის უფროსები თვითონ არიან, მაგრამ ისინი მოქმედებაზე არიან ორიენტირებულნი, მასშტაბურად აზროვნებენ და შრომა უყვართ, და ამიტომ დამსაქმებლებს სურთ მათი ხელში ჩაგდება.
ბუნებრივია, უზომოდ სასიამოვნოა, როდესაც გრძნობ, რომ გაფასებენ. თუმცა, ამის გამო მარტივად ვერ მიიღებთ გადაწყვეტილებას, ეს უბრალოდ კარგი საფუძველია, რომელზეც რაღაცის აწყობა შეიძლება. თქვენს სიტუაციაში რამდენჯერმე ვიყავი და სამი განსხვავებული მიდგომა ვცადე. აი, როგორ უნდა გაარკვიოთ, თუ რა არის თქვენთვის საუკეთესო.
ვარიანტი 1: დარჩით თქვენს ბიზნესში
Born Fitness-ს და Pen Name Consulting-ს მოვკიდე ხელი და რამდენიმე წლის შემდეგ, ერთ-ერთმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ მკითხა, Fortune 50-დან, ხომ არ გავუძღვებოდი ახალ ბიზნეს წამოწყებას. მე მიყვარდა ჩემი კომპანიები, მაგრამ შემოთავაზება მართლაც მაცდუნებელი იყო, მყვირალა ტიტულით და დიდი ხელფასით, ამიტომ მოვუსმინე მათ.
პირად ინტერვიუებზე რვა სხვადასხვა ადამიანს შევხვდი და თითოეულ მათგანს ორი მნიშვნელოვანი შეკითხვა დავუსვი: რას ნიშნავს წარმატების მიღწევა ამ კომპანიაში და ჩემი პირველი ექვსი თვის განმავლობაში რა სამუშაოზე იქნება გამახვილებული ყურადღება ? რვავემ განსხვავებული პასუხი გამცა და როდესაც კიდევ დავსვი შეკითხვები ვითარების გასარკვევად, დაძაბულობამ იჩინა თავი. აი, სულ ეს იყო, რის მოსმენაც მჭირდებოდა.
თუ კარგად იცნობთ საკუთარ თავს, მაშინ ისიც გეცოდინებათ, როდის აღწევთ წარმატებას და როდის რჩებით იმედგაცრუებული.
გასაუბრება დამეხმარა ამ კომპანიაში ჩემი მომავალი დამენახა, და ეს მომავალი ნამდვილად არ იყო ია-ვარდებით მოფენილი. საკუთარი ბიზნესის მართვა დიდი სიამოვნებაა მაშინაც კი, როდესაც ყველა შეკითხვაზე არ გაქვთ პასუხი. საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევაშიც კი იცით რაზე ხართ კონცენტრირებული და რას ნიშნავს წარმატების მიღწევა. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ეს ცვლადი ფაქტორები, იქ გადადით, სადაც ისინი გარანტირებული გექნებათ.
ვარიანტი 2: სხვა ბიზნესს შეუერთდით
ცოტა ხნის წინ მთხოვეს, კვების კომპანიის Ladder-ის ერთ-ერთი დამფუნებელი გავმხდარიყავი. რამდენიმე ბიზნესი უკვე მქონდა, მაგრამ ინვესტორებმა მაცდუნეს, სტარტაპში წილი და რაიმე ახლის შექმნის შანსი შემომთავაზეს.
ჩემს თავს ოთხი შეკითხვა დავუსვი: 1. რატომ დამაინტერესა ამ კომპანიამ? 2. რა ელოდა ჩემს ბიზნესს, თუ ამ საქმეს მოვკიდებდი ხელს? 3. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ექნებოდა ამ ბიზნესს, განვითარების საუკეთესო და ყველაზე ცუდ სცენარებში? 4. რის გამო შეიძლება ვინანო, ამ წინადადებზე დათანხმება ან არ დათანხმება?
ყველაზე რთული მეორე შეკითხვაზე აღმოჩნდა პასუხის გაცემა, რადგან არ ვიყავი მზად ჩემი რომელიმე ბიზნესი გასანადგურებლად გამემეტებინა. მაგრამ, მათი ინფრასტრუქტურის შეცვლის მეთოდს მივაგენი და ამიტომ წამოსვლა შევძელი. როდესაც ეს საკითხი მოვაგვარე, გადაწყვეტილების მიღებაში პასუხები დამეხმარა და Ladder-ს დავეთანხმე შემოთავაზებაზე.
ვარიანტი 3: ეს ყველაფერი ერთად გააკეთეთ
მიჩნეულია, რომ მხოლოდ ერთი სამუშაო უნდა გქონდეთ და ეს სრული სისულელეა.
თუ დარწმუნებული ხართ, რომ შეგიძლიათ სხვა ბიზნესი უფრო წარმატებული გახადოთ ისე, რომ ამან გავლენა არ მოახდინოს თქვენს ოპერაციებზე, მაშინ აუცილებლად უნდა სცადოთ. ნამდვილად ღირს იმის დანახვა, თუ როგორ შეცვლით სხვა კომპანიას ისე, რომ თქვენმა ზრდა-განვითარება არ შეწყვიტოს. (ოღონდ თავი არ მოიტყუოთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს, ბუნებრივია იმ დროზე აისახება, რომელიც გაქვთ).
თუ პოტენციური დამსაქმებელი არ არის დაინტერესებული, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ პირველ ან მეორე ვარიანტზე გადახვიდეთ. მაგრამ არავინ გეუბნებათ, რომ სხვების მიერ დადგენილ საზღვრებს ვერ დაანგრევთ და იმ შედეგს ვერ მიაღწევთ, რომელიც თქვენთვის ყველაზე სასურველია. მომწონს ჩემი ორი პატარა ვაჟისთვის თქმა: თქვენ არასდროს გეცოდინებათ, რის გაკეთება შეგიძლიათ, სანამ არ შეეცდებით და არც ის გეცოდინებათ,საერთოდ რა არის შესაძლებელი, თუ არ იკითხავთ. ეს მართლაც ასეა.
თუ თქვენი ვარიანტების ამოცნობასა და შეფასებას შეძლებთ, ნახავთ, რომ ეს დიდი შესაძლებლობაა და ნამდვილად მომგებიანი გადაწყვეტილება მიიღეთ. წარმატებები თქვენს გზაზე!