10 ლარი საჩუქრად რეგისტრაციისას და პირველი შეკვეთის განხორციელებისას "პროფი" საკუთარ პლატფორმაზე ახალ სერვისებს ნერგავს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თანამედროვე, დატვირთული გრაფიკისა და დროის მუდმივი დეფიციტის პირობებში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში, უკვე მყარად დაფუძნდა ქართული პლატფორმა - Profy, რომელიც სხვადასხვა საქმის პროფესიონალსა და დამკვეთს ერთმანეთს აკავშირებს და მომხმარებლებს სახლის საქმეების შესრულებას უმარტივებს. სულ ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ Profy ახალი სერვისების დამატებაზე მუშაობს და პლატფორმის ერთგულ მომხმარებლებს, სასიამოვნო განახლებებს უმზადებს.
Profy-ს ძირითად მიმართულებებს სახლის დალაგებისა და ხელოსნის მომსახურება წარმოადგენს, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამიერიდან პლატფორმაზე ხელმისაწვდომი იქნება სახლის წვეულებისთვის მიმტანის მომსახურება (დიასახლისის კატეგორიაში), რბილი ავეჯის ქიმწმენდის სერვისი ადგილზე მოსვლით და სხვა დამატებითი მომსახურებები. აღსანიშნავია, რომ "პროფის" აპლიკაციაში რეგისტრირებისას, მომხმარებელი ავტომატურად მიიღებს 10 ლარს "პროფის" ანგარიშზე, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველივე შეკვეთის განხორციელების შემთხვევაში 10 ლარიანი ფასდაკლებით დასაჩუქრდება.
პლატფორმის ახალი სერვისებიდან, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახლში მიმტანის მომსახურებაა. ალბათ ყველას გამოგვიცდია, რამდენად დამღლელი და მოუხერხებელია, რადესაც შინ სუფრას გააწყობთ, სტუმრებს მასპინძლობთ, მათთან საუბარი და მშვიდად ვახშამი გსურთ, თუმცა გიწევთ თეფშების გამოცვლა, კერძების დამატება და წვეულებებთან დაკავშირებული "ფუსფუსი". სწორედ ამ დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, Profy-მ გადაწყვიტა, რომ მიმტანის სერვისი სახლის წვეულებისათვის, რომელიც გაშლის, გააწყობს, მოგემსახურებათ და მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას მოგცემთ, თითოეული მომხმარებლისთვის აუცილებელ ფუნქციად იქცევა.
მოგეხსენებათ, ქართული პლატფორმა "პროფი" მიზნად ისახავს, ნებისმიერ ადამიანს მარტივად, სწრაფად და ხარისხიანად მოუგვაროს ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პრობლემები, როგორებიცაა: დალაგება, ონკანის შეკეთება, საოჯახო ტექნიკის რემონტი, ელექტრო გაყვანილობის ხარვეზები და მრავალი სხვა. მარტივად რომ ვთქვათ, "პროფი" არის აპლიკაცია, რომელმაც შესაძლოა ნებისმიერი ადამიანის სმარტფონში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს და განუყრელ მეგობრად იქცეს.
არსებობის თითქმის სამწლიანი პერიოდის განმავლობაში, "პროფიმ" მოახერხა ათეულობით ათასი მომხმარებელი და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტი დაეკავშირებინა და შესაძლებელი გაეხადა სულ რაღაც რამდენიმე "კლიკით", საშინაო საქმეების მარტივად მოგვარება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სერვისის დანერგვის მიმართ ქართული ბაზარი თავიდანვე საკმაოდ დადებითად განეწყო. მკვეთრი საწყისი ზრდის მიუხედავად, კომპანია განაგრძობს სწრაფ ზრდასა და ერთგული მომხმარებლების შეძენას, რომლებიც უკვე თითქმის ყოველკვირეულ რეჟიმში სარგებლობენ პლატფორმით. აღსანიშნავია, რომ Profy 60 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და მათი NPS (სამომხმარებლო ლოიალობის ინდექსი) ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. თავდაპირველად Profy-მ საქმიანობა ოსტატის მომსახურებით დაიწყო, თუმცა მალევე პლატფორმამ ბევრი გულშემატკივარი გაიჩინა და მათი მოთხოვნიდან გამომდინარე დალაგების სერვისიც დაემატა. დალაგების სერვისი ერთ-ერთი საუკეთესოა თბილისის მასშტაბით, როგორც დამლაგებელთა ანაზღაურების, ისე მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომობის კუთხით.
რაც შეეხება ახალ სერვისებს, "პროფი" არ აპირებს გაჩერებას და სულ მალე, მომხმარებლისთვის მომსახურებათა კიდევ უფრო ფართო სპექტრი გახდება ხელმისაწვდომი.