4UA - ფაბერი და VISA უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
იყიდე უკრაინული
იყიდე უკრაინელისგან
იყიდე უკრაინელისთვის
სწორედ ამ სამ მიმართულებას წარმოადგენს პროექტი 4UA, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად დღეიდან გაეშვა.
მობილურ აპლიკაცია ფაბერში ახლა უკვე შესაძლებელია უკრაინული ბრენდების და დიზაინერების კოლექციების შეძენა განახევრებული საკომისიოთი, ხოლო უკრაინიდან მათ უფასო ჩამოტანას VISA უზრუნველყოფს.
მოგეხსენებათ, ფაბერი როგორც სტარტაპი 2021 წლის ბოლოს მეორე ქვეყანაში, სწორედ უკრაინაში გაეშვა. კომპანიას საკმაოდ წარმატებული სტარტი ჰქონდა აღებული, 5000-მდე ორგანულად დარეგსიტრირებული მომხმარებლებით გეგმავდა აქტიური კომუნიკაციის დაწყებას მარტში, თუმცა ომმა ყველაფერი შეცვალა.
სწორედ უკრაინის მხარდასაჭერად, ფაბერმა სტრატეგიასთან ერთად ტექნოლოგიური ცვლილებები განახორციელა, და თუ მანამდე მხოლოდ ლოკალურად გეგმავდა სტარტაპი ოპერირებას, ახლა საზღვრები გახსნა და შესაძლებელი გახადა საქართველოდან უკრაინაში შოპინგი.
იყიდე უკრაინული
ფაბერმა გააერთიანა 40-მდე უკრაინული ბრენდი და დიზაინერი და საწყის ეტაპზე საქართველოში, შემდეგ კი საერთაშორისო გაყიდვებს გეგმავს.
მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მხარდაჭერის სურვილი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გავხადოთ და ერთი უბრალო მარტივი შესყიდვით მხარი დავუჭიროთ უკრაინელებს.
ფაბერის მიზანია, რომ უკრაინული მოდა და კულტურა ხელმისავწდომი გახდეს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბზე და წაახალისოს შეიძინონ უკრაინული.
იყიდე უკრაინელისგან
ფაბერის მიზანია, რომ უკრაინული გარდერობი ხელმისავწდომი გახდეს საერთაშორისო მასშტაბზე - უკრაინელი სელერებისგან შეძენა კი იყოს ყოველდღიურობის ნაწილი მათთვის, ვისაც უყვარს შოპინგი.
იყიდე უკრაინელისთვის
მთელი მსოფლიო ჩართულია, რომ სხვადასხვა სახით დაეხმაროს უკრაინელ ხალხს. ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვემატებინა ე.წ NEED LIST-ი, სადაც თავად უკრაინელები შეიყვანენ ინფორმაციასა და დეტალებს თუ რა სჭირდებათ მათ და ამის მიხედვით შესაძლებელი იქნება კონკრეტული ნივთი საკუთარი ფაბერის გარდერობიდან აჩუქო, უყიდო ან უბრალოდ ფინანსური დახმარება გაუწიო უკრაინელს. ამ ინიციატივის დადებითი მხარე ის არის, რომ იცი ვის ეხმარები და რომ შენი დახმარება გამოადგება ნამდვილად სჭირდება.
სწორედ ეს სამი მიმართულება წარმოადგენს პროექტს 4UA, რომელითაც ფაბერი და VISA ქართველ მომხმარებელს საშუალებას აძლევს შოპინგი სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლო გახდეს, და თუ გვექნება საშუალება ავირჩიოთ უკრაინული, უკრაინელისგან, უკრაინელისთვის და მხარი დავუჭიროთ უკრაინას!
ფაბერის ახალი ვერსია, სადაც წარმოდგენილია 4UA პროექტი უკვე ხელმისაწვდომია როგორც App Store ისე Google მარკეტზე.