Cyber Monday Sale! 50% Off All Access

$9,4-მილიონიანი კომპენსაცია, კაფეში წყლის მაგივრად სადეზინფექციო სითხით ''გამასპინძლებისათვის''

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აშშ-ში პოპულარულ რესტორნების ქსელში − Cracker Barrel, 2014 წლის აპრილში, უილიამ კრონონს წყლის ნაცვლად ჭიქა სანიტაიზერი მიართვეს. სასამართლომ კი, სულ ახლახან, კომპანიას დაზარალებულისათვის კომპენსაციის სახით $9,4 მილიონის გადახდა დააკისრა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, თითოეული ჩვენგანისთვის ხელების სპეციალური სადეზინფექციო სითხით დამუშავება რუტინის განუყოფელ ნაწილად იქცა, თუმცა წლების წინ, ამ საშუალებებს ძირითადად ტექნიკური დანიშნულება ჰქონდა და ასე ფართოდ არ იყო გავრცელებული.

2014 წლის აპრილში, უილიამ კრონონმა Cracker Barrel-ში (მერიონის ოლქი, ტენესის შტატი), ჭიქა წყალი მოითხოვა, ხოლო ამის მაგივრად ჭიქა სამზარეულოს სადეზინფექციო საშუალება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო Eco-San − საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალება, რომელსაც რესტორანი სამზარეულოს დასასუფთავებლად იყენებდა, მას ჭურჭელში ინახავდნენ, რომელსაც წარწერა არ ჰქონდა. კრონონმა პირის ღრუსა და საყლაპავის დამწვრობა მიიღო და დღემდე იტანჯება, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი თითქმის 8 წლის წინ მოხდა.

WTVC-ის რეპორტიორმა სამუელ პენიამ განმარტა, რომ ხსენებული Eco-San ჯანმრთელობის რისკის მიხედვით მე-3 კატეგორიითაა კლასიფიცირებული (მისი უსაფრთხოების მონაცემების თანახმად), რაც იმას ნიშნავს, რომ ქიმიური ნივთიერება უკიდურესად სახიფათოა.

კრონონის სასამართლო პროცესზე დაძაბულობამ კიდევ იმატა, როდესაც ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება გამოაცხადეს. რესტორნების ქსელმა მას უზარმაზარი თანხა, $9.4 მილიონი უნდა გადაუხადოს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად და კიდევ $730,000 − ეკონომიკური ზარალის კომპენსაციისათვის.

"ჩვენ დიდ პატივს ვცემთ სასამართლოს, მაგრამ აშკარად იმედგაცრუებულნი ვართ და კატეგორიულად არ ვეთანხმებით მსაჯულთა გადაწყვეტილებას საკომპენსაციო თანხის შესახებ. საუბარია ერთადერთ სამწუხარო ინციდენტზე, რომელიც ჩვენთან რვა წლის წინ მოხდა", − ნათქვამია Cracker Barrel-ის განცხადებაში, რომელიც მან WTVC-ისთვის გააკეთა, − "ამ განაჩენთან დაკავშირებით ჩვენ საკუთარ ვარიანტებს განვიხილავთ, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ კმაყოფილები ვართ, რაკი ეს საკითხი უკან დარჩა და ჩვენს სტუმრებსა და თანამშრომლებზე უკეთ გავამახვილებთ ყურადღებას მთელი ქვეყნის მასშტაბით".

თომას გრირის − კრონონის ადვოკატის თქმით, არ ელის, რომ მისი კლიენტი მრავალმილიონიან კომპენსაციას მიიღებს, რადგან რესტორნების ქსელი, სავარაუდოდ, გაასაჩივრებს განაჩენს.

"ნაფიც მსაჯულებს სულ 30 წუთი დასჭირდათ ვერდიქტის გამოსატანად − კომპენსაცია ზარალისათვის $4.3 მილიონი. ეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი განაჩენია, რაც ოდესმე გვინახავს, და გარდა ამისა, მათ დამატებითი განხილვის დაწყებიდან სულ 10 წუთში საჯარიმო სანქციებიც დააკისრეს $5 მილიონის ოდენობით", − განუცხადა გრირიმ CNN-ს, − "განაჩენის გამოტანის სიჩქარე და თანხა, რასაც ვითხოვდით, სრულიად ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად საშიში იყო Cracker Barrel-ის პოლიტიკა".

კრონონს ჯერ არც განაჩენზე გაუკეთებია კომენტარი და არც სასამართლო პროცესზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს