Get All Access for $5/mo

Adapter.ge - თქვენი ბიზნესის გაციფრულება უმოკლეს დროში ვინ დაიწყო ბიზნესი 2020 წელს?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ნიკოლოზ ფოფხაძე – ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი

2020 წელს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა – კორონავირუსის პანდემიამ ბიზნესები და ადამიანები აიძულა "ჩაკეტილიყვნენ", რამაც მძიმე დარტყმა მიაყენა მათ. მეწარმეებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ დახმარება ამ ახალ რეალობასა და გამოწვევებთან ადაპტირებისათვის, Adapter.ge კი მათთვის მზა გადაწყვეტაა ბიზნესის გადასარჩენად.

"ადაპტერის" მისიაა, დაეხმაროს ბიზნესებს, უმოკლეს დროში შეძლონ პროდუქტებისა და სერვისების გაციფრულება, რათა არ გააჩერონ საქმიანობა და წარმატებით განახორციელონ ციფრული ადაპტაცია, ბიზნესის კვლავ ასამოქმედებლად.

მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ და ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში, სადაც კომპანიათა საერთო რაოდენობის საშუალოდ 95% სწორედ მცირე და საშუალო ზომის ფირმებზე მოდის, ახალი სამუშაო ადგილების თითქმის 2/3-ს, უფრო კონკრეტულად, 64%-ს, სწორედ ეს კომპანიები ქმნიან. საქართველოში კი ეს ინდუსტრია რომ სწრაფად განვითარდეს, ბიზნესების მმართველებს აუცილებლად სჭირდებათ წვდომა ისეთ ტექნოლოგიებზე, რომელთა მეშვეობითაც შეძლებენ თავიანთი ბიზნესების ციფრულ სამყაროში ინტეგრირებას.

Adapter.ge-ის პროექტის გაშვებიდან 880-ზე მეტმა ბიზნესმა თუ მეწარმემ მიმართა განაცხადებით, რაც იმას ნიშნავს, რომ უამრავი ბიზნესი ამ რთული პერიოდისთვის მზად არ იყო. აღნიშნული პროექტით ციფრული ადაპტირება კი ძალიან დროული და მეტიც − ერთადერთი გზა აღმოჩნდა ბიზნესებისათვის, რათა საკუთარი პროდუქტებისა და მომსახურებების გაყიდვა არ შეეჩერებინათ.

პანდემიამ შეცვალა სამყარო, თუმცა ვერ შეცვალა ადამიანების მოთხოვნა პროდუქტებსა თუ მომსახურებებზე. Adapter.ge-ის ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორია www.extra.ge − ყველაზე დიდი ინტერნეტმოლი საქართველოში, სადაც ბიზნესების მფლობელებს შეუძლიათ საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება მოაქციონ ერთ სივრცეში, რომელსაც დღეში 40 000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს. Extra.ge გარდა პროდუქტების სავაჭრო სივრცეში განთავსებისა, უზრუნველყოფს მათ ლოგისტიკასაც, კერძოდ მომხმარებლისთვის სასურველ მისამართზე მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით. ბიზნესებს აქვთ საშუალება, ასევე ისარგებლონ საწყობის მომსახურებითაც.

Adapter.ge-ის მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს აგრეთვე პლატფორმა Optimo.ge რომელიც არის ბიზნესმართვისა და აღრიცხვის თანამედროვე, ციფრული ხელსაწყო. მისი მეშვეობით, უპირველესად, არსებული, ფიზიკური მარაგების აღრიცხვა და გაციფრულება ხდება, ხოლო შემდეგ დისტანციურადაა შესაძლებელი მარაგებისა და გაყიდვების კონტროლი, შემოსავლების აღრიცხვა, პროდუქტების სტატისტიკის ნახვა, RS-ზე ატვირთული ზედნადებების კორექტირება/დადასტურება და სხვა მნიშვნელოვანი საოპერაციო პროცესების განხორციელება.

"ადაპტერი" საერთო პლატფორმაა, სადაც ვერთიანდებით ციფრული ადაპტაციისთვის. ჩვენი და საკუთარი პარტნიორების ცოდნის, გამოცდილებისა თუ სხვა რესურსების გამოყენებით გვჯერა, რომ აუცილებლად შევძლებთ არსებული გამოწვევების დაძლევას და წარმატებით ადაპტირებას ახალ გარემოსთან", – ნიკოლოზ ფოფხაძე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!