Get All Access for $5/mo

არდის და Calen AI-ს თანამშრომლობით,საქართველოსა და მსოფლიოში პირველი, AI Enterprise ხელოვნური ინტელექტის მქონე, ქართულენოვანი ხმოვანი სადაზღვევო ასისტენტი შეიქმნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სადაზღვევო კომპანიაში "არდი" მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეა. "არდელების" რიგებს პირველი ხელოვნური ინტელექტის მქონე თანამშრომელი − არდიანა შეუერთდა.

არდიანა − პირველი AI Enterprise ხმოვანი ასისტენტია მსოფლიოში, რომელიც ქართულ ენაზე საუბრობს. ის "არდის" დაზღვეულებს პირველ ეტაპზე ყველაზე მოთხოვნადი მომსახურების − ოჯახის ექიმებთან ვიზიტების დაჯავშნაში დაეხმარება, უპასუხებს პირველივე ზარზე და არასოდეს დააყოვნებს მათ მოლოდინის რეჟიმში ყველაზე გაზრდილი მომართვიანობის დროსაც კი.

პროექტი ტექნოლოგიურ სტარტაპ Calen AI-სთან კოლაბორაციით შეიქმნა, რომელიც Georgian Startup Summit-ის ერთ-ერთი გამარჯვებული და Google-ის ჯილდოს მფლობელია Conversation Design-ის მიმართულებით.

როგორ შეხვდნენ თანამშრომლები არდიანას, რა სახის პოზიტიურ ცვლილებებს უნდა ელოდონ "არდის" დაზღვეულები არდიანას შექმნით და რას შეცვლის ეს სიახლე გლობალურად ქართულ ენასთან მიმართებაში? − ამასთან დაკავშირებით Entrepreneur გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს "არდის" ბიზნესის განვითარების დირექტორ თეონა გოდერიძესთან და Calen AI-ის დამფუძნებელ ირაკლი ბესელიძესთან:

"პოსტპანდემიურ პერიოდში აღმოვაჩინეთ, რომ სულ უფრო და უფრო გვიჭირდა ისეთი საკადრო რესურსის მოძიება, რომელთაც ერთდროულად მოთხოვნადი და საჭირო ფუნქცია, მაგრამ ამავდროულად დიდწილად რუტინული საქმიანობა უნდა შეესრულებინათ. ასეთს წარმოადგენდნენ მაგალითად 24/7 რეჟიმში მომუშავე ქოლცენტრის ის თანამშრომლები, რომლებიც ოჯახის ექიმებთან ვიზიტების ორგანიზებაში ეხმარებოდნენ ჩვენს დაზღვეულებს, საკადრო დეფიციტი კი ქმნიდა მოლოდინის რიგებს სატელეფონო არხებში, რომლის მიმართ არცერთი ჩვენგანი ტოლერანტული არ ვართ მომხმარებლის ამპლუაში. სწორედ ამ დროს, ჩვენი ყურადღება მიიქცია ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა − CalenAI-იმ, რომელთან ერთადაც გადავწყვიტეთ შეგვექმნა ეს ტექნოლოგიური ექსპერიმენტი − უნიკალურ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული და ქართულ ენაზე მოსაუბრე ვირტუალური ხმოვანი ასისტენტი, რომელსაც არდიანა ვუწოდეთ.

რამდენადაც მოულოდნელადაც უნდა ჟღერდეს, არდიანას გამოჩენას ყველაზე პოზიტიურად თავად ქოლცენტრის თანამშრომლები შეხვდნენ. მათ ზუსტად გაიაზრეს, რომ ვირტუალური ხმოვანი ასისტენტი საშუალებას მისცემდა დაეზოგათ საკუთარი დროის რესურსი მარტივ და რუტინულ ზარებზე, ხოლო მაქსიმალურად მეტი რესურსი ჰქონოდათ ისეთი ინდივიდუალური საჭიროების მომართვების ხარისხიანად მოსამსახურებლად, სადაც შეუცვლელი და უნიკალური − ადამიანური ემპათია, ფოკუსირება და პრობლემის ინდივიდუალური გადაწყვეტაა საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ არდიანა უკვე საკმაოდ რთულ ლოგიკებს ამუშავებს და ცდილობს ქართულ ენაზე გამართულად ისაუბროს, იგი ყოველდღიურად სწავლას აგრძელებს და მით მეტად იხვეწება, რაც უფრო ბევრს ესაუბრებიან მას ჩვენი დაზღვეულები. ამიტომ, ჩვენი დაზღვეულების მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს, რომ ნაკლებად კრიტიკულები იქნებიან მის მიმართ და პირიქით − დაეხმარებიან, რათა ძალიან მალე გახდეს მათთვის ყველაზე კომფორტული ვირტუალური სადაზღვევო ასისტენტი", − აღნიშნავს თეონა გოდერიძე, "არდის" ბიზნესის განვითარების დირექტორი.

"ვამაყობთ, რომ ასეთი მნიშვნელობის პროექტზე ვიმუშავეთ "არდისთან" ერთად. საქართველოს ბაზარზე დამკვიდრებამდე Calen AI არაერთი წელია ოპერირებს უცხოეთის ბაზრებზე − ავსტრალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა, 2020 წელს როგორც კი Google Conversation Design-ის პროტოტიპში პირველად გამოჩნდა ქართული ენა, მაშინვე გაჩნდა დიდი სურვილი, რომ პირველი ქართულენოვანი ხელოვნური ინტელექტის მქონე ხმოვანი ასისტენტი შეგვექმნა. ეს იყო საკმაოდ რთული და შრომატევადი გზა, მაგრამ გვიხარია, რომ იგი წარმატებული აღმოჩნდა და პირველი, სრულყოფილი AI Enterprise ქართულენოვანი ასისტენტი გვყავს უკვე საქართველოში და მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ არდიანა ის უნიკალური პრეცედენტია, რომელიც თავად Google-ს "აიძულებს" ყოველწლიურად დახვეწოს ქართულენოვანი სკრიპტი და ისეთივე იდეალური სიზუსტის გახადოს, როგორც სხვა, ფართოდ გავრცელებული სასაუბრო ენებია. ჩვენ ვაგრძელებთ არდიანას კიდევ უფრო განვითარებას და ძალიან მალე ის არაერთ სხვა სადაზღვევო საკითხზეც გაუწევს ასისტირებას როგორც "არდის" დაზღვეულებს, ისე თავად "არდის" სატელეფონო ცენტრის თანამშრომლებს, რითაც მნიშვნელოვნად გაუადვილებს მათ ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმს", − აღნიშნავს Calen AI-ის დამფუძნებელი ირაკლი ბესელიძე.

არდიანას გასაცნობად, "არდის" დაზღვეულებს შეუძლიათ ჩვეულებრივ ისარგებლონ არდის 24/7 სატელეფონო ცენტრში დარეკვით: 032 210 10 10 და ოჯახის ექიმთან ვიზიტის დასაგეგმად აკრიფონ ღილაკი − 3. დღეიდან ყველა ზარს უკვე არდიანა მოემსახურება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!