Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ბარათით გადახდილი თანხა, ბიზნესს ანგარიშზე რამდენიმე წუთში ჩაერიცხება - განვითარების ახალი შესაძლებლობა ბიზნესისთვის საქართველოს ბანკისგან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მოგეხსენებათ, საქართველოს ბანკისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო, ახალი შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს, რისთვისაც სულ ახლახან, ბანკმა მომხმარებლებს ბიზნეს-ანგარიშზე თანხის მომენტალური ჩარიცხვა შესთავაზა. ამიერიდან ნებისმიერი ბანკის, ნებისმიერი ბარათით, (მათ შორის არაქართული ბარათით განხორციელებული ტრანზაქციისას) მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა ბიზნესს რამდენიმე წუთში ჩაერიცხება, რაც მას თანხის მყისიერად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს, გაუმარტივებს ბიზნესპროცესებს და ბევრად მოქნილს გახდის ოპერირებას. აღსანიშნავია, რომ მომენტალური ჩარიცხვა ვრცელდება შაბათ-კვირის დღეებში განხორციელებულ ტრანზაქციებზეც, რაც აქამდე ბიზნესისთვის დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა, ვინაიდან უქმე დღეებში გადარიცხული თანხის ანგარიშზე ასახვას რამდენიმე დღე სჭირდებოდა.

სიახლესთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად, Entrepreneur საქართველოს ბანკის გადახდების მართვის დეპარტამენტის დირექტორს, დავით ბეჟიაშვილს ესაუბრა.

"როგორც ყოველთვის, ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ბიზნესების განვითარებას თანამედროვე და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების შეთავაზების საფუძველზე. ამჯერად, ჩვენ დავნერგეთ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებთან მყისიერი ანგარიშსწორების მეთოდი. მას შემდეგ, რაც საბანკო ბარათის მფლობელი მოახდენს გადახდას, შესაბამისი თანხა რამდენიმე წუთში აისახება ბიზნესის ანგარიშზე. რაც მთავარია, ჩვენ არ ვარჩევთ ბარათის ტიპებს ან იმას, თუ ვის მიერაა ბარათი ემიტირებული, ნებისმიერი ბანკის ბარათით, მათ შორის უცხო ბარათით გადახდილი თანხაც ონლაინ რეჟიმში ჩაირიცხება შესაბამის ანგარიშზე. აღნიშნულ პროდუქტზე ძალიან ბევრი ფინანსური კომპანია მუშაობს და ეს არის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი სახის მომსახურება მიეწოდება ბიზნესს", - აცხადებს დავით ბეჟიაშვილი.

საქართველოს ბანკის გადახდების მართვის დეპარტამენტის დირექტორის თქმით, როდესაც ბანკი ბიზნესების საჭიროებებს აანალიზებდა, სხვა საკითხებთან ერთად, გამოიკვეთა ფულად სახსრებთან ხელმისაწვდომობის პრობლემა. როგორც ცნობილია, ბარათით გადახდილი თანხა ბიზნესს ერიცხება საუკეთესო შემთხვევაში მეორე დღეს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ანგარიშსწორება ხდება მესამე დღესაც. ეს ხელს უშლის ფულადი სახსრების მოძრაობას. თანხის მყისიერი მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო სეგმენტისთვის, მათი ბიზნესპროცესების სწორად წარმართვის უზრუნველსაყოფად. "საქართველოს ბანკის საგადახდო პროდუქტებით სარგებლობის შემთხვევაში, ბიზნესს საშუალება ექნება მიიღოს თანხები გადახდის პარალელურად და მოახდინოს ანგარიშსწორება მომწოდებლებთან დაყოვნების გარეშე, შეივსოს მარაგები, კიდევ უფრო გაზარდოს ბრუნვა და შესაბამისად შემოსავალი", - აღნიშნავს ბატონი დავითი.

როგორც ბანკში აცხადებენ, მათი მიზანი იყო გადახდის პარალელურად თანხა ასახულიყო კომპანიის ანგარიშზე და უნაღდო ანგარიშსწორების ვადა გათანაბრებულიყო ნაღდი ფულით გადახდასთან. ხოლო მყისიერი ანგარიშსწორების დანერგვით საქართველოს ბანკი ხელს უწყობს უნაღდო ანგარიშსწორების კიდევ უფრო პოპულარიზაციას და ნაღდ ანგარიშსწორებაზე დამოკიდებულების შემცირებას.

რაც შეეხება გადახდების ინტეგრაციის პროცესს, ბანკის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე, აღმოჩნდა, რომ ეს ბიზნესებისგან მოითხოვდა მნიშვნელოვან რესურსს და განსაკუთრებულ ცოდნას, რაც შემაფერხებელი ფაქტორი იყო. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესს სჭირდებოდა სხვადასხვა სახის გადახდები, როგორიცაა ბარათით გადახდა, ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის გამოყენებით გადარიცხვა და განვადება.

"გადავწყვიტეთ გაგვემარტივებინა პროცესი, რათა ყოველგვარი აიტი დეველოპმენტის გარეშე, სწრაფად და მარტივად მომხდარიყო ჩვენი გადახდის არხის ჩაშენება ონლაინ გადახდებში. დღეს უკვე ერთი ინტეგრაციით ვთავაზობთ მომხმარებლებს მიუერთდნენ ჩვენი საგადახდო სისტემას. რაც მთავარია ეს ინტეგრაციაც იმდენად მარტივია, რომ რამდენიმე "დაწკაპუნებით" უკვე შესაძლებელია გადახდების მიღება, თან ყველა პროდუქტი ერთ სივრცეშია თავმოყრილი, ერთ ინტეგრაციის ხდება ყველა ჩვენი გადახდის მეთოდის მიღება. 5 დღიანი პროცესი გავამარტივეთ და შევამცირეთ 15 წუთამდე. შედეგის სახეზეა, უფრო მეტი და მეტი კომპანია ერთვება ჩვენს სისტემაში", - გვიამბობს დავით ბეჟიაშვილი.

ცხადია, საქართველოს ბანკი ამ სიახლეზე გაჩერებას არ აპირებს და ბიზნესისთვის საჭირო საბანკო პროდუქტებისა თუ სერვისების განვითარებაზე პერმანენტულად ზრუნავს. ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის, წინ ქართული კომპანიების მხარდაჭერისა და მათთვის მეტი შესაძლებლობის გაზიარების მიზნით ბანკმა შექმნა Made in Georgia-ს კამპანია, რომელიც კამპანიაში ჩართულ ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. აღნიშნული შეთავაზებების ფარგლებში, საქართველოს ბანკის მიზანია, მხარი დაუჭიროს ქართულ ბიზნესს, ხელი შეუწყოს მათ განვითარებას და საქართველოში შექმნილი პროდუქციის პოპულარიზაციას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!