Get All Access for $5/mo

ბიზნესი VS კორონავირუსი - ზვიად კვარაცხელია (გამომცემლობა "ინტელექტი" და გამომცემლობა "არტანუჯი") "უცებ, როცა თითქმის ყველაფერი გაჩერდა და ეგზისტენციურ საფრთხეს დახურულ სივრცეებში გავერიდეთ, ფიქრისთვის ბევრი დრო გამომიჩნდა"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

პანდემიის გამოცხადების პირველსავე დღეებიდან, როცა ცხოვრებამ და პროფესიულმა საქმიანობებმა დისტანციურ რეჟიმში გადაინაცვლა, ვცადეთ საკუთარ თავში და ჩვენს გუნდში აღმოგვეჩინა ძალები, რომ ფსიქოლოგიურადაც გავმკლავებოდით ამ ურთულეს გამოწვევას და უამრავი დაწყებული პროექტიც არ გაგვეჩერებინა. ცხადია, ეს ადვილი არ ყოფილა. დაიხურა წიგნის მაღაზიები, შეიზღუდა ონლაინგაყიდვები, მაშინ, როცა შინ გამოკეტილი ადამიანებისთვის ასეთ დროს ახალი (სასურველი) წიგნის მიწოდება აუცილებელი იყო.

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ, რომლის გამგეობის წევრებიც რამდენიმე წელია "ინტელექტი" და "არტანუჯი" არიან, ერთ-ერთმა პირველმა წარუდგინა მთავრობას ქართული წიგნის ბაზრის გადარჩენის 9-პუნქტიანი გეგმა: ექვსი თვის განმავლობაში გამომცემლებისა და წიგნის გამავრცელებლების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება, მცირე გრანტები პატარა გამომცემლობებისთვის, ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლების პროექტისთვის ბიუჯეტის გაზრდა, შემოქმედებითი სტიპენდიები მთარგმნელებისთვის, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა სექტემბრის თვეში თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფიზიკური სახით ჩატარებისთვის, შუამდგომლობა საბანკო სექტორთან სესხებზე პროცენტის შემცირებისა და ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდებისთვის; მათგან ერთი-ორი პუნქტი მეტ-ნაკლებად განხორციელდა, თუმცა ჩვენ ვითხოვდით სწრაფ რეაგირებას და საჯარო სექტორისგან მასშტაბურ, ეფექტიან მხარდაჭერას, რადგანაც მთელი სფეროს დანაკარგი/ზარალი მაისისთვის უკვე 10 მილიონი იყო, და სავარაუდოდ, არც შემოდგომაზე იქნება სახარბიელო მდგომარეობა.

უცებ, როცა თითქმის ყველაფერი გაჩერდა და ეგზისტენციურ საფრთხეს დახურულ სივრცეებში გავერიდეთ, ფიქრისთვის ბევრი დრო გამომიჩნდა. ეს, დამეთანხმებით, ფუფუნებაა, როცა ყოველდღიურად უამრავი მსხვილმან-წვრილმანი დეტალების მოგვარებას საათები ეწირება. ერთი მხრივ, გადარჩენის რეჟიმში ყოფნამ და მეორე მხრივ, გამომცემლობების მიერ განვლილ პერიოდზე (განხორციელებულ პროექტებზე) დაფიქრების შესაძლებლობამ ბევრი რამ დამანახა ახლებურად, სხვაგვარად. დავით წერედიანი ამბობს თავის ჩანაწერებში: "მოწყენილობა ისეთი რამ არის, საგნებსა და მოვლენებს ახლოდან, ფართო პლანით რომ გიჩვენებს. დაგდებულ გირჩზე დაგხრის, ჭიანჭველების ბილიკს გაგავლევინებს". ვეცადე, ყველა გამოცემული თუ გამოსაცემად გამზადებული წიგნისთვის ახალი პერსპექტივიდან შემეხედა.

ვეცადეთ და ამ ეტაპისთვის უკლებლივ შევინარჩუნეთ მთელი საგამომცემლო გუნდი. არც ეს ყოფილა იოლი, მაგრამ ჩვენი სფერო სპეციფიკურია, შემოქმედებითი ფაქტორი და პროფესიონალიზმი გადამწყვეტ როლს ასრულებს, პროფესიონალები კი ცოტანი არიან. სექტორი, რომელიც ლიდერია მთელ რეგიონში და ქვეყანას ღირსეულად წარმოაჩენს საერთაშორისო ასპარეზზე, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ათეული წლების განმავლობაში, საქმეზე შეყვარებული ადამიანების მიერ იქმნებოდა, მაგრამ შეიძლება ძალიან მალე დაინგრეს, თუ ყველანი – მთავრობაც და კერძო სექტორიც – არ შევთანხმდებით, რომ კულტურა, მწერლობა, წიგნის გამოცემის საქმე, უპირობოდ პრიორიტეტული უნდა იყოს საქართველოში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია