ბორჯომში "რომპეტროლის" ფლაგმანი სადგური გაიხსნა სადგური ბორჯომის შესასვლელში, ვაშლოვანის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"რომპეტროლ საქართველო" ქსელის მასშტაბურ გაფართოებას განაგრძობს - ახალი სტრატეგიის ფარგლებში, კომპანიამ ბორჯომის მუნიციპალიტეტში პირველი ფლაგმანი ავტოგასამართი სადგური გახსნა.
"რომპეტროლის" ახალი სადგური ბორჯომის შესასვლელში, ვაშლოვანის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა. საზეიმო ცერემონიას "რომპეტროლ საქართველოს" გენერალური დირექტორი ზამანბეკ მირზაიანოვი, კომპანიის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
"კომპანია წარმატებით მიყვება KMG International–ის 5 წლიან სტრატეგიას, რაც საცალო ბაზარზე ქსელის ინტენსიურ გაფართოებას და განვითარებას გულისხმობს. Covid 19-სგან გამოწვეული საყოველთაო კრიზისის მიუხედავად, ჩვენ შევძელით არამხოლოდ ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებელთა დაცვა, არამედ გავაგრძელეთ ინვესტირებაც, რაც ცხადია, ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. წელს საქართველოში 6 ახალი ბენზინგასამართი სადგური გავხსენით და უახლოეს მომავალში კიდევ 4 სადგურის გახსნას ვგეგმავთ." - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი, ზამანბეკ მირზაიანოვი.
მიმდინარე წელს "რომპეტროლ საქართველოს" გახსნილ ახალ სადგურებში, ჯამში 65 ადამიანი, კონკრეტულად ბორჯომის სადგურზე კი 11 ადამიანი დასაქმდა. ახალი ობიექტები აღიჭურვა მსოფლიოში წამყვანი ბრენდის, TOKHEIM-ის გამშვები სისტემით, რომელიც ცნობილია თავისი დოზირების სიზუსტით და მაღალი ხარისხის კომპლექტაციით. ბენზინგასამართი სადგური ტექნიკური და უსაფრთხოების დაცვის ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.
"ბორჯომის სადგურის გახსნა ჩვენი მომხმარებლების დიდი სურვილიც იყო და მოხარულები ვართ რომ მათი თხოვნის შესრულება შევძელით. კომპანია მუდმივად მუშაობს, რათა დააკმაყოფილოს მომხმარებელთა საჭიროებები და მათ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი შესთავაზოს. ეს იქნება კომპანიის პირველი ფლაგმანი სადგური, სადაც მოგვიანებით გაიხსნება მარკეტი, კაფე და მოსასვენებელი ტერასა."- აცხადებს რომპეტროლის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეონა შალამბერიძე.
"რომპეტროლ საქართველომ" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავისი წვლილი შეიტანა კოვიდ 19-თან ბრძოლაში. კომპანიამ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 60,000 ლიტრი საწვავი უსასყიდლოდ გადასცა. თანამშრომლებზე ზრუნვის პროგრამის ფარგლებში კი სამუშაო ადგილი და ანაზღაურება ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნა.
მომავალ წელს კომპანია კვლავ გააგრძელებს მისი ახალი სტრატეგიით ქსელის ინტენსიურ გაფართოებას და სადგურების ძვირადღირებული განახლების პროექტის განხორციელებას. "რომპეტროლი" საქართველოს ბიუჯეტში ერთ-ერთი მსხვილი გადასახადების გადამხდელი კომპანიაა, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით 800 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.