Cyber Monday Sale! 50% Off All Access

BTU-ს გაზაფხულის დისტანციური ბუთქემფი The why not gallery-ს გამარჯვებით დასრულდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ანა ბოკო/Forbes Woman Georgia

ბრიტანეთის საბჭოს პროექტის "შემოქმედებითი ნაპერწკალი" ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, ვესტმინსტერის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, 28-29 მარტს ინტენსიური სტარტაპ-ბუთქემფი დისტანციურად ჩაატარა, 4 აპრილს კი დისტანციური სტარტაპების დემო-დღე ჩატარდა, რომელიც The why not gallery-ის გამარჯვებით დასრულდა.

ბუთქემფის ინტენსიური სესიების დროს, შერჩეულმა სტარტაპებმა მენტორის დახმარებით იმუშავეს იდეისა და ბიზნესგეგმის სრულად დახვეწაზე და ერთწუთიანი ვიდეოფიჩის მომზადებაზე.

Why Not Gallery გვანცა ჯიშკარიანისა და ელენე კაპანაძის ერთობლივი პროექტია. გალერეა წარმოაჩენს თანამედროვე, ახლაგაზრდა ქართველ ხელოვნებს, რომლებიც გამოირჩევიან საკუთარი პროგრესული აზროვნებით და ამას საკუთარი ნამუშევრებით გამოხატავენ. The Why Not Gallery 2018 წლიდან არსებობს, როგორც თანამედროვე ქართველი და უცხოელი ხელოვანებისთვის პლატფორმა იდეების გასაცვლელად და ნამუშევრების შესაქმნელად. 2019 წელს, გალერეამ gift shop-იც დაიმატა, რისი მიზანიც ქართულ ბაზარზე არსებული ნიშის შექმნა და შევსება იყო. ეს ნიშაა თანამედროვე ხელოვანების მიერ შექმნილი შეზღუდული რაოდენობის ნივთების სერიები, რომელთა შეძენით ადამიანებს საშუალება ეძლეოდათ, ჰქონოდათ როგორც არტისტის ნამუშევარი შედარებით დაბალ ფასად, ასევე ძალიან ლამაზი და მაღალი ხარისხის ნივთები. მსგავსი ნივთების პრეცედენტი ქართულ ბაზარზე არ არსებობდა და ყველა მუზეუმის მაღაზიაშიც კი ვერ იპოვიდით მოქმედი ქართველი ხელოვანების საინტერესო ნამუშევრებს. 2019 წლიდან დღემდე, გიფტ-შოპმა ხელოვანებთან კოლაბორაცით შექმნა 20-ზე მეტი ექსკლუზიური ნივთი და სხვადასხვა გალერეასთანაც წარმატებით თანამშრომლობს.

ინტენსიური ბუთქემფის ფარგლებში, სტარტაპმა The Why Not Gallery მენტორთან ერთად საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მიმართულებით იმუშავა, რაშიც სტარტაპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაეხმარება. საერთაშორისო ბაზარზე გასვლა გულისხმობს ქართველი არტისტების პოპულარიზაციას საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ბუთქემფის ყველა მონაწილეს მიეცემა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს პროექტის "შემოქმედებითი ნაპერწკალი" ფარგლებში დაგეგმილ იდეაფესტის კონკურსში. იდეაფესტის გამარჯვებული მიიღებს ფულად პრიზს 1000 ფუნტის ოდენობით.
ბუთქემფის მონაწილე სტარტაპებს საშუალება ექნებათ მაისში შეავსონ აპლიკაციები ბრიტანეთის საბჭოს პროექტის "შემოქმედებითი ნაპერწკალი" Big Idea Challenge-ში მონაწილეობისთვის.
გაზაფხულის დისტანციური ბუთქემფის მენტორი გიორგი კინწურაშვილი − ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. საქართველოს ბანკის ელექტრონული საბანკო ინოვაციების მენეჯერი. სტარტაპ-მენტორი. კურსის − ინოვაცია და მეწარმეობა, ლექტორი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს