Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ჩინეთი კრიპტოვალუტებს "კარს უხურავს" შეძლებს, თუ არა ციფრული ვალუტების ბაზარი ამ შოკთან გამკლავებას?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Decrypt

მაისის ბოლოს, ჩინეთის ფინანსური მარეგულირებლების მხრიდან, ქვეყანაში კრიპტოვალუტაზე მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. ამ განცხადებიდან მალევე, ბიტკოინის ფასი, 30%-ით - 30 000 დოლარამდე შემცირდა. ვინაიდან, ჩინეთი მსოფლიო ეკონომიკის მსხვილი მოთამაშეა, მისი ახალი შეზღუდვები კრიპტოვალუტის გლობალურ ბაზარზე, სერიოზულ რყევებს მოასწავებს.

ჩინეთის მარეგულირებლებმა საგადახდო და ფინანსურ უწყებებს, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ნებისმიერი სერვისის გაწევა აუკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს კრიპტობირჟებზე ციფრულ ფულის ფლობა შეეძლებათ, ისინი მათ ვეღარ გამოიყენებენ. ახალი კანონების თანახმად, ინვესტორები, კრიპტოვალუტების შესაძლო სპეკულაციის საფრთხის შესახებ უნდა იყვნენ გაფრთხილებული.

ჩინეთის ფინანსური უწყებები, ჯერ კიდევ 2013 წლიდან, ბიტკოინისა და სხვა ციფრული ერთეულების მიმართ, სკეპტიკურად არიან განწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ ამავე 2013 წლიდან, ჩინეთში კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი მკვეთრად გაიზარდა და კრიპტო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ფინანსების მასობრივი აკუმულირების კამპანია დაიწყო, დეკემბრისთვის ჩინეთმა ბანკებსა და შიდა ბირჟებს, კრიპტოვალუტებით ტრანზაქციების შესრულება აუკრძალა.

2016 წელს, ჩინეთში ბიტკოინი მკვეთრად გაუფასურდა, თუმცა 2017 წლის სექტემბერში მარეგულირებლები კვლავ ჩაერივნენ, აკრძალეს ციფრული მონეტების პირველადი მიწოდება, რითიც, მათი აზრით, ფინანსური რისკები შეზღუდეს და კრიპტოინვესტორები დაიცვეს.

2018 წელს, ჩინეთმა საბოლოოდ დატოვა კრიპტოვალუტების ბაზარი, რამაც ბიტკოინის ფასის 65%-ანი ვარდნა, 85 ICO პლატფორმისა და 90-მდე ციფრული ვალუტით სავაჭრო სივრცის ბაზრიდან გასვლა გამოიწვია.

2019 წელს, ჩინეთის მთავრობამ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების სარგებელი აღიარა და ჩინეთის ცენტრალური ბანკისათვის, საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნის შესახებ დააანონსა.

თუკი უახლოეს წარსულს გავითვალისწინებთ, ჩინეთის მხრიდან კრიპტოვალუტების წინააღმდეგ ბრძოლა, გასაკვირი სულაც არაა. ოფიციალური პირები აქტიურად ავრცელებენ მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ ვირტუალურ ვალუტებს არ აქვს რეალური ღირებულება. ეს ახალი კანონები კი, იმის დამსახურებაა, რომ ბოლო დროს ჩინეთში კრიპტოვალუტების პოპულარობამ კვლავ იმატა.

დღესდღეობით, ბიტკოინი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. ილონ მასკის მიერ ბიტკოინის მაინინგის არაეკოლოგიური მიდგომების შესახებ კრიტიკამ, ეს ციფრული ერთეული 17%-ით გააუფასურა. მისი ღირებულება, მანამდე 50 000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, თუმცა ჩინეთის მხრიდან ახალი შეზღუდვების შემოღების შემდეგ, ფასი 30 000-მდე დაეცა.

როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ავტორიტეტული ექსპერტი ამბობს, ბიტკოინი საკმაოდ არასტაბილური საინვესტიციო აქტივია. თუმცა, მისი მდგრადობა ნაკლებად განსხვავდება აქციების ინვესტირებისაგან. როდესაც ბაზარზე საქმე კარგად მიდის, ინვესტორები თამამად აბანდებენ ფულს, როგორც კრიპტოვალუტაში, ისე აქციებში, თუმცა საკმარისია ოდნავი ნეგატიური მოლოდინები გაჩნდეს, რომ უდიდესი უმრავლესობა, პანიკურად იშორებს მის ხელთ არსებულ ფასიან ქაღალდებს. სწორედ ამიტომაა ინვესტორისათვის მთავარი მოთმინება. ვინც გამოიჩენს მოთმინებასა და სიდინჯეს, იგი აუცილებლად მიიღებს დიდ მოგებას.

გარდა ამისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბიტკოინს სწრაფად აღდგენის უნარი აქვს, რაც თავისი 12 წლიანი არსებობის განმავლობაში, არაერთხელ დაამტკიცა.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ბიტკოინს არ შეხებია ჩინეთის ბაზარზე მიმდინარე რეგულაციების გამკაცრება. მან სტიქიურად მოიცვა პრაქტიკულად ყველა ციფრული ვალუტა. Etherium-მა 40%-ანი გაუფასურება განიცადა და 3400 დოლარიდან, 2000 დოლარამდე დაეცა. ასევეა Dogecoin-იც, რომელიც Tesla-ს მიერ ბიტკოინის გაკიცხვის შემდეგ სტაბილურად იზრდებოდა, თუმცა ახლა მისი ფასი 40%-ით შემცირდა.

ჩინეთი მსოფლიო ფინანსური ბაზრის მსხვილი მოთამაშეა, რომლის საფონდო ბირჟებზე, წლიდან წლამდე იზრდებოდა მსხვილ ინვესტორთა რიცხვი. ჩინეთის გარეშე, კრიპტოვალუტა კარგავს როგორც საინვესტიციო მიმზიდველობას, ისე ნდობასა და რწმენას, ფულის დაბანდების მსურველთა მხრიდან. თუკი მსხვილი და ავტორიტეტული მონეტები, როგორებიცაა - ბიტკოინი და Etherium ასე გაუფასურდა, შედარებით ხელმისაწვდომ და ახალ ციფრულ ერთეულებს, გადარჩენა ბევრად უფრო გაუჭირდებათ. მიუხედავად ამისა, 2018 წელს, ჩინეთის მიერ კრიპტობაზრის დატოვების შემდეგ, ციფრულმა ვალუტებმა აღდგენა მაინც მოახერხეს და რიგ ექსპერტებს, ახლაც ამის მოლოდინი აქვთ.

კრიპტოვალუტა, საკმაოდ ახალი ფინანსური ერთეულია, განსაკუთრებით კი, თუკი მას ტრადიციულ ფულსა და ოქროს შევადარებთ. ამიტომ კრიტიკოსები მის ღირებულებასთან და სპეკულაციურ ბუნებასთან დაკავშირებით დავას, კიდევ დიდხანს გააგრძელებენ. დიდი ალბათობით, კრიპტობაზარზე ასეთი რყევები მომავალშიც მრავლად იქნება, თუმცა ვინც მზადაა რისკის საკუთარ თავზე ასაღებად და ასეთ არასტაბილურ ბაზარზე ფულის დასაბანდებლად, ის დროთა განმავლობაში, დიდ მოგებასაც მიიღებს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!