Cyber Monday Sale! 50% Off All Access

Facebook 100 მლნ დოლარის ღირებულების გადაუხდელ ინვოისებს ყიდულობს დავალიანება 30 000 მცირე ბიზნესს ერიცხება რომელიც ქალებსა და უმცირესობებს ეკუთვნით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Facebook-მა ამ კვირაში 100 მილიონი აშშ დოლარის ვალდებულება გამოაცხადა იმ პროგრამის მიმართ, რომელიც მხარს უჭერს მცირე ბიზნესს, რაც ქალებისა და უმცირესობების საკუთრებაშია. ის მათ ინვოისებს შეისყიდის. ამ პროგრამით, Facebook შესაძლებლობას მისცემს მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, ფული თვითონ მართონ და არ მოუწიოთ კვირები და თვეები ლოდინი იმისთვის, რომ მომხმარებლებისგან შემოსავალი მიიღონ.

ეს არის Facebook-ის უახლესი მცდელობა მცირე ბიზნესებს შორის ურთიერთობის დამყარებისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაქმნელად. Facebook-მა პროგრამის უფრო მცირე საპილოტე ვერსია 2020 წელს შექმნა, მას შემდეგ რაც გაიგო, თუ როგორ ებრძოდნენ კომპანიის მომწოდებლები პანდემიისგან გამოწვეულ ზარალს, − თქვა რიჩ რაომ, Facebook-ის მცირე ბიზნესის ვიცეპრეზიდენტმა. თავდაპირველი ვერსია არ იყო კარგად გაწერილი და ბოლომდე გათვითცნობიერებული, ამიტომ მისი დახვეწა მოუწიათ. ახლა, Facebook მკვეთრად აფართოებს პროგრამას და 100 მილიონ დოლარამდე ღირებულების ინვოისებს ყიდულობს. რაოს შეფასებით, ეს ხელს შეუწყობს დაახლოებით 30 000 მცირე ბიზნესს. "ეს ახალი კონცეფციაა და ჩვენ ნამდვილად აღფრთოვანებული ვართ ამით", − თქვა რაომ. მცირე ბიზნესის უმეტესობა სოციალურ ქსელსა და აქ განთავსებულ რეკლამას ეყრდნობა. ისინი ამით ცდილობენ მოიზიდონ ადგილობრივი მოსახლეობა და თავიანთი პროდუქციით დააინტერესონ.

მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ წარადგინონ ინვოისები მინიმუმ 1000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო თუ Facebook-ი აარჩევს, შეიძენს ინვოისს მცირე ბიზნესისგან და გადაიხდის მათ რამდენიმე დღეში. შემდეგ მომხმარებლები გადაუხდიან ინვოისებს Facebook-ს იმავე პირობებით, რაზეც ისინი შეთანხმდნენ მცირე ბიზნესთან. Facebook-ისთვის, რომელმაც 2020 წელს თითქმის 86 მილიარდი დოლარის შემოსავალი გამოიმუშავა, გადახდების მოლოდინი გაცილებით მძიმეა, ვიდრე მცირე ბიზნესისთვის.

თუ მცირე ბიზნესი არის ამერიკული, ეკუთვნის ქალებსა და უმცირესობას, და არიან მომწოდებელი ორგანიზაციების წევრები, უფლება აქვთ განაცხადი შეიტანონ პროგრამაზე. პროგრამა მოიცავს ეროვნულ უმცირესობათა მიმწოდებლების განვითარების საბჭოს, ქალთა ბიზნესსაწარმოების ეროვნულ საბჭოს, ეროვნულ ლგბტ სავაჭრო პალატას, ვეტერანთა ბიზნესის განვითარების ეროვნულ საბჭოს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს: აზიურ-ამერიკულ სავაჭრო პალატას. Facebook ასევე იკვლევს პროგრამაში უფრო მეტი პარტნიორი ორგანიზაციის დამატებას, განუცხადა CNBC-ს კომპანიის წარმომადგენელმა.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!