Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ფსიქოლოგიის მეცნიერების ახალი საბაკალავრო პროგრამა ქართველი სტუდენტებისთვის - რას სთავაზობს Webster University Georgia აბიტურიენტებს?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - 202 01 04

ახალ სასწავლო წელს Webster University Georgia ახალ საბაკალავრო პროგრამებს შესთავაზებს აბიტურიენტებს. ფსიქოლოგიის მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა 2024-2025 სასწავლო წლიდან იქნება შესაძლებელი.

Webster University Georgia-ს მიერ შემოთავაზებული ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, გაეცნონ ძირითად ფსიქოლოგიურ ცნებებს, შეიძიონონ დარგის საფუძვლიანი ცოდნა და კვლევითი უნარები, შეისწავლონ მონაცემთა ანალიზი, შეძლონ ინდივიდების ქცევის აღწერა და სხვ. პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ სწავლა განაგრძონ ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: კლინიკური ფსიქოლოგია, ექსპერიმენტული ფსიქოლოგია და სხვ. აღსანიშნავია, რომ პროფესიული ლიცენზიის მისაღებისას სწორედ მაგისტრის ხარისხის მოპოვებაა აუცილებელი.

შეგახსენებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 4 მარტს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდში აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ელექტრონულად აირჩიონ უნივერსიტეტებისა და სასწავლო პროგრამების ჩამონათვალი, რომელზე სწავლასაც ისურვებენ.

რას შეისწავლით ფსიქოლოგიის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე?

საბაკალავრო პროგრამის სასწავლო გეგმა აგებულია ფსიქოლოგიის სხვადასხვა განხრაზე და სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ როგორც ზოგადი ინფორმაცია სხვადასხვა ქვედარგის შესახებ, ასევე სიღრმისეულად შეისწავლონ კონკრეტული მიმართულებები.

მრავალფეროვანი საგნებიდან პროგრამის ბენეფიციარებს შეეძლებათ შეისწავლონ შემდეგი მიმართულებები:

  • შესავალი ფსიქოლოგიაში
  • შეგრძნება და აღქმა
  • კარიერა ფსიქოლოგიაში
  • Senior Capstone: ისტორია, ფილოსოფია და ფსიქოლოგიის სისტემები
  • ნარკოტიკების და ქიმიკატების დამოკიდებულება
  • ბიოფსიქოლოგია
  • კლინიკური და საკონსულტაციო პერსპექტივები
  • არანორმალური ფსიქოლოგია
  • ბავშვის ფსიქოლოგია
  • ზრდასრულობისა და დაბერების ფსიქოლოგია
  • კოგნიტური ფსიქოლოგია
  • განსჯისა და გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგია და სხვ.

რა კომპეტენციებს შეიძენთ ფსიქოლოგიის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის დასრულებისას?

Webster University Georgia-ს საბაკალავრო პროგრამა 4-წლიანია და მისი დასრულების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ:

  • აღწერონ ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებები, თეორიული პერსპექტივები, ემპირიული აღმოჩენები და ისტორიული ტენდენციები;
  • ფსიქოლოგიური ფენომენების ინტერპრეტაციისთვის მეცნიერული მსჯელობის გამოყენებას და სტატისტიკური ანალიზის გამოყენებით ძირითადი ფსიქოლოგიური კვლევის ინტერპრეტაციის, დიზაინისა და ჩატარების უნარის დემონსტრირებას;
  • გამოიყენონ ეთიკური სტანდარტები ფსიქოლოგიური მეცნიერებისა და პრაქტიკის შესაფასებლად და გამოიყენონ ეს სტანდარტები ინტერპერსონალური ურთიერთობების დასამყარებლად და გასაუმჯობესებლად ადგილობრივ და გლობალურ დონეზე;
  • ეფექტური წერის დემონსტრირებას, ეფექტური პრეზენტაციის უნარ-ჩვევების გამოვლენას და ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას;
  • განიხილონ პროფესიული მიზნები, მათი ფსიქოლოგიური ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გათვალისწინებით;
  • დეტალურად აღწერონ ადამიანის ქცევის ბიოლოგიური და გენეტიკური საფუძვლები;
  • შეიმუშაონ კვლევის ჰიპოთეზა ფსიქოლოგიის ხელმისაწვდომ ლიტერატურაზე დაყრდნობით და შეაგროვონ, გაანალიზონ და ინტერპრეტაცია გაუკეთონ მონაცემებს.

ვის შეუძლია საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარება?

ფსიქოლოგიის მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების უფლება აქვს სკოლის სერტიფიკატის ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე ნებისმიერ პირს, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს პროგრამით გათვალისწინებულ საგნებში.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, სწავლის გასაგრძელებლად აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის B2 დონის კომპეტენცია. ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები. აღსანიშნავია, რომ ტესტირებისგან თავისუფლდება აპლიკანტი, ვისაც ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული კურსი. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს.

პროგრამებთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

Tbilisiadmissions@webster.edu, +995 550 00 05 84

"ვებსტერის უნივერსიტეტის" საქართველოს კამპუსი 2020 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ქართველ სტუდენტებს, საქართველოდან გაუსვლელად, ამერიკული, მაღალი ხარისხის აკადემიური განათლების მიღებისა და გლობალური კარიერის შექმნის შესაძლებლობა გაუჩნდათ. Webster University Georgia-ში სწავლისას სტუდენტები იღებენ საერთაშორისო სწავლის გამოცდილებას და ამავდროულად, ყალიბდებიან კონკურენტუნარიან კადრებად, რომლებიც მუდმივად მოთხოვნადი იქნებიან საქართველოსა და მსოფლიოს შრომის ბაზრებზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!