Join our Waitlist for Expert Advice!

გალტ & თაგარტი Global Banking & Finance Awards-ის მიერ მსოფლიოს Next 100 საუკეთესო კომპანიის ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

საერთაშორისო გამოცემამ Global Banking & Finance Review-მ გალტ & თაგარტი The Next 100 Global Awards 2020-ის გამარჯვებულად დაასახელა. ეს ნომინაცია ავლენს ყველაზე საინტერესო, ინოვაციურ და პერსპექტიულ ბიზნესებს მსოფლიოს მასშტაბით. ჯილდო სწორედ იმ კომპანიებს გადაეცათ, რომლებიც მუდამ მზად არიან მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების თუ სერვისების მიწოდება უზრუნველყონ.

გალტ & თაგარტ-მა ორი ჯილდო სხვადასხვა კატეგორიებში - საბროკერო მიმართულებით და საინვესტიციო საბანკო მიმართულებებით მიღწეული წარმატებისათვის მოიპოვა.

"მოხარული ვართ, რომ Global Banking & Finance Review-მ გალთ & თაგარტი მსოფლიოს მასშტაბით 100 ყველაზე ინოვაციურ და პერსპექტიულ კომპანიას შორის დაასახელა. პროგრამის ფარგლებში 2 ჯილდო საბროკერო და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით მოგვენიჭა. ჩვენ გვეამაყება ეს წარმატება და კვლავ აქტიურად განვაგრძობთ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ახალი და ინოვაციური შესაძლებლობების შექმნას",- განაცხადა ოთარ შარიქაძემ, გალტ & თაგარტი-ს მმართველმა დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, Global Banking & Finance Review (https://www.globalbankingandfinance.com/) წამყვანი ონლაინ და ბეჭდვითი ჟურნალია, რომელიც საბანკო, საბროკერო, დაგროვილი ქონების და სხვა საინვესტიციო მიმართულებით უმაღლესი ხარისხის ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყობს. მას 200-ზე მეტ ქვეყანაში კითხულობენ. მკითხველთა შორის არიან დიდი საერთაშორისი კომპანიების აღმასრულებელი პირები, ფინანსური ინსტიტუტები, ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები და ფინანსური ბაზრებით დაინტერესებული პირები.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ

ინდუსტრიული ტრენდები

5 წარმატებული დისტანციური ბიზნესი, რომელმაც თანამედროვე სტარტაპებს გზა გაუკვალა

შეგიძლიათ ამ ბიზნესის მოდელების გამეორება და მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა?