Cyber Monday Sale! 50% Off All Access

განათლების სისტემის მომავალი: რა შეიცვლება პანდემიის შემდეგ?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

გასული ერთი საუკუნის განმავლობაში, მსოფლიოს არ ახსოვს ისეთი მასშტაბური პანდემია, როგორიც არის კორონავირუსი. ცხადია, გავრცელების ამგვარი არეალი და სხვა ურთერთდაკავშირებული ფაქტორები ყველა ინდუსტრიის ფუნქციონირებაზე აისახება და მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს. უდავოა, რომ ცვლილებები მოხდება საფინანსო სექტორში, სამშენებლო და ტურისტულ ინდუსტრიებში, სოფლის მეურნეობასა თუ განათლებაში. ჩამონათვალი დიდია, განხილვას კი განათლების სფეროთი გავაგრძელებთ, სადაც მიმდინარე ცვლილებები ყველა სხვა ინდუსტრიაზე მალევე აისახება. საგანმანათლებლო სექტორი ყველა ქვეყანაში განსხვავდება, მეტად ან ნაკლებად ბიუროკრატიული, ინოვაციებზე ორიენტირებული ან ნაკლებად მოქნილი სისტემები ხშირად გვხვდება. თუმცა დღეს შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ ცალკეული კომპონენტების ტრანსფორმაციის გარეშე, ახალ რეალობასთან ადაპტირება საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დაუძლეველი გამოწვევა გახდება.

მეოთხე ინდუსტრიულმა რევოლუციამ წარმოშვა გარდაუვალი საჭიროება, აღდგეს კავშირი შრომის ბაზარსა და განათლების სისტემას შორის. დღეს, ახალ თაობას ვამზადებთ შრომის ბაზრისთვის, რომელშიც სწრაფი ტემპით იცვლება ტექნოლოგიები, მიმდინარეობს ციფრული ტრანსფორმაცია. მათ სჭირდებათ განსხვავებული ციფრული უნარები და ემოციური ინტელექტი, იმისთვის, რათა ფეხი აუწყონ ცვლილებებს და არ ჩამორჩნენ მოვლენების განვითარებას. სწორედ ახლაა დრო, შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც უპასუხებს მომავლის მოთხოვნებს.

საიდან უნდა დავიწყოთ? სისტემის მეტი გახსნილობით. აუცილებელია გლობალური საგანმანათლებლო პლატფორმების შექმნა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სფეროში აკუმულირებულ უახლეს ცოდნას და ირეკლავს მომავლის მოთხოვნებს. სისტემაში არსებული ბიუროკრატიული პროცესები და სხვადასხვა რეგულაცია ხშირად აფერხებს ინოვაციურ პროცესებს, რომლის განხორციელების ტემპს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პრაქტიკოსი აკადემიური გუნდის მზადყოფნას, სწრაფად მოახდინონ ცვლილებებთან ადაპტაცია და დანერგონ ინოვაციური გადაწყვეტილებები, ექნება დიდი გავლენა საბოლოო შედეგზე.

მეტი ინტერაქცია, კონკრიბუტორთა მრავალფეროვნება, ინდუსტრიების ლიდერების მიერ გენერირებული სასწავლო მასალა, სწორ ბიძგს მისცემს სისტემას ტრანსფორმაციისკენ. ამგვარი პლატფორმების არსებობა ზრდის განათლების ინკლუზიორობას, რაც კიდევ ერთი გადაუჭრელი პრობლემაა სისტემაში. მრავლისმომცველ პლატფორმებზე ღია წვდომა მნიშვნელოვანწილად შეამცირებს განათლების მისაღებად სხვა ქვეყნებში მიგრაციას. აღნიშნული პროცესი, პროგნოზების თანახმადაც შენელდება პოსტპანდემიის პერიოდში, იმატებს ელექტრონული სასწავლო პლატფორმების გამოყენების ინტენსივობაც. ცხადია, არ დარჩება ყურადღების მიღმა ადგილობრივი ინსტიტუციების შესაძლებლობები და კიდევ ერთხელ გაჟღერდება შეკითხვა: რამდენად აკმაყოფილებს ჩვენი სისტემა სხვადასხვა მოწინავე ინდუსტრიის მოთხოვნებს?

როგორ ვაგრძელებთ? თუ ყველა ვთანხმდებით, რომ სისტემა უფრო მოქნილი და ღია უნდა გახდეს, გარდაუვალია სხვადასხვა რეგულაციის გადახედვა და ადაპტირება ახალ რეალობასთან. რაც უფრო მალე დაიწყება პროცესი, მით უფრო სწრაფად მივაღწევთ შედეგს.

აქამდე, ისევე როგორც სხვა სფეროებში, განათლების სისტემაშიც მიმდინარეობდა ციფრული ტრანსფორმაცია, თუმცა ნელი ტემპით და მეტწილად არა აკადემიურ, არამედ ადმინისტრაციულ პროცესებში. მინიმალური ყურადღება ეთმობოდა სხვადასხვა სფეროში არსებული უახლესი ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გაზიარებას. დღეს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ტექნოლოგიების ცოდნა სცდება ინფორმატიკის არეალს და მოითხოვს ინტეგრირებას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ბიზნესი, მედიცინა, სოფლის მეურნეობა, კულტურა, ინჟინერია, სპორტი და სხვა. ახლად განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად ცხადყო, რომ განათლების სისტემას არათუ პროგრესირება, არამედ არსებული მდგომარეობის შენარჩუნებაც კი გაუჭირდება თუ სწრაფად არ მოახდენს გლობალური საგანმანათლებლო პლატფორმების შექმნას, პროცესებში ხელოვნური ინტელექტის და სხვა ინოვაციების დანერგვას, ტექნოლოგიების მიმართულებით სხვადასხვა მეცნიერებაში ცოდნის გაღრმავებას.

დაბოლოს, შევთანხმდეთ, რომ არსებული სისტემები საუკუნისწინანდელი ბაზრების მოთხოვნებს უფრო ასახავენ − ესპანური გრიპის შემდგომი პერიოდის, როდესაც სტანდარტიზებული ინდუსტრიალიზაციის საჭიროებები იყო უმთავრესი. დღეს სხვა ეპოქაა, სხვა პანდემია, სხვა გამოწვევები, და დროა სწრაფად ვიმოქმედოთ ამ გამოწვევების საპასუხოდ. მოვლენები იმდენად მოულოდნელად ვითარდება, რომ რისკ-ფაქტორების პროგნოზირება და მართვა ყველა სისტემის ფუნქციონირების ამოსავალ წერტილად უნდა ვაქციოთ, რათა კრიზისის დროს არა გადარჩენისთვის, არამედ წინსვლისთვის ვმოქმედებდეთ.

მიხეილ ბატიაშვილი/ნინო ენუქიძე

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე/პროფესორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს