Cyber Monday Sale! 50% Off All Access

განვითარებადი სტარტაპებისა და ინვესტორებისთვის მასშტაბური ღონისძიება Surge Summit EECCA გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სტარტაპები ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი კატალიზატორია − როგორც გლობალური, ისე ადგილობრივი მასშტაბით. ღირებულება, რომელსაც სტარტაპები ქმნიან, თითქმის G7-ის ეკონომიკის მშპ-ს უტოლდება. ნიშანდობლივია ისიც, რომ სტარტაპების დაფინანსების მოცულობამ 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბა 2021 წელს, რამაც მორიგი ახალი რეკორდი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპების ზრდა მათი გადარჩენის მთავარი საფუძველია, მათთვის თანაბრად მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობით განვითარება. მათივე წინსვლას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობა როგორც საინვესტიციო კომპანიებთან, ისე მეგობარ სტარტაპებთან. არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ სტარტაპების განვითარებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გეოგრაფიული მდებარეობაც.

მაგალითისთვის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალურ აზიაში არსებული ქვეყნები (EECCA), რომელთა უდიდეს ნაწილს პოსტსაბჭოთა ქვეყნები წარმოადგენენ, სტარტაპ-ეკოსისტემის კუთხით შედარებით ახლად ჩამოყალიბებულ ბაზარს წარმოადგენენ და მათთვის ფინანსური ინვესტიციების მოზიდვას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ რეგიონში დაფუძნებული სტარტაპების ხელშეწყობისა და განვითარების მხარდასაჭერად, თბილისი 5-7 სექტემბერს Surge summit-ს უმასპინძლებს.

Surge Summit სტარტაპებსა და ინვესტორებს დაეხმარება, ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და გამოიკვლიონ ახალი შესაძლებლობები. კონფერენცია მოიცავს აქტივობების მთელ რიგს, მათ შორის, შეჯიბრებას, სესიებს და ექსპერტთა პანელებს. Surge Summit ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს სპონსორებთან, რათა უზრუნველყოს დამატებითი მხარდაჭერა და რესურსები სამიტზე ჩართული სტარტაპებისთვის.

ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ აღნიშნულ კონფერენციას სპონსორობას გაუწევს პრაღაში დაფუძნებული საინვესტიციო კომპანია Presto Ventures, რომელიც სამიტზე გამარჯვებულ სტარტაპკომპანიას საპრიზო თანხას − 20,000 ევროს გადასცემს. იმისათვის, რათა გაცილებით მეტი ინფორმაცია მიგვეღო Presto Ventures-ის Surge Summit-ის თანამშრომლობის შესახებ, ჩვენ რამდენიმე შეკითხვით Presto Ventures-ის პარტნიორს − ვოიტა როცეკს მივმართეთ.

გაგვაცნით ინფორმაცია თქვენი კომპანიის საინვესტიციო ფილოსოფიის შესახებ. როგორ შეესაბამება იგი სტარტაპების მხარდაჭერას?
EECCA რეგიონში სტარტაპის დამფუძნებლები გარკვეულწილად განსხვავდებიან მათი კოლეგებისგან დასავლეთიდან. ისინი, როგორც წესი, ტექნოლოგიურად ბევრად ჭკვიანები არიან, მაგრამ ამავე დროს, არ გააჩნიათ საკუთარი თავის, პროდუქტისა და სტარტაპის გასაყიდად საჭირო უნარები. მე, როგორც ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მოქალაქეს, შესანიშნავად მესმის, რატომ შეიძლება იყოს ეს პრობლემა და როგორ დავძლიოთ იგი.

მას შემდეგ, რაც დამფუძნებლებს ვეხმარებით პროგნოზირებადი გაყიდვების აპარატის შექმნაში მათი კომპანიის შიგნით, და ის დაიწყებს თვეში მრავალჯერადი 10 ათასი გარიგების შექმნას, მათთან ერთად გავამახვილებთ აქცენტს ევროკავშირსა და აშშ-ის მასშტაბით საერთაშორისო გაფართოებაზე.

ვფიქრობ, 20+ წლის პერსპექტივიდან, ჩემთვის და ჩემი კომპანიისთვის, ეს პირველი ინვესტიციები არის განსაკუთრებით ძლიერი. ასევე, დამფუძნებლების იდენტიფიცირება, რომლებიც დაგვეხმარებიან წარმართონ საკუთარი ეკოსისტემა მომდევნო ეტაპზე მათი წარმატების გზით. მოგვიანებით ჩვენ ერთად დავაბანდებთ ინვესტიციას დამფუძნებლების მომავალ თაობაში, რომელიც მათ შემდეგ მოვა და ნელ-ნელა ავაშენებთ წარმატებულ სტარტაპ-ეკოსისტემას.

როგორ უჭერთ მხარს ადრეულ ეტაპის სტარტაპებს?
ჩვენ გვჯერა, რომ სტარტაპებს წარმატებისთვის სჭირდებათ მეტი, ვიდრე უბრალოდ დაფინანსება. ჩვენი გუნდი პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევს ჩვენსავე პორტფელის კომპანიებს, ეხმარება მათ ყველაფერში − დაწყებული პროდუქტის შემუშავებით და დასრულებული ბაზარზე გასვლის სტრატეგიით. ჩვენ გვყავს ინდუსტრიის ექსპერტებისა და მენტორების ქსელი, რომლებთანაც ვუკავშირდებით ჩვენს სტარტაპებს დამატებითი ხელმძღვანელობისა და მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ჩვენ უზრუნველვყოფთ წვდომას საკუთარ ინვესტორთა და პარტნიორთა ქსელთან, რათა დავეხმაროთ ჩვენს სტარტაპებს შემდგომი დაფინანსების მოზიდვაში.

როგორ ფიქრობთ, EECCA რეგიონი შესაფერისია სტარტაპ-ეკოსისტემაში ინვესტირებისთვის?
ყველას შეუძლია წარმატებული სტარტაპის შექმნა. გლობალურ ეპოქაში არავის აინტერესებს, სად ხარ ან საიდან ხარ. ჩვენ ვზრუნავთ მხოლოდ სტარტაპების უნარზე, შექმნან პროდუქტი და გაყიდონ იგი.

შეგახსენებთ, რომ Surge summit თბილისში 5-7 სექტემბერს გაიმართება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს