Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ღვინის ბიბლიოთეკა - შეუპოვრობის მაგალითი კომპანია, რომელმაც კრიზისის ეფექტური და კრეატიული მართვის გზები იპოვა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ღვინის ბიბლიოთეკა

ქართული, 80-საუკუნოვანი ღვინის სიყვარულით შთაგონებული ადამიანების მიერ დაფუძნებული "ღვინის ბიბლიოთეკა" უკვე მეორე წელია ბაზარზე პოზიციონირებს. ამ ხნის განმავლობაში კომპანია 2 მაღაზიით იყო წარმოდგენილი, სულ მალე კი მესამე ობიექტის გახსნას დააანონსებს. "ღვინის ბიბლიოთეკაში" შეგიძლიათ ღვინის 200-მდე მწარმოებლის 800-მდე სახეობის ღვინო დააგემოვნოთ. მიუხედავად იმისა, რომ ვაზის სამშობლოდ წოდებული ქვეყნის მოსახლეობის დნმ-ში ღვინის სიყვარული ჭარბადაა, ქართველებს, და არა მარტო, მაინც გვიჭირს შესაბამისი ღვინის სახეობის შერჩევა. სწორედ ამიტომ, მცირე მარნების დახმარებისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის სურვილით გაერთიანებულმა გუნდმა გადაწყვიტა ღვინის უწყვეტი მიწოდების პარალელურად, მომხმარებლებისთვის მიეცა შესაძლებლობა, იყოლიონ პირადი სომელიე. პირადი სომელიე საფუძვლიანად შეისწავლის კლიენტის გემოვნურ თავისებურებებსა და სურვილებს, და მას კონკრეტული მომენტისთვის ღვინის შერჩევაში დაეხმარება. იდეის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელს შეუძლია მისწეროს/დაურეკოს პირად სომელიეს ღვინოსთან ან მის არჩევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე და რამდენიმე წუთში მიიღოს ამომწურავი პასუხი კომპეტენტური პირისგან.

"ღვინის ბიბლიოთეკა" თავის სფეროში პირველი კომპანია აღმოჩნდა ეპიდემიის დროს შექმნილი, online-სივრცეს მორგებული ინიციატივების გამოჩენაში. "გარდა იმისა, რომ ყველა სერვისი: ღვინის არჩევა, შეძენა და მიწოდება online-რეჟიმში გვაქვს გადატანილი, ჩვენ ღვინის მოყვარულებს ძალიან საინტერესო იდეებს ვთავაზობთ, რომლებიც ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, თვითიზოლაციაშიც კი ღვინის გარშემო გაერთიანდნენ. თავის მხრივ, პლატფორმა ხელს უწყობს მცირე მარნების ფუნქციონირების გაგრძელებას და ეხმარება ქვეყნის ეკონომიკას განვითარებასა და ზრდაში", − აღნიშნავს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი მარიამ ჩიქოვანი.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რადგან ხალხი ძირითად დროს შინ ატარებს, "ღვინის ბიბლიოთეკამ" გადაწყვიტა ტრადიციული ღვინის დეგუსტაცია ონლაინ-რეჟიმში ჩაეტარებინა. მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ ამ დღისთვის წარმოდგენილი ღვინის სახეობები განსაკუთრებულ ფასად წინასწარ შეეძინათ, კომპანიამ კი ღონისძიებამდე ღვინის უფასო მიტანა უზრუნველყო. დათქმულ დროს ყველა მონაწილე ლეპტოპებით, ტელეფონებითა და სხვა საშუალებებით ჩაერთო ონლაინღონისძიებაში. მათ მეღვინესთან ერთად ისაუბრეს იმ ღვინის გარშემო, რომელსაც საუბრის პარალელურად აგემოვნებდნენ. სწორედ ამან, ადამიანებს საშუალება მისცა ფორსმაჟორულ მდგომარეობაში დადებითი განწყობა შეექმნათ.

"ღვინის ბიბლიოთეკის" მიერ დანერგილი პრაქტიკა უკვე ღვინის მრავალმა მაღაზიამ აიტაცა. მარნებმა გაიზიარეს შექმნილი მუხტი, კომპანიებმა კი გადაწყვიტეს მსგავსი სერვისის კლიენტებისთვის შეთავაზება. როგორც გუნდი აღნიშნავს, ისინი საკითხს გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებენ და მიაჩნიათ, რომ ღვინის ბიზნესის გასავითარებლად აუცილებელია ყველა მოცემულობას სათანადოდ უპასუხო.

"ღვინის ბიბლიოთეკა" მზადაა ნებისმიერ ღვინის მაღაზიასა თუ მარანს გაუწიოს დახმარება მათ მიერ შექმნილი ონლაინსერვისების დანერგვასა და მართვაში.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს