Cyber Monday Sale! 50% Off All Access

GLOBALIZE ევროპის კონფერენცია პარიზში გაიმართება

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2022 წლის 11 ივნისს, Globalize გამართავს პირველ კონფერენციას ევროპის მასშტაბით, რომელიც, "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა" და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება.

Globalize EU Conference თავს მოუყრის ვეროპის კონტინენტზე მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს, ტექნოლოგიებში მოღვაწე პროფესიონალებს, ინვესტორებს, სტარტაპებს, ექსპორტიორებს და მოწვეულ სპიკერებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, განიხილონ მზარდ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში, ასევე, გლობალურ საექსპორტო ბაზრებზე არსებული ტენდენციები და შესაძლებლობები.

ღონისძიების მიზანია, დამყარდეს საჭირო კავშირები ქართულ სტარტაპებს, ექსპორტიორებსა და ევროკავშირში მცხოვრებ ქართველებს შორის, რათა სამომავლოდ, მოხდეს მათ შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, სტარტაპებში ინვესტირება თუ ექსპორტიორების მხარდაჭერა, ევროპის ბაზრის ათვისების თავლსაზრისით. კონფერენციის ვიზიტორებს არაერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, გააცნონ თავიანთი კომპანია და იდეები აუდიტორიას და ინვესტორებს, ფიჩინგის, B2B შეხვედრების თუ ნეთვორქინგ ღონისძიებების მეშვეობით.
კონფერენციაზე 30-მდე სპიკერი წარსდგება და განიხილავენ გლობალურ ბაზრებზე არსებული ტენდენციებისა და შესაძლებლობებს.

Globalize EU Conference უნიკალური შესაძლებლობაა ქართული ბიზნესებისთვის, ახალი კონტაქტების დასამყარებლად, ასევე იდეების გაცვლისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის.

Globalize-მა ოპერირება 2022 წლის მარტში დაიწყო. აპრილში დიდი წარმატებით შედგა პირველი საერთაშირისო კონფერენცია სილიკონის ველზე, რომელმაც თავი მოუყარა აშშ-ში მოღვაწე წარმატებულ ქართველებს როგორც გამოცდილების გაზიარებისთვის, ისე საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვისთვის.

GLOBALIZE წარმოადგენს ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციას, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების და ექსპორტიორების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას, ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. კომპანია ქმნის საკონსულტაციო ჯგუფებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალებისგან, რომლებიც დაეხმარებიან ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზრებზე ადაპტაციაში და ხელს შეუწყობენ მათ ლოკალურ ინვესტორებთან, მეწარმეებთან თუ პარტნიორებთან დაკავშირებას. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთის, Globalize Community უკვე აერთიანებს 5,000-მდე წარმატებულ ქართველ პროფესიონალს საზღვარგარეთ, ორგანიზაციას უკვე ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ჯგუფები 12-მდე ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდი ბრიტანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

სრული ინფორმაცია Globalize-ს, მისი მისიისა და მომსახურებების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.globalize.ge

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს