Cyber Monday Sale! 50% Off All Access

Globalize ტექ-კონფერენციას ლონდონში გამართავს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სან ფრანცისკოსა და პარიზის კონფერენციების წარმატებით დასრულების შემდეგ, გლობალაიზი მორიგ კონფერენციას ახლა უკვე ლონდონში გამართავს და თავს მოუყრის სტარტაპებს, მეწარმეებს, ბრიტანეთში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, ადგილობრივ ტექ ქომუნითის, სავაჭრო ორგანიზაციებს და სხვა საჭირო პარტნიორებს, რაც ქართულ კომპანიებს მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებაში დაეხმარება და მომავალში მათ ევროპის ბაზარზე გაფართოებას შეუწყობს ხელს.

კონფერენცია 18 ნოემბერს, "საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს", USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და "საქართველოს ბანკი ბიზნესის" მხარდაჭერით ხორციელდება.

"Globalize UK Conference" საშუალებას მისცემს სტარტაპებს, საკუთარი ინოვაცია ინვესტორების წინაშე ფიჩინგის მეშვეობით წარადგინონ, ხოლო ექსპორტიორების პროდუქტები და სერვისები საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი, რათა დამსწრე აუდიტორიას წარმოდგენა შეექმნას საქართველოში წარმოებული პროდუქციის შესახებ და დაისახოს სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები" - განაცხადა Globalize-ის დამფუძნებელმა, სალომე კუკავამ.

კონფერენციაზე 35-მდე სპიკერი წარსდგება, რომელიც დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებს ქართველ ანტრეპრენერებს, რაც მათ ბრიტანეთის ბაზარზე ადაპტაციას გაუადვილებს. თემები საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს ევროპის ბაზარზე ექსპანსიის გამოწვევებსა და სირთულეებს, დაფინანსების შესაძლებლობებს, ციფრულ ტრანსფორმაციას, მომავლის ტექნოლოგიებს და მრავალ საინტერესო თემას, რომელსაც ბრიტანეთში მოღვაწე წარმატებული ქართველები და საერთაშორისო სპიკერები გაუზიარებენ.

კონფერენციამდე, 16-17 ნოემბერს, Globalize წარმოდგენილი იქნება ლონდონში დაგეგმილ მასშტაპურ კონფერენციაზე - Going Global, რომელიც ასევე საერთაშორისო ბაზრების ათვისებისთვის საჭირო რესურსებს აერთიანებს.

17 ნოემბერს, სტარტაპებისთვის დაგეგმილია ფიჩინგისთვის მოსამზადებელი ვორქშოფები, რომელსაც ბრიტანელი მენტორები ჩაატარებენ. Საღამოს კი, გაიმართება ინვესტორების მიღება, რომელსაც გლობალაიზი "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა" და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მასპინძლობს.

კონფერენციის პარტნიორები არიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), Sweeft Digital, Sky Logistics, Nexia TA. საინფორმაციო მხარდაჭერას ბიზნეს მედია საქართველო (BMG), Marketer.ge და Entrepreneur და ბიზნეს პარტნიორი უზრუნველყოფენ.

GLOBALIZE არის ბიზნეს-საკონსულტაციო ორაგნიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებაში, ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. კომპანია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალებისგან ქმნის საკონსულტაციო ჯგუფებს, რომლებიც ეხმარებიან ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე ადაპტაციაში, ხელს უწყობენ მათ ადგილობრივ ინვესტორებთან, მეწარმეებთან თუ პარტნიორებთან დაკავშირებას. ამ დროისთვის Globalize Community აერთიანებს 6,000-მდე წარმატებულ ქართველ პროფესიონალს საზღვარგარეთ. Globalize-ს იდეა სიმარტივითა და ხელმისაწვდომობით გამოიხატება, რადგან ის აერთიანებს ყველა საჭირო რესურსს გლობალურ ბაზარზე მოსახვედრად. აღსანიშნავია, რომ GLOBALIZE-ს უკვე ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ჯგუფები 12 ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბიტანეთსა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ოქროს შუალედი

ქვეყნად რამდენი ადამიანიცაა, იმდენი რეცეპტი არსებობს წარმატების, ბედნიერებისა და შთაგონების