AI კვირეული ქალებისა და გოგონებისთვის BTU გადამზადების პროგრამას იწყებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

AI კვირეული მეწარმე ქალებისა და სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) გადამზადების პროგრამას იწყებს, რომელიც ქალებს ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის გაღრმავებაში, ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყობის გამოყენების ათვისებასა და ყოველდღიურ საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო მეტად ინტეგრირებაში დაეხმარება.

გადამზადების პროგრამისთვის შეირჩევა 30 მონაწილე (15 მეწარმე ქალი, 15 მოსწავლე 9-12 კლასებიდან), რომლებიც გაივლიან ინტენსიურ მომზადების კურსს და შეისწავლიან ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს, ისევვე როგორც ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებს პროექტების მართვის, მარკეტინგისა და ბიზნეს მენეჯმენტის მიმართულებით.

კვირეულის ბოლოს მონაწილეებს შესაძლელობა ექნებათ იმუშაონ ჯგუფურ პროექტებზე, პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა და ფინალურ ეტაპზე ჟიურის წინაშე წარადგინონ თავიანთი ნაშრომები.

პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიცირებულია და მხარდაჭერილია გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და საქართველოს ბანკი - ბიზნესის მიერ.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი