Get All Access for $5/mo

GT Motors-ის ციფრული ტრანსფორმაციის გზა - კომპანიის მიზნები საავტომობილო სექტორში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GT Motors ციფრულ ტრანსფორმაციას იწყებს - ავტომობილების საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორის პარტნიორი ამბიციურ გზაზე კომპანია Inspark იქნება.

Inspark 20-წლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. სწორედ ეს კომპანია იქნება GT Motors-ის პარტნიორი ტრანსფორმაციის გზაზე.

Trendyol, Carrefour, Coca-Cola, P&G, TAV, Bosch, Shell, Liberty, DHL, Diageo, Edenred, Migros, INNIO და სხვა - ეს იმ გლობალური წამყვანი ბრენდების არასრული ჩამონათვალია, ვისთანაც INSPARK აქტიურად თანამშრომლობს. გარდა ამისა, INSPARK-ის პარტნიორთა მსხვილი ქსელი მოიცავს WWF-ს, Change.org-სა და 60 სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას.

მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში, Inspark მჭიდროდ იმუშავებს GT Motors-თან ერთად, რათა სრულად გარდაიქმნას მომხმარებელთა ურთიერთობების მართვის (CRM) სისტემები. ეს ცვლილება მიზნად ისახავს ეფექტურობის, სიზუსტისა და თითოეულ მომხმარებელთან ინტერაქციის გაუმჯობესებას, რათა მთლიანობაში მომხმარებლის გამოცდილება შეესაბამებოდეს საერთაშორისო დონეზე არსებულ პრაქტიკას.

"ეს პარტნიორობა ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას, ჩვენს მომხმარებლებს მივაწოდოთ უმაღლესი დონის გადაწყვეტილებები. მოხარულები ვართ, შევცვალოთ მომხმარებელთან ურთიერთობები საავტომობილო ინდუსტრიაში, დავაწესოთ ახალი სტანდარტები მათი კმაყოფილებისთვის." — განაცხადა Inspark-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სერდარ სუსუზმა.

ამ სტრატეგიული ინიციატივის ფარგლებში, GT Motors და Inspark დანერგავენ ინოვაციურ CRM გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიმართული იქნება იმაზე, რომ სრულად შეიცვალოს მომხმარებლების ბრენდთან ურთიერთობა.

GT Motors და Inspark გვპირდებიან, რომ საავტომობილო სექტორში მათი ერთობლივი მუშაობა ახალ სტანდარტებს დანერგავს და სექტორის განვითარებაზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

INSPARK BUSINESS SOLUTION
Ortaköy Mah. Ambarlıdere Yolu Sok.
Lotusworld No: 6/16 K: 5
Ulus, Beşiktaş
İstanbul Turkey
+90 (212) 299 8980
hello@inspark.com

INSPARK MEA DMCC
OneJLT, 2nd Floor,
Jumeirah Lakes Towers,
Dubai, UAE
PO Box: 416654
+971 (4) 4070563
hello@inspark.com

INSPARK Intelligent Business Solutions
86-90 Paul Street
London
EC2A 4NE
+44 20 81065737
hello@inspark.com

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

სიახლეები

''საქართველოს კრიპტოეკოსისტემა მზადაა, რომ Binance-ის მსგავს უმსხვილეს ბირჟას ჰქონდეს ადგილობრივი წარმომადგენლობა''

ტიგრან გამბარიანი, Binance-ს გლობალური დაზვერვისა და გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი