Carusell - ავტომობილის ყიდვა/გაყიდვა უკვე ქალაქიდან გაუსვლელადაც არის შესაძლებელი Carusell ცვლის მანქანის ყიდვის გამოცდილებას
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მეორადი ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის პროცესი უამრავ დროს, ფინანსებსა და ენერგიას მოითხოვს. ზოგჯერ ჩვენთვის სასურველი მანქანა სხვა ქალაქშია, რაც ართულებს მისი შემოწმებისა და ყიდვის პროცესს. არის შემთხვევები, როდესაც აუქციონზე შეძენილი ავტომობილი რეალურად სხვა მდგომარეობაშია და არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც დისტანციურად ყიდვის დროს ჩანდა. ხშირად კი, უბრალოდ არ გვაქვს შესაბამისი ცოდნა იმისათვის, რომ ხარისხიანი ავტომობილი შევარჩიოთ და ეფექტური გადაწყვეტილება მივიღოთ. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, ანა აბაშიძემ და საბა ჯიქურმა ქართული სტარტაპი - Carusell შექმნეს, რომლის ავტოექსპერტებიც მანქანის ყიდვისა და გაყიდვის მთლიან პროცესს გადაიბარებენ.
"ქუთაისიდან დაგვირეკა მომხმარებელმა, რომელსაც თბილისში ავტომობილი ჰქონდა შერჩეული. გამოიძახა ჩვენი ავტოექსპერტი, რომელმაც ადგილზე შეამოწმა მანქანა, გადაუგზავნა მომხმარებელს დეტალური ინფორმაცია, შეევაჭრა გამყიდველს ფასის დასაკლებად, იზრუნა მანქანის დისტანციურად გაფორმებაზე და საკუთარი ხელით ჩაუყვანა მანქანა ქუთაისში", - Carusell-ის გუნდში აღნიშნავენ, რომ მანქანის შეძენისა თუ გაყიდვის პროცესში, მანძილი უკვე აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას. მეტიც, ქართული სტარტაპის სერვისის დახმარებით, მომხმარებლები ზოგავენ დროს, ფინანსებსა და ენერგიას - ყველა რესურსს, რაც მანძილის დაფარვასა და შეძენა/გაყიდვის პროცესს სჭირდება. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ყიდვის შემთხვევაში მომხმარებელი "ქარუსელის" დახმარებით, 30%-ით უფრო იაფად ყიდულობს ავტომობილს და 3-ჯერ უფრო სწრაფად ყიდის მას. ამ დამღლელ პროცესს კი გვერდიდან აკვირდება და გადაწყვეტილებას ავტოექსპერტის დახმარებით იღებს.
როგორ ვიყიდოთ ავტომობილი მარტივად და ნაკლები დანახარჯებით?
როდესაც მომხმარებელს მანქანის შეძენა სურს, უკავშირდება ექსპერტს და ეუბნება, როგორი მანქანა სურს, რა განსაზღვრული ფასი აქვს და რას ანიჭებს უპირატესობას ავტომობილში. ამის შემდეგ, ექსპერტი ეძებს შესაბამის ავტომობილს, ამოწმებს მათ ისტორიას, არჩევს ბაზარზე არსებულ საუკეთესო ვარიანტებს და უგზავნის მომხმარებელს დასადასტურებლად. კლიენტის დაინტერესების შემთხვევაში, ექსპერტი მიდის ადგილზე, სადაც ტექნიკურად და ვიზუალურად ამოწმებს მანქანას, უგზავნის დეტალურ ინფორმაციას მომხმარებელს. თუკი მომხმარებელი ყიდვას გადაწყვეტს, ექსპერტი გამყიდველს თანხაზე შეევაჭრება, რომ რაც შეიძლება მეტი დააკლებინოს. აღსანიშნავია, რომ ეს თავად ექსპერტის პირდაპირ ინტერესშიც შედის, ვინაიდან ექსპერტის საკომისიო არის იმ თანხის 30%, რასაც გამყიდველს დააკლებინებს. შედეგად, მომხმარებელიც ბევრად იაფად ყიდულობს სასურველ ავტომობილს.
როგორ გავყიდოთ ავტომობილი 3-ჯერ უფრო სწრაფად?
თუკი მომხმარებელს ავტომობილის გაყიდვა სურს, იგი საიტზე აკეთებს განაცხადს. ექსპერტი კი მიდის ადგილზე, დაასურათებს ავტომობილს, დადებს გასაყიდ საიტებზე და განათავსებს სოციალური ქსელების აქტიურ ჯგუფებში. ყველა დაინტერესებული პირის ზარს თავად ექსპერტი უპასუხებს, ადგილზე მიუყვანს პოტენციურ მომხმარებელს დასათვალიერებლად და საჭიროების შემთხვევაში, შესამოწმებლად სახელოსნოშიც გაჰყვება. ამ სრულ პროცესში მანქანა დაზღვეულია Carusell-ის პარტნიორი სადაზღვევო კომპანიის მიერ, შესაბამისად გაყიდვის დროს უსაფრთხოება მაქსიმალურადაა დაცული.
ექსპერტი ცდილობს, მანქანა რაც შეიძლება ძვირად გაყიდოს, ვინაიდან მისი საკომისიო გაყიდული თანხის 3%-ია. ის ადამიანი კი, ვინც Carusell-ის სერვისით სარგებლობს, 3-ჯერ სწრაფად ყიდის მანქანას და ამავდროულად, იღებს ფინანსურ სარგებელსაც. რაც შეეხება სხვა ბენეფიტებს, იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი შეიძენს ავტომობილს, ექსპერტი იზრუნებს გადაფორმებაზე და მოამზადებს ყველა საბუთს, რაც ამ დამღლელ პროცესთან არის დაკავშირებული.
"როდესაც ავტოასისტენტის გამოძახების სერვისი Caru შევქმენით, სწორედ მაშინ წამოვიდა მოთხოვნა მომხმარებლების მხრიდან, დავხმარებოდით მანქანის ყიდვაში, გაყიდვასა და შემოწმებაში. სწორედ ამ მოთხოვნის საპასუხოდ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა Carusell, რომელიც ყველაზე შრომატევად პროცესებს გაუმარტივებდა მომხმარებლებს და სრულად შეცვლიდა მანქანის ყიდვის გამოცდილებას.
ბაზარზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, შესაბამისად, ჩვენი სტარტაპი ყოველთვიურად იზრდება და ფართოვდება. ჯერჯერობით, მხოლოდ საქართველოს ფარგლებშია შესაძლებელი მომსახურების მიღება, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პრობლემა გლობალურადაც დგას დღის წესრიგში, ვაპირებთ საერთაშორისო ბაზარზეც გავიდეთ და ადამიანებს პროცესები მსოფლიოს მასშტაბითაც გავუმარტივოთ", - აღნიშნავენ Carusell-ის გუნდში.