Join our Waitlist for Expert Advice!

Hill Inn პარტნიორს ეძებს ლაქშერი კემპინგის ტიპის ტურისტული სივრცე ქედაში, სოფელ დანდალოში, ქვემო და ზემო აჭარის გამყოფ ზონაში მდებარეობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Hill Inn-ი ლაქშერი კემპინგის ტიპის ტურისტული სივრცეა, რომელიც ქედაში, სოფელ დანდალოში, ქვემო და ზემო აჭარის გამყოფ ზონაში მდებარეობს. კემპინგის ტიპის სასტუმროდან განსაკუთრებული სილამაზის პანორამული ხედი იშლება, რომლითაც სტუმრები 2020 წლის ზაფხულიდან უწყვეტად ტკბებიან. ირგვლივ, განსაკუთრებულ გარემოსა და სულ სხვა განზომილებაში თავის ამოყოფის გარდა, Hill Inn-ი საკუთარ კემპინგ-სივრცეში სრულყოფილი დასვენებისთვის არაერთ კომფორტულ სერვისს სთავაზობს ვიზიტორებს. აქ შეგიძლიათ სახლის კინოთეატრით, მცირე ბიბლიოთეკითა და საინტერესო წიგნების კითხვით, სპეციალურ ამფითეატრში გაჩაღებული კოცონის თანხლებით შეიქციოთ თავი. მეტი განტვირთვისთვის კი ჯაკუზითა და საუნის სერვისით "აღჭურვილი" სპა-ზონაც აქვე დაგხვდებათ. და ეს ყველაფერი − მაღალმთიან აჭარაში. შექმნიდან ნახევარი წლისა და საოცრად სწრაფი პოპულარიზაციის შემდეგ, დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ Hill Inn-მა უკვე განვითარების შემდეგ ეტაპზე უნდა გადაინაცვლოს და კიდევ უფრო გაუმჯობესებული სერვისი შესთავაზოს მოგზაურებს. ამისათვის კი ისინი პარტნიორს ეძებენ, რომელსაც Hill Inn-ი გარკვეული პირობების თანახმად გადაეცემა და ამ გამორჩეული სივრცის განკარგვა-განვითარებაში, საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა მიეცემა.

"ვინაიდან Hill Inn-ის დამფუძნებლებს კიდევ უამრავი ახალი, ინოვაციური იდეა, თუმცა ამავე დროს ძალიან ცოტა დრო გვაქვს, გადავწყვიტეთ, ჩვენი პირველი ბიზნესი იმ ახალ პარტნიორს გადავაბაროთ, რომელიც ისეთივე სულისკვეთებით განაგრძობს მის განვითარებას, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ. Hill Inn-ი არის ბედნიერებისთვის შექმნილი სივრცე, რომელიც უსაზღვრო სიამოვნებას გვანიჭებს დამფუძნებლებსა და სტუმრებსაც. მთავარი მოთხოვნაც სწორედ ეს არის: ახალმა "ჰილინელმა" ვიზიტორებისთვის ბედნიერების ჩუქება უნდა განაგრძოს", − ამბობს მაია ვერძაძე, Hill Inn-ის თანადამფუძნებელი.

თქვენ კი, თუ ახალი გამოწვევებისთვის მზად ხართ, ნუ დააყოვნებთ. დაუკავშირდით: https://www.facebook.com/hillinnkeda; 571-44-44-06

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია