Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ჯეფ ბეზოსი კვლავ იყენებს 90-იანი წლების Amazon-ის ერთ-ერთ ცნობილ "კარის მერხს" - აი, რატომ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მილიარდერი ჰეფ ბეზოსი ყოველდღიურად იხსენებს საკუთარ ფესვებს.

კვირას, ბეზოსის საცოლემ, ლორენ სანჩესმა, Instagram-ზე ორი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც "ამაზონის" დამფუძნებელი საკუთარ მაგიდასთან მუშაობს. ერთ-ერთი ფოტო ახალია, მეორე კი წლების წინაა გადაღებული, თუმცა ორივე ფოტოზე ერთი და იგივე მაგიდა ჩანს.

როგორც ირკვევა, ბეზოსი ჯერ კიდევ იყენებს ერთ-ერთ იმ მაგიდას, რომელსაც Amazon-ის დაფუძნების პირველივე დღეებში იყენებდა.

"როდესაც დილას მის სანახავად შევედი, ეს სურათი გადავიღე. უბრალოდ, მიყვარს, რომ ის ჯერ კიდევ მუშაობს თავის ერთ-ერთ პირველ მაგიდასთან, - დაწერა სანჩესმა, - ეს არის ადგილი, სადაც შრომისმოყვარეობის უთვალავი საათი ხვდება პირველი დღის არსს. აქ მუდმივად მიმდინარეობს დაუსრულებელი დევნა იმისკენ, რაც შესაძლებელია".

ბეზოსმა თავდაპირველად Amazon, როგორც წიგნების ონლაინ საცალო ვაჭრობის პლატფორმად, საკუთარ ავტოფარეხში 1994 წელს დააარსა. მას შემდეგ, რაც მან თანამშრომლების დაქირავება დაიწყო, სამუშაოდ ქუჩის გადაღმა Home Depot-ში გადავიდა და თანამშრომლებისთვის "კარის მერხები" დაამზადა - მაგიდა, რომელიც კარის პანელებისგან იყო დამზადებული.

Amazon ამბობს, რომ ათასობით თანამშრომელი მთელ მსოფლიოში კვლავ იყენებს ბეზოსის ორიგინალური, ეშმაკური დიზაინის თანამედროვე ვერსიებს.

"ჩვენ ავაწყვეთ კარის მერხები, რადგან ეს იყო ყველაზე იაფი გზა იმისათვის, რომ მაგიდები დაგვემზადებინა", თქვა Amazon-ის ისტორიაში მეხუთე თანამშრომელმა, ნიკო ლავჯოიმ, რამდენიმე წლის წინ.

"კარის მაგიდა" საკმაოდ მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა "ამაზონის" კულტურაში. კომპანია გასცემს Door Desk-ის ჯილდოს, რომელიც მიზნად ისახავს წარმოადგინოს კომპანიის ძირითადი ფასეულობები ეკონომიურობისა და კრეატიულობის შესახებ.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან