ქართული ვაშლი უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანია "აგრითაჩის" და "ტირიფონის ბაღების" თანამშრომლობის შედეგად ქართული ვაშლი უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია.
"ნიმუშები მივაწოდეთ აღნიშნულ ბაზარზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე დიდ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლისთვისაც სამომავლოდ ვგეგმავთ არა მხოლოდ ვაშლის არამედ სხვა პირველადი თუ გადამუშავებული პროდუქციის მიწოდებასაც.
ჩვენი ვაშლის, მოცვის და სხვა მრავალი პირველადი თუ გადამუშავებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხი, გემოვნური თვისებების ჩათვლით, არაფრით ჩამოუვარდება, თუ არ აღემატება, პოლონურ, იტალიურ თუ სხვა ქვეყნების მიერ წარმოებულ პროდუქციას. მთავარია არ დავიზაროთ და არ ჩამოვეკიდოთ მხოლოდ ერთ ბაზარს და ვიმუშაოთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე.
ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს შეუწყოს ხელი ბაზრების დივერსიფიკაციას და მცირედი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში." - ნათქვამია კომპანია "აგრითაჩის" განცხადებაში.