Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ქართველი ანტრეპრენერების რჩევები ბავშვებს ვამეხ ხერხეულიძე | ნიკა აბაშიძე | ნიკა გოგოჭური | მარიამ რუსიშვილი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

1 ივნისს, 1950 წლიდან მოყოლებული, მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის დაწესება, უკვე 71 წელია მიზნად ისახავს - გლობალურად ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დაცვას, მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განათლებისათვის ზრუნვას, რასაც ქართული საზოგადოებაც აქტიურად უერთდება.

ბავშვის, საზოგადოების სრულფასოვან, ზრდასრულ წევრად ფორმირების პროცესში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის სწორად აღზრდას, განათლების მიღების შესაძლებლობას, დაცულ გარემოში განვითარებასა და ზრუნვას, როგორც ოჯახის, ისე საზოგადოების მხრიდან.

Entrepreneur-სთვის საინტერესოა, თუ რა აზრი აქვთ ამ თემასთან დაკავშირებით ქართველ, წარმატებულ ანტრეპრენერებს და რას ურჩევდნენ მომავალ თაობას. ამისათვის კი, გამოვკითხეთ რამდენიმე მათგანი და გთავაზობთ მათ დამოკიდებულებასა და რჩევებს, რომლებიც ანტრეპრენერულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, პასუხობენ კითხვას - "რას ურჩევდით ბავშვებს?"

Elven Technologies-ის დამფუძნებელი, ვამეხ ხერხეულიძე - "მთელი ჩვენი, Elven-ის გუნდის სახელით, გვსურს, რომ ბავშვებს ვურჩიოთ - სულ ითამაშონ! არასოდეს შეწყვიტონ თამაში და არ "გაიზარდონ", ვინაიდან სინამდვილეში, გაზრდაც არ არსებობს და ყველანი ბავშვები ვართ, უბრალოდ ასაკის მატებასთან ერთად გვავიწყდება და თამაშს ვწყვეტთ. თამაში გვეხმარება, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ბავშვური სიხარულით მივუდგეთ სიახლეებს და არ გვეშინოდეს მათი. ნებისმიერი მეცნიერი, თუ ინჟინერი, სწორედ ის ადამიანია, ვინც არ დაივიწყა, რომ ბავშვია დღემდე არ წყვეტს თამაშს."

ნიკა აბაშიძე, პლატფორმა Caru-ს დამფუძნებელი - "პირველ რიგში, ბავშვებს ვურჩევდი დისციპლინას. უნდა ეცადონ აკეთონ ის, რაც საჭიროა და არა ის, რაც ამ მომენტში სურთ. მაგალითად, შეიძლება გინდოდეს შოკოლადი და Playstation, თუმცა ახლა მხოლოდ შოკოლადისთვის სამყოფი ფული გქონდეს. უნდა შეინახო ეს თანხა, გადადო ყულაბაში და მოგვიანებით იყიდო Playstation. ბავშვებს ჰგონიათ, რომ 1,6 ლარს მნიშვნელობა არ აქვს და აუცილებლად 10-10 ლარით უნდა დაიწყონ გროვება, თუმცა ეს ასე არაა. დიდი მიზნის მისაღწევად, საჭიროა პატარ-პატარა "ბედნიერებების" დათმობა და თვითდისციპლინა. ესაა რჩევა, რომელიც ბავშვებს აუცილებლად გამოადგებათ მომავალში."

Vrex Immersive Inc.-ის დამფუძნებელი, ნიკოლოზ გოგოჭური ბავშვებს ძალიან საინტერესო და ამავდროულად ლაკონიურ რჩევას აძლევს - "დასვით ძალიან ბევრი კითხვა და შეეცადეთ, თავადვე იპოვოთ პასუხები." ეს მიდგომა, თვითშემეცნების გზაზე ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რადგან კითხვების დასმა და მათზე პასუხების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარ თავში ახალ, "სუპერ" ძალას აღმოგაჩენინებთ.

ქართული Fintech კომპანია "QuickCash"-ის დამფუძნებელი, მარიამ რუსიშვილი - "ის, რასაც ბავშვებს ვურჩევდი, არის - ბევრი იკითხეთ! იკითხონ არა მხოლოდ "სავალდებულო" ან "კლასგარეშე" ლიტერატურა, არამედ მიიღონ ბევრი, სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია. ბავშვებმა შეიძლება იკითხონ თუნდაც კრიპტოვალუტებზე, უბრალოდ ზოგადი ცოდნის მისაღებად. მნიშვნელოვანია ასევე მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურაც. ყველაფერი ამის ნაზავი, საბოლოო ჯამში ილექება ჩვენს გონებაში, რაც ჩემ შემთხვევაშიც ასე იყო, ხოლო თუ ბევრს არ ვიკითხავთ, ვერაფერიც ვერ დაილექება."

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!