📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ხობში, თიბისის მხარდაჭერით, საწარმო - ''ბლუ ბერდ ბერიზ'' ამოქმედდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისისა და სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, სამეგრელოში, ქალაქ ხობში, ლურჯი მოცვის შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმო - შპს "ბლუ ბერდ ბერიზ" ამოქმედდა.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოს მოწყობა ჯამში 2,3 მილიონი ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 1,4 მილიონი ლარია.

საწარმოში ამ ეტაპზე 25-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული და მასში სეზონურად 600 ტონა ლურჯი მოცვის შენახვა და გადამუშავებაა შესაძლებელი. პროდუქცია განკუთვნილია როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივი ბაზრისთვის. ამასთანავე, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ საწარმოში მოცვის წინასწარი გაგრილების, დახარისხებისა და შენახვის მომსახურებით ისარგებლონ.

პროგრამის - "დანერგე მომავლი" ფარგლებში, ლურჯი მოცვის კულტურა სამეგრელოში 1,300 ჰა ფართობზეა გაშენებული.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

Business News

"მასონების მსგავსი ძალაა, რომელსაც მსოფლიოზე გავლენა აქვს" - მარიამ ლაშხი

მარიამ ლაშხმა ბრიტანულ პოდკასტთან გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრა

ლიდერობა

ჯეფ ბეზოსი რჩევებს უზიარებს მათ, ვინც ბიზნესს იწყებს

Amazon-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს დამწყებ ანტრეპრენერთათვის ოთხი მნიშვნელოვანი რჩევა აქვს

ინსპირაცია

შერილ სენდბერგის 10 გამონათქვამი, რომელიც შეგაგულიანებთ კიდეც და შთაგონებასაც მოგცემთ

Facebook-ის აღმასრულებლის, მწერლისა და აქტივისტისგან საკმაოდ ბევრის სწავლა შეიძლება