Get All Access for $5/mo

კრეატიული ტექნოლოგიების პირველი ფესტივალი საქართველოში დასრულდა და გამარჯვებული ცნობილია გამარჯვებულმა გუნდმა 1000 ფუნტი მიიღო

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა კიდევ ერთ განსაკუთრებულ პროექტს, მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსს უმასპინძლა. კონკურსი გრაფიკული დიზაინერებისა და დეველოპერებისთვის უნივერსიტეტის ორგანიზებით ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ჩატარდა.

ფესტივალის ფარგლებში მონაწილე გუნდებს ტექსტური მასალის გაციფრულება - ვიზუალიზაციის დავალება მიეცათ. მონაცემთა ვიზუალიზაცია, ტექსტური მასალების გაციფრულება და ანიმაციური ინფოგრაფიკები, ნეტარტი, სთორითელინგის გრაფიკული გამოსახულებები და სხვა გადაწყვეტილებები ერთ პლატფორმაში, ერთი ისტორიის გარშემო შეიქმნა.

კრეატიული ტექნოლოგიების კონკურსის ფარგლებში საკონკურსო თემა იყო "საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა''. მონაწილეებმა მიიღებეს ტექსტური მასალა, რომლის ვიზუალიზაცია საკუთარი კრეატიული გადაწყვეტილებებით უნდა მოეხდინათ.

კრეატიული ტექნოლოგიების ფარგლებში სპეციალურად შედგენილმა ჟიურის წევრებმა, რომელთა შორის Entrepreneur-ის მთავარი რედაქტორი გიორგი შარაშიძეც გახლდათ, გამოავლინეს გამარჯვებული გუნდი - "კოსმო", რომელმაც 1000 ფუნტი მოიპოვა.

კოსმო სამი წევრისგან შენდგებოდა. მათი ნამუშევარი მართლაც გამრჩეული ვიზუალის იყოს. საოცარი მოგზაურობა კოსმოსში კოსმოსური ხომალდით – სწორედ ამ ფორმით გადმოსცეს გამარჯვებულებმა მიცემული ტექსტი.

"ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ძალიან დიდი ენერგია ჩავდეთ ამ პროექტში. ძალიან გვინდოდა გამარჯვება და ველოდით მას. ზოგადად, მომხმარებლისთვის მშრალი ვიზუალი ბევრი არაფრის მთქმელია. ვიზუალი იმდენად დახვეწილი უნდა იყოს, რომ ამბის, ტექსტის მთავარი მესიჯები სწორად მიიტანოს მკითხველამდე. აქედან გამომდინარე პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, როგორც დიზაინერისთვის, ვიზუალის შემქმნელისთვის. მშრალ ტექტს, რომელიც ჩვენ მოგვცეს განსაკუთრებული იდეა მივეცით და ვეცადეთ, საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის შესახებ ინფორმაცია მკითხველისთვის მაქსიმალურად საინტერესოდ და შთამბეჭდავად მოგვეწოდებინა. მივიღეთ ფინანსური ჯილდო, რომელსაც პროფესიული განვითარებისთვის გამოვიყენებ და ახალ პორგრამებს შევსწავლი. როგორც ვიცი, პროექტის გაგრძელებაც იგეგმება და მას უფრო დავხვეწავთ," – განმარტავს გამარჯვებული გუნდის წევრი, გრაფიკული დიზაინერი ანა გვენცაძე.

იხილეთ საბოლოო ნამუშევარი

პროექტის პარტნიორები იყვნენ: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, Entrepreneur, Emerging Europe, ბრიტანეთის საბჭო, ვესტმინსტერის უნივერსიტეტი, Experience Haus.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე