Cyber Monday Sale! 50% Off All Access

"კრისტალი" სოციალურ რეიტინგში დაწინაურდა რეგიონის მასშტაბით ფინანსურ სექტორში "კრისტალი" პირველი ორგანიზაციაა, რომელსაც სოციალური რეიტინგი "A" აქვს მინიჭებული

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

2020 წლის სოციალურ შეფასებაში კომპანიის რეიტინგის გაუმჯობესება მიუთითებს კომპანიის მაღალ პასუხისმგებლობას, რომელიც პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ რეიტინგის გაუმჯობესება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი დასახული მდგრადი განვითარების მიზნებისკენ განუხრელი სწრაფვა და განგრძობადობა იყო.

შეფასების პროცესში "მიკროფინანზამ'' ყურადღება გაამახვილა 2020 წელს კომპანიის მატერიალური და არამატერიალური რესურსების მობილიზების ისეთი ინიციატივებზე, რომელიც მნიშვნელოვან სარგებელს უკავშირდება, მათ შორის, მომხმარებლებზე ზრუნვა პანდემიის პერიოდში და მის თანმდევ სირთულეებთან გამკლავებაში ხელშეწყობა არაფინანსური სერვისებითაც, როგორიცაა კრისტალის ყოველკვირეული დისტანციური ტრენინგები ქალი მომხმარებლებისთვის, ასევე შეუფერხებელი სამუშაო პროცესი დისტანციურ რეჟიმში.

"მიკროფინანზასგან" დადებითად შეფასდა ასევე სოციალური გავლენის ყოველწლიური კვლევა და მონიტორინგი, რომელიც მიუხედავად შექმნილი პანდემიური სიტუაციისა, კომპანიაში კვლავ ჩატარდება. ამ მიმართულებით "კრისტალს" წელს საერთაშორისო კომპანია "სერისი" გაუწევს მომსახურებას.

"აღსანიშნავია, რომ "კრისტალის" სტრატეგია ემყარება 3P-ის (People, Planet, Profit) პრინციპს, რომელიც გულისხმობს ფოკუსს ადამიანებზე (თანამშრომლები, მომხმარებლები, საზოგადოება), პლანეტასა და კომპანიის ფინანსურ მოგებაზე. კომპანიას ასევე შერჩეული აქვს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან (SDG) 6 მიზანი, რომელიც ინტეგრირებულია კრისტალის სტრატეგიის დოკუმენტში. დღეს, კორპორაციულ მდგრადობას, მომხმარებლებთან, ინვესტორებთან და ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაციის, სტაბილურობის უზრუნველყოფის, მდგრადი განვითარებისა და ბიზნეს რეპუტაციის გამყარების აუცილებელი ინსტრუმენტად მიიჩნევენ. "მიკროფინანზამაც" კომპანიის სოციალური მიმართულებით შეფასებისას, სწორედ ამ ზემოთ-ჩამოთვლილ კრიტერიუმებზე გაამახვილა ყურადღება."- აცხადებს კრისტალის გარემოსდაცვითი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ქობალია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!