ლუდსახარში ''ზედაზენი'' ამერიკული კომპანია Molson Coors-ის ლუდის ბრენდის - MILLER-ის ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორი გახდა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქართული ლუდის კომპანია (ლუდსახარში "ზედაზენი"), ლუდის ინდუსტრიის მსოფლიო გიგანტის, ამერიკული კომპანია Molson Coors-ის ლუდის ბრენდის - MILLER-ის ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორი გახდა.
კომპანიის კორპორატიული მმართველობის სისტემის ფინანსური, იურიდიული და ტექნიკური აუდიტის შემდეგ, "ზედაზენის" ლუდის პორტფელს, ამერიკული პრემიუმ ბრენდი - MILLER შეემატა. აღნიშნული ბიზნეს გარიგება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ზედაზენის" საწარმო, სრულად აკმაყოფილებს ყველა იმ მსოფლიო სტანდარტსა თუ მოთხოვნას, რაც აუცილებელია მაღალი ხარისხის, პრემიუმ ბრენდების წარმოებისთვის.
საქართველოში წარმოებული MILLER საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გაიყიდება.
MILLER მსუბუქი, ამერიკული, პრემიუმ კლასის ლუდია. მის გემოს განსაკუთრებულს არამხოლოდ მისი რეცეპტი, არამედ ხარშვის უნიკალური ტექნოლოგია - ოთხჯერადი ფილტრაცია ქმნის.
"ყველაფერი საუკეთესო, იქმნება საუკეთესო ინგრედიენტებით" დევიზის რეალობად ქცევისთვის, MILLER-ის ყველა მწარმოებელი კომპანია იყენებს სპეციალიზებულ ალაოს და ასევე სვიას, რომელიც ლუდისთვის ნაკლებად მწარე გემოს მისანიჭებლად, სპეციალურადაა დამუშავებული.
"მოგეხსენებათ, რომ "ქართული ლუდის კომპანია" ლუდის ბაზარზე ნოვატორობით გამოირჩევა. პანდემიით გამოწვეული სირთულეები ჩვენ შესაძლებლობად გარდავქმენით და ეს დრო იმისთვის გამოვიყენეთ, რომ ქართული ლუდის ბაზარი კიდევ უფრო საინტერესო გაგვეხადა. თითქმის 3 წლიანი მოლაპარაკებების, დამატებითი ინვესტიციების, ექსპერიმენტული ხარშვის, საწარმოს აუდიტისა და კომპანიის მართვაში დასავლური სტანდარტების დანერგვით, დღეს უკვე ამაყად ვაცხადებთ, რომ ლუდსახარში "ზედაზენი" ლუდის ინდუსტრიის მსოფლიო გიგანტის - Molson Coors-ის პარტნიორი და ჩვენს რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში MILLER-ის ლიცენზიანტია. ასე რომ, "ეს ჩვენი დროა, ეს მილერის დროა", - კახაბერ კოტრიკაძე, "ქართული ლუდის კომპანიის" დირექტორი.
"ქართული ლუდის კომპანია" 2011 წელს დაფუძნდა და დაარსების დღიდან, თიბისი მისი პარტნიორია. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისის "ზედაზენისთვის" ჯამში 270 მილიონ ლარამდე ოდენობის დაფინანსება აქვს გაცემული.